უკრაინას 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემენ

ნიდერლანდები უკრაინას 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ვიზიტით მყოფი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოფი ავრცელებს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინას წინსვლაში დავეხმაროთ. არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს გამოყოფს. პაკეტი ძირითადად ორიენტირებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და შეკეთებაზე და ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაფინანსებას შეიცავს“ – წერს დიკ სხოფი სოციალურ ქსელში.

 

 

მსგავსი თემები