ლა მანშის სრუტეში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაღუპულია 12 ადამიანი

ლა მანშის სრუტის გადაკვეთის დროს მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 12 ადამიანი გარდაიცვალა. ათეულობით მიგრანტის ძებნა-გადარჩენის სამაშველო ღონისძიება ჯერ კიდევ გრძელდება. ნავი საფრანგეთის სანაპიროსთან ქალაქ ლე პორტელთან ახლოს ჩრდილოეთ ზღვაში ჩაიძირა.

როგორც BBC წერს, გადარჩენილების უმეტესობა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. გაფართოებულ სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.

მსგავსი თემები