ჩინეთში სკოლის ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა

ჩინეთში, შანდონგის პროვინციაში სკოლის ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 12 ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ავტობუსი მოსწავლეებსა და მშობლებს დაეჯახა, როდესაც ისინი ქალაქ ტაიანში, სკოლის კარიბჭესთან იდგნენ. ცნობილია, რომ დაღუპულებს შორის 5 მოსწავლე და 6 მშობელია.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა ,,კონტროლი დაკარგა”, ის დაკავებულია, პოლიცია იძიებს მომხდარის მიზეზებს.

მსგავსი თემები