თურქეთში ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ

თურქეთში, ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ გუბერნატორის ოფისსა და თურქეთში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

იზმირის გუბერნატორის განცხადებით, „თურქეთის ახალგაზრდული ასოციაციის“ წევრები კონაკის რაიონში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ორ ამერიკელ ჯარისკაცს „თავს ფიზიკურად დაესხნენ“. ინციდენტს კიდევ 5 ამერიკელი ჯარისკაცი შეესწრო, რომლებიც თავდამსხმელებს დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ, პოლიცია ჩაერია.

პოლიციამ 15-ვე თავდამსხმელი დააკავა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

 

მსგავსი თემები