პოლტავაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა

პოლტავაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა, დაშავებულია 219 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს. ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, ბალისტიკური რაკეტით დარტყმა კავშირგაბმულობის სამხედრო ინსტიტუტისა და საავადმყოფოს შენობებზე განხორციელდა.

იერიშის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა 15-მდე ადამიანი იყოს მოყოლილი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ხვალიდან პოლტავის ოლქში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

მსგავსი თემები