პოლტავას რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

პოლტავაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფილიპ პრონინმა განაცხადა.

„დიდი ტრაგედია პოლტავას რეგიონისთვის და მთელი ქვეყნისთვის. მტრის თავდასხმას 41 სიცოცხლე შეეწირა. დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებსა და მეგობრებს. ხვალიდან რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება“, – წერს ის სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური უკრაინის ქალაქზე რუსეთმა მასშტაბური სარაკეტო იერიში დღეს მიიტანა. ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულება და საავადმყოფო.

მსგავსი თემები