პოლონელ ტურისტს, რომელიც წალენჯიხაში დაირუპა. ფეხი დაუცურდა და კლდეზე გადაიჩეხა. შემთხვევა ინწრას ხეობაში ჩანჩქერიდან 800 მეტრში მოხდა. ტურისტი მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მისი ცხედარი ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ინფორმაციას მუნიცოპლაიტეტის მერის მოადგილე ავრცელებს.
„ახალი დეტალები ინწრას ხეობიდან შემთხვევა ჩანჩქერიდან 800მ მოხდა, ის მეგობრებთან ერთად იყო. ამ წუთებში მის ცხედარს ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. მობილიზებულია წალენჯიხის პოლიციის მთელი სამმართველო. მათ შეძლეს სამანქანო გზიდან 3 კილომეტრის დაშორებით გოგონას ცხედრის პოვნა. მთელი გზა ფეხით სავალია. გარდაცვლილი 35 წ გოგონა პილონეთის მოქალაქეა“- წერს თამარ ბელქანია.