,,თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში იქნება მთავრობა, რომელიც ზურგს აქცევს ევროინტეგრაციას, ვშიშობ, ამას ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა ქართველ ხალხზე” – ბონდი

,,თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში იქნება მთავრობა, რომელიც ზურგს აქცევს ევროინტეგრაციას, ვშიშობ, ამას ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა ქართველ ხალხზე”, – ამბობს ,,ევროპულო რეფორმის ცენტრის” საგარეო  პოლიტიკის დირექტორი, დიპლომატი იან ბონდი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე გადასვლის ეტაპთან დაკავშირებით, თბილისში მიმდინარე მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე.

,,ჩემი აზრით, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებებს მიიღებს არჩევნების შემდეგ და თუ საქართველოში იქნება მთავრობა, რომელიც ზურგს აქცევს ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ ვშიშობ, რომ ამას ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა ქართველ ხალხზე.

ევროკავშირი ძალიან დიდი ბაზარია, რომელშიც საქართველოს შეუძლია, რომ განავითაროს ტურიზმი, მიიღოს ინვესტიციები, საგანმანათლებლო სფეროში მოახდინოს გაცვლები და ეს ყველაფერი გაცილებით უკეთესია, ვიდრე მოსკოვთან ახლო ურთიერთობები. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ქართველებს კარგად ექნებათ გაცნობიერებული ეს არჩევანი, როდესაც არჩევნებზე მივლენ ოქტომბრის ბოლოს”, – განაცხადა ბონდმა.

მსგავსი თემები