პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან

ზაფხულის ი საქართველოში ბრუნდებიან – გიგა ოჩხიკიძესა და ანა ჯაფარიძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში ელოდებიან. მძლეოსანი ოჩხიკიძე ჩემპიონია, 19 წლის ტაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე კი – ბრინჯაოს მედალოსანი. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს, ამ დროისთვის, სწორედ ეს ორი მედალი აქვს.    

მეტი...

ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. პარასპორტსმენი ხმლით ფარიკაობის ნახევარფინალში ჩინელ მოწინააღმდეგესთან 6:15 დამარცხდა. თიბილიაშვილი უკრაინელ ნატალია მორკვიჩს შეხვდება. ტურნირზე დღეს გამომსვლელი მეორე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.    

მეტი...

“ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რისკი კვლავ არსებობს”- რაფაელ გროსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი, რომელიც ხვალ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უნდა ეწვიოს. ის აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია მყიფეა და კატასტროფის რისკი კვლავ არსებობს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია ძალიან მყიფეა. ზოგჯერ არის გარკვეული სტაბილურობა, თუმცა შემდეგ ახალი პრობლემა წარმოიქმნება. დრონის დარტყმა ან როგორც დღეს, ორი არსებული ელექტროხაზიდან ერთ-ერთის გამორთვა, ნიშნავს, რომ სადგური კვლავ ელექტროენერგიის გათიშვის ზღვარზეა. ელექტროენერგიის გათიშვა ნიშნავს, რომ ვერ მოხდება გაგრილება, ამან კი შესაძლოა, კატასტროფა გამოიწვიოს“ – განაცხადა გროსიმ. რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სადგურში ელექტრომომარაგების ხაზი ავტომატურად გამოირთო. უკრაინაში კი განაცხადეს,…

მეტი...

საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია

საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2024 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია. შესაბამისი მონაცემები „ევროსტატის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია გერმანიაში, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ყველაზე მაღალი იყო. „ევროსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის პირველი ნახევარში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 1 395 მოქალაქემ მოითხოვა. 2023 წლის პირველ ნახევარში ეს რიცხვი 5 155-ს შეადგენდა. საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია ისეთ მსხვილ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი.  

მეტი...

ბორჯომში სოფელ ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში ხანძარია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში ხანძარია. ცეცხლის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველები უკვე ჩაერთნენ. ტერიტორია ტექნიკისთვის მიუვალია და, ამ ეტაპზე, ხანძრის ჩაქრობას ცოცხალი ძალით ცდილობენ.  

მეტი...

რას შეეჯახა ბათუმი-თბილისის მატარებელი, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა

ბათუმიდან თბილისში მომავალი სამგზავრო მატარებელი, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, ლიანდაგზე მდგარ რკინის დროებით კონსტრუქციას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა. დაღუპულები საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები არიან. ისინი ლიანდაგზე გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ორივე მამაკაცის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. უცნობია, რატომ აღმოჩნდა სამუშაო პლატფორმა ლიანდაგებზე იმ დროს, როცა იქ მატარებელს უნდა ჩაევლო შემთხვევის შედეგად, არცერთი მგზავრი არ დაშავებულა. მოქალაქეებს, გარკვეული დროის განმავლობაში, გაჩერებულ მატარებელში მოუხდათ ყოფნა და, ინციდენტიდან დაახლოებით ორ საათში, ისინი რკინიგზის თანამშრომლებმა, სხვა მატარებლით, სადგურის მოედანზე გადაიყვანეს. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.…

მეტი...

“გოგონას ფეხი აუსრიალდა და კლდეზე გადაიჩეხა”- ახალი დეტალები წალენჯიხაში მომხარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

პოლონელ ტურისტს, რომელიც წალენჯიხაში დაირუპა. ფეხი დაუცურდა და კლდეზე გადაიჩეხა. შემთხვევა ინწრას ხეობაში ჩანჩქერიდან 800 მეტრში მოხდა. ტურისტი მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მისი ცხედარი ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ინფორმაციას მუნიცოპლაიტეტის მერის მოადგილე ავრცელებს. „ახალი დეტალები ინწრას ხეობიდან შემთხვევა ჩანჩქერიდან 800მ მოხდა, ის მეგობრებთან ერთად იყო. ამ წუთებში მის ცხედარს ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. მობილიზებულია წალენჯიხის პოლიციის მთელი სამმართველო. მათ შეძლეს სამანქანო გზიდან 3 კილომეტრის დაშორებით გოგონას ცხედრის პოვნა. მთელი გზა ფეხით სავალია. გარდაცვლილი 35 წ გოგონა პილონეთის მოქალაქეა“- წერს თამარ ბელქანია.

