ამოღებულია 200 კილოგრამი სინთეზური ოპიოიდი, რომელსაც 4 მილიონი ადამიანის მოკვლა შეეძლო – პოლიციამ კარტელის შვიდი წევრი დააკავა

პოლონეთის პოლიციის გამოძიების ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, უკრაინის პოლიციასთან ერთად, პოლონეთისა და მთელი ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და 200 კილოგრამი სინთეზური ოპიოიდი ამოიღეს, რომელსაც 4 მილიონი ადამიანის მოკვლა შეეძლო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში, პოლიციამ 38 სამალავი შეამოწმა, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ ან ინახავდნენ.

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პოლონეთსა და უკრაინაში ნარკოტიკების მასობრივ წარმოებაზე პასუხისმგებელი კარტელის შვიდი წევრი დააკავეს.

მსგავსი თემები