მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია გაიხსნა

მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია გაიხსნა. პარლამენტი პლენარულ სხდომებს სექტემბრის თვეში, ორი სასესიო კვირის ფარგლებში გამართავს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით, სხდომები შემჭიდროებულად გაიმართება, რითაც პარლამენტის წევრებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.

პარლამენტი დაგეგმილი სესიების ფარგლებში ,,ამნისტიის პროექტის“, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტისა და ,,პენიტენციურ კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცებას გეგმავს.

მსგავსი თემები