მეტი...

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს სოციალური კუთხით დაფინანსება შეუჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა პირველი სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს სოციალური კუთხით დაფინანსება შეუჩერა, მიზეზი კი აფხაზური მხარის მიერ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობაა. შამბა ამბობს, რომ  მოსკოვში არაერთგზის განაცხადეს, რომ „ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“. „ისინი უკვე ამოქმედდა პირველი სექტემბრიდან. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა“– განაცხადა შამბამ.  

მეტი...

პოლტავაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა

პოლტავაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა, დაშავებულია 219 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს. ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, ბალისტიკური რაკეტით დარტყმა კავშირგაბმულობის სამხედრო ინსტიტუტისა და საავადმყოფოს შენობებზე განხორციელდა. იერიშის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა 15-მდე ადამიანი იყოს მოყოლილი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ხვალიდან პოლტავის ოლქში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

მეტი...

უბედური შემთხვევა წალენჯიხაში-დაღუპული 35 წლის პოლონელი ტურისტია

წალენჯიხაში პოლონელი ტურისტი გარდაიცვალა. 25 წლის ქალი სოფელ ჩქვალერში, ინწრას ხეობაში ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა. „რამდენიმე წუთის წინ ტრაგედია დატრიალდა ინწრას ხეობაში. პოლონელი ტურისტი გოგონა ჩანჩქერში გადავარდა. ის გარდაცვლილია მობილიზებულია პოლიცია. დეტალებს ვაზუსტებთ“- წერს სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის მოადგილე. წალენჯიხაში ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა

მეტი...

წალენჯიხაში ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩქვალერში, ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში წერს. „რამდენიმე წუთის წინ ტრაგედია დატრიალდა ინწრას ხეობაში. პოლონელი ტურისტი გოგონა ჩანჩქერში გადავარდა. ის გარდაცვლილია მობილიზებულია პოლიცია. დეტალებს ვაზუსტებთ“- დაწერა ბელქანიამ.  

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის საშემოდგომო სესია გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, საშემოდგომო სესია გახსნილად გამოაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, რომელიც პლენარული სხდომის წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა. მან თავის მიმართვაში დეტალურად ისაუბრა უმაღლესი საბჭოს მიერ 2024 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდში გაწეულ მუშაობასა და სამომავლო გეგმებზე,კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმამართ და მიმოიხილა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება. სხდომის დაწყებამდე, ტრადიციულად, დეპუტატებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილი კოლეგების ხსოვნას.

მეტი...

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მონღოლეთში ვლადიმირ პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მონღოლეთში ვლადიმირ პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წუხილს გამოთქვამს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე მონღოლეთმა არ შეასრულა თავისი ვალდებულები და არ აღასრულა დაკავების ორდერი. „ევროკავშირმა ცნობად მიიღო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი მონღოლეთში 3 სექტემბერს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერის მიუხედავად. ევროკავშირი წუხს, რომ მონღოლეთმა, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფომ, არ შეასრულა სტატუტის ნაკისრი ვალდებულებები დაკავების ორდერის აღსრულებასთან დაკავშირებით“ – ნათქვამია განცხადებაში. ევოკავშირის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ პუტინის მიმართ ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემულია დაკავების ორდერი საერთაშორისო…

მეტი...

ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი პარალიმპიური თამაშების ნახევარფინალშია

პარიზის პარალიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი (B კატეგორია). მან ხმლით ასპარეზობაში, მეოთხედფინალში, პოლონელი იადვიგა პაჩეკი ანგარიშით 15:9 დაამარცხა. პირველ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა ვენესუელელ ფრანსია ხაიმეს როხასს ანგარიშით 15:2 სძლია.  

მეტი...

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული სამხედრო თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო და თანგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. „უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“- ნათქვამია ინფორმაციაში.    

მეტი...

უკრაინის სამმა მინისტრმა გადადგომა მოითხოვა

უკრაინის სამმა მინისტრმა გადადგომა მოითხოვა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. მისი ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს: უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ, და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეცმა. “ასევე გადადგომის შესახებ განცხადება შემოვიდა უკრაინის სახელმწიფო საკუტრების ფონდის თავმჯდომარისგან ვიტალი კვალისგან. ყველა განცხადება ერთ-ერთ უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული” – წერს სტეფანჩუკი.  

