საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დღევანდელი შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა.
,,ძვირფასო მგზავრებო, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.
კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ბათუმიდან მომავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ორივე მათგანი საქართველოს რკინიგზის თანამშრომელია.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მატარებლიდან მგზავრები გამოჰყავთ.