ნატო-მ მოკავშირეები გააფრთხილა, რომ წევრი ქვეყნები რუსულ რაკეტებს თუ ჩამოაგდებენ, ალიანსზე მოახდენს გავლენას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადების საპასუხოდ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოკავშირეები გააფრთხილეს, რომ წევრი ქვეყნები რუსულ რაკეტებს თუ ჩამოაგდებენ, ეს მთელ ალიანსზე მოახდენს გავლენას. ნატო-ს სპიკერი ამბობს, რომ ალიანსს პასუხიმგებლობა აქვს, თავიდან აიცილოს რუსეთის ომის შემდგომი ესკალაცია და არ გახდეს კონფლიქტის მხარე.

მისივე განმარტებით, ალიანსის თითოეული წევრის უფლებაა, დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე.

„მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ მჭიდრო კონსულტაციები“ – დასძინა სპიკერმა.

 

მსგავსი თემები