მეტი...

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს. სამონტაჟო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. გარეგანათების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

მეტი...

კობა კობალაძემ TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს _ TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელს, თუბა ოზუთოკს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან და უწყების ხელმძღვანელთან გამომშვიდობება იყო, რადგან თუბა ოზუთოკმა, TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობა დაასრულა. სტუმარმა კობა კობალაძეს განუცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი და გამორჩეული პასუხისმგებლობა იყო TIKA-ს მიერ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად განხორციელებული პროექტები, რადგან ისინი, იმ დამსახურებული და ქვეყნის ერთგული ადამიანების თანადგომისთვის ხორციელდებოდა, რომლებიც სამშობლოს ერთგულად ემსახურნენ და დღესაც მზად არიან ამისთვის. კობა კობალაძემ…

მეტი...

თურქეთში, სასტუმროში დებოშის მოწყობის გამო დაკავებული ტურისტი გარდაიცვალა

თურქეთში, სასტუმროში დებოშის მოწყობის გამო დაკავებული ტურისტი გარდაიცვალა. თურქული მედიის ცნობით, ბულგარეთის მოქალაქე კუშადასში, სასტუმროში ისვენებდა, სადაც დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო და დებოში ატეხა. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს თანამშრომლებმა ტურისტს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, სიტუაცია გამწვავდა და ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც სასტუმროს დაცვამ ის დააკავა და ხელბორკილები დაადო. ცოტა ხანში ტურისტი უგონოდ დაეცა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მათ მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ სასტუმროს 14 თანამშრომელი დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

ლა მანშის სრუტეში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაღუპულია 12 ადამიანი

ლა მანშის სრუტის გადაკვეთის დროს მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 12 ადამიანი გარდაიცვალა. ათეულობით მიგრანტის ძებნა-გადარჩენის სამაშველო ღონისძიება ჯერ კიდევ გრძელდება. ნავი საფრანგეთის სანაპიროსთან ქალაქ ლე პორტელთან ახლოს ჩრდილოეთ ზღვაში ჩაიძირა. როგორც BBC წერს, გადარჩენილების უმეტესობა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. გაფართოებულ სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.

მეტი...

ამოღებულია 200 კილოგრამი სინთეზური ოპიოიდი, რომელსაც 4 მილიონი ადამიანის მოკვლა შეეძლო – პოლიციამ კარტელის შვიდი წევრი დააკავა

პოლონეთის პოლიციის გამოძიების ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, უკრაინის პოლიციასთან ერთად, პოლონეთისა და მთელი ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და 200 კილოგრამი სინთეზური ოპიოიდი ამოიღეს, რომელსაც 4 მილიონი ადამიანის მოკვლა შეეძლო. ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში, პოლიციამ 38 სამალავი შეამოწმა, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ ან ინახავდნენ. სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პოლონეთსა და უკრაინაში ნარკოტიკების მასობრივ წარმოებაზე პასუხისმგებელი კარტელის შვიდი წევრი დააკავეს.

მეტი...

ირმა ხეცურიანი პარიზის პარალიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის პარალიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა (B კატეგორია). მან ხმლით ასპარეზობაში ვენესუელელ ფრანსია ხაიმეს როხასს ანგარიშით 15:2 სძლია და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის 21-გზის გამარჯვებულია. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.

მეტი...

პოლტავას რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

პოლტავაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფილიპ პრონინმა განაცხადა. „დიდი ტრაგედია პოლტავას რეგიონისთვის და მთელი ქვეყნისთვის. მტრის თავდასხმას 41 სიცოცხლე შეეწირა. დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებსა და მეგობრებს. ხვალიდან რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება“, – წერს ის სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური უკრაინის ქალაქზე რუსეთმა მასშტაბური სარაკეტო იერიში დღეს მიიტანა. ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულება და საავადმყოფო.

მეტი...

პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, გარყვნილი ქმედების საქმეზე დაკავებულ 32 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინეს. ,,საქართველოს პროკურატურამ ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, სოციალური ქსელების მეშვეობით, ყალბი პროფილით ეცნობოდა არასრულწლოვნებს, რის შემდგომაც მუქარის და შანტაჟის გზით, მათ ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების, ვიდეოს და სქესობრივი ურთიერთობის გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა, რასაც შემდგომ სხვა პირებს უგზავნიდა. ბრალდებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი…

მეტი...

სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დღევანდელი შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა. ,,ძვირფასო მგზავრებო, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ბათუმიდან მომავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ორივე მათგანი საქართველოს რკინიგზის თანამშრომელია. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მატარებლიდან მგზავრები გამოჰყავთ.

მეტი...

რუსეთმა პოლტავაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი

პოლტავაში, ცენტრალურ უკრაინაში, რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 180-ზე მეტი. ზელენსკის ცნობით, სამშაბათს დილით ორი ბალისტიკური რაკეტა სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ახლომდებარე საავადმყოფოს მოხვდა. ,,მე მივიღე წინასწარი ცნობები პოლტავაში რუსეთის დარტყმის შესახებ. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. მათი სამიზნე საგანმანათლებლო დაწესებულება და ახლომდებარე საავადმყოფოა, ნაწილობრივ გაანადგურეს სატელეკომუნიკაციო ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა. ხალხი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. ბევრი ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ 180-ზე მეტი დაშავდა. სამწუხაროდ, ბევრი მსხვერპლია. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 41 ადამიანი. ვუსამძიმრებ მათ ყველა ნათესავს და ახლობელს. მე გავეცი ბრძანება სრული და სწრაფი…

მეტი...

,,რუსულმა ოცნებამ” თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში” – კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ” თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში. მისივე თქმით, ყველა ორგანიზაცია, რომელიც რუსული კანონის გამო შექმნილ რეესტრში დარეგისტრირდა, დიდი ალბათობით, ,,რუსული ოცნების გავლენის ქვეშ არიან”. ,,469 არასამთავრობო ორგანიზაცია ნებაყოფლობით დარეგისტრირდა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში. ასევე, ჯერ დარეგისტრირდა და შემდეგ რეგისტრაციაზე უარი განაცხადა მოძრაობამ „სირცხვილია“. დიდი ალბათობით, ყველა რეგისტრირებული ორგანიზაცია არის „რუსული ოცნების“ გავლენის ქვეშ – პირდაპირ რომ ვთქვათ, ისინი „რუსული ოცნების“ აგენტები არიან. ზოგი ჭირი მარგებელია, რადგან „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში!”, – წერს ოქრიაშვილი. 2 სექტემბერს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა,…

მეტი...

თბილისში, სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მატარებლიდან მგზავრები გამოჰყავთ

სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მატარებლიდან მგზავრების გამოყვანის პროცესი დაიწყო. ხალხი მეორე მატარებელში გადაჰყავთ. მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. ფეიქრების მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბათუმიდან მომავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ორივე მათგანი საქართველოს რკინიგზის თანამშრომელია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275 -ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

,,ამ ხელისუფლებას ქვეყანა არ მიჰყავს EU-ს წევრობისაკენ, ახლა მაგიდაზე დევს უვიზო რეჟიმის საკითხიც” – ანა მარია ბილტი

,,ამ ხელისუფლებას ქვეყანა არ მიჰყავს EU-ს წევრობისაკენ, ახლა მაგიდაზე დევს უვიზო რეჟიმის საკითხიც”, – აცხადებს ყოფილი ევროპარლამენტარი ანა მარია ბილტი თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე. ,,ეს იქნება გადამწყვეტი არჩევნები, სადაც თქვენი ხმა  განსაზღვრავს გექნებათ ევროპული მომავალი, თუ არა. ევროკავშირში წევრობა არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და რასაც ახლა ვხედავთ, მიდიხართ არასწორი მიმართულებით. მიღებულია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება წევრობის კრიტერიუმებს. იმედი მაქვს, მოქალაქეები რომელთაც სურთ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მიხვდებიან, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყანა არ მიჰყავს წევრობისაკენ. პირიქით, ევროკავშირის ლიდერებისათვის სულ უფრო ართულებს რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს წევრობას, რადგან არსებობს კრიტერიუმები და ისინი…

მეტი...

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა და ,,გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა”. შამბას თქმით, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას შესაძლოა გამოეწვია გარკვეული სანქციები“. „1-ელი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯებია”, – განაცხადა შამბამ. მან კომენტარი გააკეთა ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი ,,დეპუტატისა” და ოპოზიციონერისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ “დღეს მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად მოქმედი სანქციაა”. შამბამ მაგალითად მეორე მარიონეტული რეჟიმის…

მეტი...

გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან – ,,საქართველოს რკინიგზა”

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დღეს, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის დროს მათი ორი თანამშრომელი დაიღუპა. დაღუპულები ადგილზე გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ,,დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. „საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში იქნება მთავრობა, რომელიც ზურგს აქცევს ევროინტეგრაციას, ვშიშობ, ამას ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა ქართველ ხალხზე” – ბონდი

,,თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში იქნება მთავრობა, რომელიც ზურგს აქცევს ევროინტეგრაციას, ვშიშობ, ამას ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა ქართველ ხალხზე”, – ამბობს ,,ევროპულო რეფორმის ცენტრის” საგარეო  პოლიტიკის დირექტორი, დიპლომატი იან ბონდი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე გადასვლის ეტაპთან დაკავშირებით, თბილისში მიმდინარე მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე. ,,ჩემი აზრით, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებებს მიიღებს არჩევნების შემდეგ და თუ საქართველოში იქნება მთავრობა, რომელიც ზურგს აქცევს ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ ვშიშობ, რომ ამას ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა ქართველ ხალხზე. ევროკავშირი ძალიან დიდი ბაზარია, რომელშიც საქართველოს შეუძლია, რომ განავითაროს ტურიზმი, მიიღოს ინვესტიციები, საგანმანათლებლო სფეროში მოახდინოს გაცვლები და ეს ყველაფერი გაცილებით უკეთესია, ვიდრე…

მეტი...

,,ორბანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხში მტრის გუნდში თამაშობს” – ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ უნგრეთი, პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, არ იქცევა ისე, როგორც დასავლური ქვეყნების უმეტესობა უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომთან მიმართებაში. ,,სამწუხაროდ, ამ საკითხში ორბანმა ნამდვილად დაიწყო თამაში მოწინააღმდეგე გუნდში,” – თქვა მან. ჟურნალისტებმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს ჰკითხეს, რატომ არ შეუძლია ევროკავშირს მოიმოქმედოს რაიმე, რაზეც ცაჰკნა პასუხობს, რომ ევროკავშირს ,,კიდევ შეუძლია რაღაცის გაკეთება”. ,,დაწყებულია ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, რაც ნიშნავს წევრი სახელმწიფოს ხმის უფლების შეჩერებას. არ მჯერა, რომ ეს მოხდება, რადგან ამას 26-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება, მაგრამ მაინც გვინდა, რომ უახლოეს მომავალში…

მეტი...

ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა – არის მსხვერპლი

თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. დაღუპულია 2 ადამიანი. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

ჩილეს საერთაშორისო აეროპორტში მგზავრმა სარეგისტრაციო პუნქტი ჩაქუჩის გამოყენებით დაარბია

ჩილეს საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრმა American Airlines-ის სარეგისტრაციო პუნქტი ჩაქუჩის გამოყენებით დაარბია. მამაკაცი მას შემდეგ გამოვიდა მწყობრიდან, რაც გაიგო, რომ მას ყალბი ბილეთი მიჰყიდეს. პოლიციის ცნობით, მამაკაცმა თანამშრომლებთან კამათის შემდეგ ჩანთიდან ჩაქუჩი ამოიღო და სარეგისტრაციო დახლთან ტექნიკის და ნივთების დაზიანება დაიწყო. შემთხვევის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი კომპიუტერებს და მონიტორებს ამსხვრევს. მომხდარს ასობით თვითმხილველი ჰყავდა.

მეტი...

,,ციფრებში ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, რაც მისასალმებელია, მაგრამ კითხვა მაქვს: სად მიდის ეს ფული?” – მიხეილ დაუშვილი

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ციფრებში ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, რაც მისასალმებელია, მაგრამ მაქვს კითხვა: ეს ფული სად მიდის?“, – ასე მიმართა ოპოზიციის წარმომადგენელმა მიხეილ დაუშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თმით, შეუსაბამოა ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლების პარალელურად ის ფაქტი, რომ უამრავი ბავშვი შიმშილის ზღვარზე ყოფნის გამო სახელმწიფო შემწეობაზეა. „თუ არა კორუფცია, თუ არა ნეპოტიზმი, ამხელა ეკონომიკური ზრდა და ამხელა ეკონომიკური დოვლათი სად ქრება, თუ არა რამდენიმე ათეული ოჯახის ჯიბეში? რატომ არ ნაწილდება ჩვენს მოქალაქეებზე? რატომ გვაქვს ის რეალობა, რომ უამრავიო ბავშვი სახელმწიფო სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული და…

მეტი...