რას შეეჯახა ბათუმი-თბილისის მატარებელი, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა

ბათუმიდან თბილისში მომავალი სამგზავრო მატარებელი, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, ლიანდაგზე მდგარ რკინის დროებით კონსტრუქციას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა. დაღუპულები საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები არიან. ისინი ლიანდაგზე გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ორივე მამაკაცის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

უცნობია, რატომ აღმოჩნდა სამუშაო პლატფორმა ლიანდაგებზე იმ დროს, როცა იქ მატარებელს უნდა ჩაევლო

შემთხვევის შედეგად, არცერთი მგზავრი არ დაშავებულა. მოქალაქეებს, გარკვეული დროის განმავლობაში, გაჩერებულ მატარებელში მოუხდათ ყოფნა და, ინციდენტიდან დაახლოებით ორ საათში, ისინი რკინიგზის თანამშრომლებმა, სხვა მატარებლით, სადგურის მოედანზე გადაიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები