ჯერ ჯერ სცემეს, შემდეგ დააბეს და ხელით გაგუდეს – ბრალდებულების სახლს პოლიცია იცავს

28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საცხოვრებელ სახლს პოლიცია იცავს. ოჯახმა სოფელი უკვე დატოვა. ღვინიაშვილის ცხედარი სოფელ ზღუდერში ადგილობრივებმა იპოვეს. მას ხელები ზურგზე თოკით ჰქონდა შეკრული. ახალგაზრდა მამაკაცს ყელის, სახისა და სხეულის სხვა ადგილებში ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. ადგილობრივებმა დასახმარებლად სასწრაფო დახმარება იმ დროს გამოიძახეს, როდესაც სავარაუდო თავდამსხმელები ჯერ კიდევ დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდნენ. გამოძახებაზე მისულ სამედიცინო ჯგუფს ნიკა ღვინიაშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა. დანაშაულის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 56 წლის ემზარ მედოშვილი ცხელ კვალზე დააკავა; მის ძმას – გუჯა მედოშვილს კი…

მეტი...

„მძევლები სახლში უნდა დავაბრუნოთ და ღაზაში ტანჯვა დავასრულოთ“- კამალა ჰარისი

„მძევლები სახლში უნდა დავაბრუნოთ და ღაზაში ტანჯვა დავასრულოთ“- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. „ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების დროა. მძევლები სახლში უნდა დავაბრუნოთ და ღაზაში ტანჯვა დავასრულოთ“ – წერს კამალა ჰარისი სოციალურ ქსელში. კამალა ჰარისის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების აშშ-ის გუნდს შეხვდა.  

მეტი...

ისრაელის პრემიერ-მინისტრის სახლთან ასობით დემონსტრანტი მძევლების გათავისუფლებას მოითხოვს

იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან ასობით დემონსტრანტი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით გამოვიდა.  დემონსტრანტების ირგვლივ პოლიციამ ბარიკადები აღმართა. აქციაზე სიტყვით გამოდიან ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრები. „თქვენს გადაწყვეტილებებს მათ სიკვდილამდე მივყავართ“ – მიმართავს ნეთანიაჰუს ერთ-ერთი მძევალის ოჯახის წვერი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  

მეტი...

“დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შტაბში შემოგვივარდნენ”- წითლიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, პარტიის დარჩელის შტაბში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს პროვოკაციის მცდელობა ჰქონდათ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეურაცხყოფას მიმართავდნენ. “ამ წუთას დარჩელის შტაბში ჰქონდათ პროვოკაციის მცდელობა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შტაბში შემოგვივარდნენ შეურაცხყოფებით. ერთი ერთი იყო მამუკა ქორთუშვილი, „ოცნების“ აქტივისტი. პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა, დათო კოდუას მამა, რომელმაც ჩემი შტაბის წევრს უთხრა: “დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო”“- წერს წითლიძე “ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მეტი...

ბრიტანეთი ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის ნებართვების ნაწილს შეაჩერებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის ნებართვების ნაწილი შეჩერდება. ბრიტანეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო საექსპორტო ლიცენზიების შემოწმების შემდეგ, რომელმაც გამოავლინა საფრთხე იმისა, რომ იარაღი, შესაძლოა, გამოიყენონ საერთაშორისო ნორმების დარღვევით. „ასეთი კონფლიქტის წინაშე მთავრობა ვალდებულია, გადახედოს ბრიტანულ საექსპორტო ლიცენზიებს. ეს არ არის სრული აკრძალვა, ეს არ არის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება“- განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მეტი...

აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტის თვითმფრინავი დააყადაღა

აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს თვითმფრინავი დააყადაღა.  „სიენენის“ ცნობით, დაადგინდა რომ თვითმფრინავი აშშ-ის სანქციების დარღვევით იყო შეძენილი. ოფიციალური პირების განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტი აღნიშნული თვითმფრინავით სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო ვიზიტებისას სარგებლობდა. „უცხო ქვეყნის მეთაურის თვითმფრინავის დაკავება უპრეცედენტოა სისხლის სამართლის საქმეებისთვის. ჩვენ ნათელ გზავნილს ვაგზავნით, რომ არავინ არ დგას კანონზე მაღლა, არავინ არ არის აშშ-ის სანქციებს მიღმა“ – განაცხადა „სიენენთან“ საუბრისას აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობასაც ტელეარხი არ ასახელებს. „სიენენის“ ცნობით, თვითმფრინავი – Dassault Falcon 900 დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი ღირს. ის ბოლო თვეების განმავლობაში დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

მეტი...

თურქეთში ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ

თურქეთში, ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ გუბერნატორის ოფისსა და თურქეთში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. იზმირის გუბერნატორის განცხადებით, „თურქეთის ახალგაზრდული ასოციაციის“ წევრები კონაკის რაიონში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ორ ამერიკელ ჯარისკაცს „თავს ფიზიკურად დაესხნენ“. ინციდენტს კიდევ 5 ამერიკელი ჯარისკაცი შეესწრო, რომლებიც თავდამსხმელებს დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ, პოლიცია ჩაერია. პოლიციამ 15-ვე თავდამსხმელი დააკავა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.  

მეტი...

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა-დაღუპულია 6 ადამიანი

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაიღუპა 6 და დაშავდა 13 ადამიანი. ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „დაშავებულები საავადმყოფოებში დროულად გადაიყვანეს და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“ – განაცხადა ქაბულის პოლიციის სპიკერმა, ხალიდ ზადრანმა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.  

მეტი...

“ეს ქარტია იმ კარის გასაღებია, რომელიც საქართველოსთვის უნდა გაიხსნას”- პრეზიდენტი

“ეს ქარტია იმ კარის გასაღებია, რომელიც საქართველოსთვის უნდა გაიხსნას. როგორც კი ქართველი ხალხი ღიად დაუჭერს მხარს როგორც ქარტიას, ასევე ამ გზას, მე ვიქნები ამ ქარტიის ელჩი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი  სიტყვით გამოვიდა, ორბელიანების სასახლეში, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის “გარდამტეხი წელი” ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს,რომ ევროპელებს მოუწევთ მოლაპარაკებების დაწყება, რაც შეიძლება მალე. „ევროპელებს მოუწევთ მოლაპარაკებების დაწყება რაც შეიძლება მალე და ჩვენ სწრაფად უნდა შევასრულოთ ის, რაც წერია ქარტიაში, რომელიც ძალიან დეტალურია. ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა უნდა შეასრულონ ,,მეგობარი აქტი”, რაც…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა”- სალომე ზურაბიშვილი

„საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის “გარდამტეხი წელი” ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. “საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება. ეს არასდროს ყოფილა ოცნება. ეს იყო…

მეტი...

„ამნისტიის კანონი საბოლოო ჯამში, დაახლოებით 6 000 პატიმარს შეეხება“- მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი საბოლოო ჯამში, დაახლოებით 6 000 პატიმარს შეეხება. როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია და ადამიანებს მიეცემათ რესოციალიზაციის საშუალება, რაც მნიშვნელოვანია. „ხვალ და მომდევნო დღებში ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც საბოლოო ჯამში სხვადასხვა დროს და ფორმით შეეხება 6 000-მდე პატიმარს. აქედან 1 000-ზე მეტი ამნისტიის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000 პატიმარი დატოვებს ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია. მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ადამიანებს მიეცემათ რესოციალიზაციის საშუალება,…

მეტი...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მზადებას იწყებს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდი უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის შეიკრიბა. საქართველო 7 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ჩეხეთს დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი – სტუმრად ალბანეთთან ითამაშებს. ვილი სანიოლმა ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, სამი დებიუტანტია. შოთა ნონიკაშვილი, ლუკა გადრანი და საბა გოგლიჩიძე ეროვნული ნაკრების მაისურს პირველად მოირგებენ.

მეტი...

“რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არა მხოლოდ ნებართვა, არამედ შესაბამისი იარაღიც საჭიროა”-ზელენსკი

“რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არა მხოლოდ ნებართვა, არამედ შესაბამისი იარაღიც საჭიროა” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, დიკ სხოფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თუ ერთ-ერთმა ქვეყანამ, დაუშვა (დარტყმები) და ასეთი გზავნილები უკვე არსებობს დიპლომატიური არხებით, ისევე როგორც მედიაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, გადმოგვცა თუ არა ამ ქვეყანამ შესაბამისი იარაღი. ანუ, მხოლოდ ნებართვა არ არის საჭირო, საჭიროა ამის (იარაღის) მიღებაც“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „შეთანხმებები, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მივიღებთ“ არსებობს. „აქ ორი საკითხია, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ (ნებართვისა და იარაღის მიღება), მაგრამ ამას დღეს ჩვენ…

მეტი...

საპატრიარქო საყოველთაო ნათლობის მორიგ ეტაპს იწყებს

საპატრიარქო საყოველთაო ნათლობის მორიგი, 70-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “იწყება სამოცდამეათე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 9 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე (შაბათ-კვირისა და საეკლესიო დღესასწაულების გარდა). რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით; ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით; საკონტაქტო ტელეფონები: 593 90 08 10; 558 65…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში იმყოფება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავიდა. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ-ტასი“ წერს რუსეთის ლიდერის თვითმფრინავი ულანბატორის აეროპორტში დაეშვა. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. 3 სექტემბერს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის მონღოლეთის ლიდერთან, უხნაგიინ ხურელსუხთან. თვითმფრინავის ტრაპთან რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს მონღოლეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები დახვდნენ. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც ამ სასამართლოს წევრია. მედიის ცნობით, მონღოლეთის ხელისუფლებამ პუტინი დაარწმუნა, რომ მას არ დააკავებენ. მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მონღოლეთს, შეასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო…

მეტი...

ნატო-მ მოკავშირეები გააფრთხილა, რომ წევრი ქვეყნები რუსულ რაკეტებს თუ ჩამოაგდებენ, ალიანსზე მოახდენს გავლენას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადების საპასუხოდ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოკავშირეები გააფრთხილეს, რომ წევრი ქვეყნები რუსულ რაკეტებს თუ ჩამოაგდებენ, ეს მთელ ალიანსზე მოახდენს გავლენას. ნატო-ს სპიკერი ამბობს, რომ ალიანსს პასუხიმგებლობა აქვს, თავიდან აიცილოს რუსეთის ომის შემდგომი ესკალაცია და არ გახდეს კონფლიქტის მხარე. მისივე განმარტებით, ალიანსის თითოეული წევრის უფლებაა, დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე. „მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ მჭიდრო კონსულტაციები“ – დასძინა სპიკერმა.  

მეტი...

„მძევლების გათავისუფლებისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრი საკმარისს არ აკეთებს“- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ჯო ბაიდენის განმარტებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ საბოლოო შეთანხმების წარდგენასთან ახლოს არის. „ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა. გარდა ამისა, ჟურნალისტის შეკითხვას, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ისრაელის პრემიერ-მინისტრი საკმარისს აკეთებს თუ არა, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ არა. ცნობისთვის, დღეს, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის მოლაპარაკებების გუნდს ხვდებიან.    

მეტი...

უკრაინას 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემენ

ნიდერლანდები უკრაინას 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ვიზიტით მყოფი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოფი ავრცელებს. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინას წინსვლაში დავეხმაროთ. არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს გამოყოფს. პაკეტი ძირითადად ორიენტირებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და შეკეთებაზე და ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაფინანსებას შეიცავს“ – წერს დიკ სხოფი სოციალურ ქსელში.    

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია“- ევროპარლამენტარი

„კი, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ არსებულ პირობებში მისი გათავისუფლება კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდო მგონია, ვიდრე აქამდე“- ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ჟურნალისტის კითხვას, ჯერ კიდევ ითხოვენ თუ არა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიუხედავად. როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, მაშინ, როდესაც ” ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას გეგმავს, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის სივრცე არ არის. “თუ “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ აკრძალავს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, სააკაშვილის წარსულის გათვალისწინებით “ნაციონალურ მოძრაობაში”, არ მგონია, რომ ახლა სივრცე იყოს ამისთვის. ვნახავთ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სად მიგვიყვანს პროცესები”- განაცხადა გრეგოროვამ.  

მეტი...

,,ფოტიგამ თავის ქვეყანას მიხედოს” – ირაკლი ზარქუა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა ანა ფოტიგას სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებას გაოეხმაურა. მისი თქმით, ფოტიგა იმდენად უავტორიტეტო და მიუღებელი აღმოჩნდა თავისი პოლონელი მოსახლეობისთვის, რომ ევროპარლამენტში არ აირჩიეს და თამაშგარე, ბორტს მიღმა დარჩა. „რა დროს ფოტიგაა? მან თავის ქვეყანას მიხედოს. სანქციები უნდა დაეწესებინათ რუსეთისთვის და როგორ, პოლონეთს რუსეთთან ვაჭრობა აღმატებულ ნოტაში აქვს. რა ხდება? ეს მიუღებელია, ქალბატონო ანნა. ამას არ გაგიტარებთ და ყოველთვის გეტყვით თქვენც, კუბილიუსსაც და დანარჩენებსაც, რომ ლატვია, ლიტვა და პოლონეთი პირველ ადგილზე არიან რუსეთთან ვაჭრობაში და ჩვენ გვეუბნებიან, რუსეთს სანქცია დაუწესეთო. ეს…

მეტი...

თურქეთში ტურისტის ცხედარი იპოვეს

თურქეთში, მუგლას კურორტულ ზონაში რუსი ტურისტის, ნატალია სომოვას ცხედარი იპოვეს. მას 14 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ჯერ ქალის ტელეფონი იპოვეს, რომელიც კლდის კიდესთან იდო, შემდეგ კი ზღვის სანაპიროსთან გარდაცვლილის ცხედარიც აღმოაჩინეს. ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქე 17 აგვისტოს გავიდა სასტუმროდან სასეირნოდ და დაიკარგა, ის 19 აგვისტოს სახლში უნდა დაბრუნებულიყო. მისი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ოჯახის წევრები სასტუმროს ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ და ქალის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში პოლიციისა და მაშველების გარდა მოხალისეებიც იყვნენ ჩართულები.

მეტი...

,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტში მეორე მოსმენით ცვლილებები შევა

,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში იცვლება. კანონპროექტში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღეს, 2 სექტემბერს, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ გააცნო. ცვლილების მიხედვით, ამნისტია ცივი იარაღის ტარებისათვის მსჯავრდებულ პირებზეც გავრცელდება, გარკვეული დათქმით – სასჯელისგან და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ჩაიდინეს 238/1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, მაგრამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისთვის არიან მსჯავრდებულები. ამნისტია შეეხება გულგრილობასთან დაკავშირებულ მუხლს ( 220/1) – ამ მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებული პირები სრულად გათავისუფლდებიან, რაც შეეხება ამავე მუხლის მეორე ნაწილს, გადაწყვეტილებას მსჯელობის შემდეგ მიიღებენ. ცვლილებებით: სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის მსჯავრდებული პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და…

მეტი...

,,აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა” – შამბა

,,აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა”, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა რუსულ გამოცემა „იზვესტიასათან“ ინტერვიუში საუბრობს. ,,აფხაზეთის რესპუბლიკისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა. ეს ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარების პროცესის საბოლოო მიზანია. ცხადია, მშვენივრად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომელსაც ვაწყდებით, არავის გაუუქმებია. ვცდილობთ კონტაქტები მსოფლიოს იმ რეგიონების ქვეყნებთან დავამყაროთ, რომლებზეც დასავლეთის ქვეყენებს მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვთ და ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა არ შეუძლიათ”, – განაცხადა შამბამ.

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. პროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. კანონპროექტის მიხედვით, ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვები იქნება შესაბამისი დაწესებულებების მიერ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ცვლილებების მომზადება განპირობებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის არარსებობით გამოწვეული სირთულეებით. „ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს…

მეტი...

,,თუ ასე გააგრძელებს ამ ინერციით, ძალიან მალე იქნება სააკაშვილის კომიკური როლის გამზიარებელი” – ალუდა ღუდუშაური ანა ფოტიგას

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური, ყოფილი ევროპარლამენტარის ანა ფოტიგას, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებას ეხმაურება. „როგორც სააკაშვილი საიდან სად დაეცა, ეს უარყოფითი მხარე არის ჩვენი ისტორიის მაგრამ ფაქტი არის რომ ერთ დროს იყო ამაყი ქართველი ხალხის, საქართველოს პრეზიდენტი. შემდეგ უკვე არაჟნების პიარწარმომადგენლად მოგვევლინა. დღეს ხედავ რა დღეში არის. თუ ასე გააგრძელებს ამ ინერციით, ძალიან მალე იქნება სააკაშვილის კომიკური როლის გამზიარებელი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.  

მეტი...

ისრაელში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს

ისრაელში საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც მთავრობისგან „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების მიღწევას ითხოვენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გაფიცვა შეეხო სკოლებს, ბანკებს, საავადმყოფოებს, ტრანსპორტის მოძრაობას, აეროპორტის მუშაობას. ბლოკირებულია გზები. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გაფიცვა დღის ბოლომდე დასრულდება. გაფიცვას წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები უძღოდა, რომლებშიც ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საპროტესტო ტალღა ისრაელში მას შემდეგ აგორდა, რაც ღაზის სექტორში 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს. ,,ცაჰალის“ ცნობით, ისინი „ჰამასის“ გვირაბში ისრაელელი სამხედროების შეღწევამდე ცოტა ხნით ადრე მოკლეს. ამ ეტაპზე, ღაზაში მყოფი მძევლების ზუსტი რაოდენობა უცნობია. 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ 251 ადამიანი გაიტაცა,…

მეტი...

ოლაფ შოლცი გერმანიაში რეგიონული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შემაშფოთებელს უწოდებს

ოლაფ შოლცი რეგიონული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შემაშფოთებელს უწოდებს. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ამ შედეგებს არ უნდა შეეგუონ, რადგან პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყანას ზიანს აყენებს, ეკონომიკას ასუსტებს, საზოგადოებას კი ორად ყოფს. „ჩვენს ქვეყანას არ შეუძლია ამასთან შეგუება და ამას არ უნდა მიეჩვიოს“, – აღნიშნა შოლცმა. გერმანიის რეგიონული არჩევნების წინასწარი შედეგებით, თიურინგიაში ულტრამემარჯვენე პარტია იმარჯვებს, ოლაფ შოლცის პარტია კი მარცხდება.

მეტი...

ავსტრალიაში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

ავსტრალიაში ქარიშხლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ძლიერმა წვიმამ და ქარბუქმა, ვიქტორიას შტატში რამდენიმე დასახლების ინფრასტრუქტურა დააზიანა, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზები. Deutche Welle წერს, რომ გარდაცვლილი 63 წლის ქალია. ის მაშინ დაიღუპა, როდესაც ერთ-ერთ სარეკრეაციო პარკში მდებარე ქოხს ხე დაეცა. შტატში 120 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს, შესაძლოა 4 დღე დასჭირდეს.

მეტი...

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. მასში გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება. ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. ამნისტია 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი 1 000 პატიმარს შეეხება.…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ანა ფოტიგა ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ესწრება. დღევანდელი სასამართლო პროცესი საბიუჯეტო თანხების, კონკრეტულად კი ცხრა მილიონის გაფლანგვის საქმეს ეხება.

მეტი...

,,ანა და გიგა, ჩვენი პარატაეკვონდოს და პარამძლეოსნობის ნაკრები 3 სექტემბერს, 21:50 საათზე დაბრუნდებიან, დახვდი, საქართველო” –

,,ზაფხულის ამ პარალიმპიურ თამაშებზე ქართული და მსოფლიო სპორტის ორი ვარსკვლავი უკვე დაიბადა, გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე, ამ სურათზე ისინი ერთად არიან, პარალიმპიელთა გაცილებაზე. ანა 19 წლის არის, გიგა – 33-ის და აქედანაც ჩანს პარალიმპიური მოძრაობის უნიკალურობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ბოლო სამი წლის მანაძილზე დავისახეთ მიზნები და თავდაუზოგავად ვიმუშავეთ კომიტეტმა მწვრთნელებთან და ექიმებთან ერთად, რომ ჩვენი სამშობლო გვესახელებინა! და ეს შევძელით! ანამ, სპორტული ნიჭის გარდა, დახვეწილი მანერებით მოხიბლა აქ ყველა, მათ შორის, ჯეკი ჩანი; გიგა კი ბირთვის კვრაში მარტო პარიზი2024-ზე კი არა,…

მეტი...

,,უკან ჰქონდა ხელები შეკრული, ყელზე ნათითურები და ჩალურჯებები აქვს” – ქარელში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ქარელის მუნიციპალიტეტში შუახნის ასაკს გადაცილებულმა ძმებმა მედოშვილებმა ახალგაზრდა მეზობელი, 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი მოკლეს. ზღუდერის მცხოვრებლებს დანაშაულის მოტივზე საუბარი უჭირთ. ,,ჩემ ხელში გაიზარდა, საკუთარი შვილივით გავზარდე, როგორ არ მეტკინება. არაფერი დაუშავებია ამ ბავშვს. ქეიფობდნენ სუფრაზე, გამოვიდა და დახვდა. ჩხუბი მოუვიდათ. კი იჩხუბეს მაგრამ, ან ხელი დაარტყი, ან სიტყვიერად გაარჩიეთ. ასე სასიკვდილოდ? ხელები შეუკრეს და ისე ცემეს ბავშვი. გავიგე რომ უკან ჰქონდა ხელები შეკრული, რომ ვერ დასძალეს მერე შეუკრეს. ყელზე ნათითურები და ჩალურჯებები აქვს, მუხლები დასხვეპილი ჰქონდა, სულ ტალახშია ნაგორავები, თავი დარტყმული აქვს”, – აცხადებს მოკლული ახალგაზრდის ახლობელი. დანაშაულში ბრალდებულები დაკავებული…

მეტი...

,,დუშკაბინიდან” ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება” – მიხეილ სააკაშვილი

დღეს საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესს დისტანციურად დაესწრო მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ის გზავნილები, რასაც წინასაარჩევნოდ ,,ოცნების” დამფუძნებელი ივანიშვილი აჟღერებს, ქვეყნისთვის დიდ საფრთხეებს შეიცავს. ,,დუშკაბინიდან ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში არც ისე სასაცილოა, იმიტომ რომ შეიცავს ძალიან დიდი საფრთხეებს. თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი ემუქრება ჩვენ მთავარ თავისუფლებებს, პირველი სიტყვის თავისუფლებას – რუსული კანონი დახურავს ყველა დამოუკიდებელ ტელევიზიას, მედიას და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. პოლიტიკურ თავისუფლებას – ის აპირებს პოლიტიკური ოპოზიციის გაუქმებას, ამის შესახებ ღიად აცხადებს და პარლამენტიდან ოპოზიციის გაყრას. პირად თავისუფლებას – ის გეგმავს ათასობით ადამიანის ციხეში ჩაყრას, მან წარმოადგინა…

მეტი...

,,შეიცვალოს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული ბრძანება, დეკლარაციებში მითითებულ ფიზიკურ პირთა პერსონალური მონაცემები არ გასაჯაროვდეს” – ომბუდსმენი ბრეგაძეს

30 აგვისტოს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს გამჭვირვალობის კანონის გამო შექმნილ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების დისკრიმინაციული ხელყოფის თავიდან აცილების თაობაზე ზოგადი წინადადებით მიმართა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნება გაუმართლებელია და ზიანის მომტანია, აქვს ძლიერი შემბოჭველი, მსუსხავი და მასტიგმატიზირებელი ეფექტი იმ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა საქმიანობაზე, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ. საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს იუსტიციის მინისტრს, ცვლილებები შეიტანოს ზემოაღნიშნულ ბრძანებაში, რათა რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციებში მითითებულ ფიზიკურ პირთა, მათ შორის, დასაქმებულთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნებას არ დაექვემდებაროს. ,,სახალხო დამცველმა შეაფასა იუსტიციის მინისტრის 2024…

მეტი...

,,ოპოზიცია მზადაა, სექტემბერშივე უყაროს კენჭი პოსტულატს მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით, არჩევნებამდე შევიტანოთ ჩანაწერი კონსტიტუციაში” – ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი წერს, რომ მთელი ოპოზიცია მზადაა, სექტემბერშივე უყაროს კენჭი პოსტულატს მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით და არჩევნებამდე შეიტანონ ჩანაწერი კონსტიტუციაში. ,,გურიაში „ქოცებმა“ განაცხადეს, რომ ოქტომბერში არჩევნების საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება სჭირდებათ, რათა ქვეყნის ცხოვრებაში განსაზღვრონ საქართველოს ეკლესიის მაღალი როლი შემდეგი ფორმით: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“. რამდენიმე კითხვა „რუსულ ოცნებას“: ვინ არის ამის წინააღმდეგი? რატომ დასჭირდათ 12 წელი იმის აღმოსაჩენად, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში დიდი როლი აქვს? რატომ გაახსენდათ ეს ამ არჩევნების წინ? ახსოვთ თუ არა „რუს ქოცებს“, რომ ვითომ ერთმორწმუნე რუსებმა დაგვიხოცეს პატრიარქები და გაგვიუქმეს ავტოკეფალია? ხვალ,…

მეტი...