თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა-დაღუპულია 6 ადამიანი

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაიღუპა 6 და დაშავდა 13 ადამიანი. ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაშავებულები საავადმყოფოებში დროულად გადაიყვანეს და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“ – განაცხადა ქაბულის პოლიციის სპიკერმა, ხალიდ ზადრანმა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

მსგავსი თემები