“ეს ქარტია იმ კარის გასაღებია, რომელიც საქართველოსთვის უნდა გაიხსნას”- პრეზიდენტი

“ეს ქარტია იმ კარის გასაღებია, რომელიც საქართველოსთვის უნდა გაიხსნას. როგორც კი ქართველი ხალხი ღიად დაუჭერს მხარს როგორც ქარტიას, ასევე ამ გზას, მე ვიქნები ამ ქარტიის ელჩი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი  სიტყვით გამოვიდა, ორბელიანების სასახლეში, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის “გარდამტეხი წელი” ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს,რომ ევროპელებს მოუწევთ მოლაპარაკებების დაწყება, რაც შეიძლება მალე.

„ევროპელებს მოუწევთ მოლაპარაკებების დაწყება რაც შეიძლება მალე და ჩვენ სწრაფად უნდა შევასრულოთ ის, რაც წერია ქარტიაში, რომელიც ძალიან დეტალურია. ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა უნდა შეასრულონ ,,მეგობარი აქტი”, რაც ასევე ძალიან ნათლად ჩანს, რომ პოზიტიურ მხარეზეა. უარყოფითი ასპექტები არ არის ჩემი განსახილველი, მაგრამ დადებითი ასპექტები არის. მას შემდეგ რაც ქართველი ხალხი გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, ჩვენ დაგვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, როგორც არასდროს, ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპისთვის. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ სტაბილურ გარემოში და თქვენ გჭირდებათ საქართველო, რომელიც მტკიცედ დაუბრუნდება თავის დემოკრატიულ გზას, საქართველო, რომელიც არის სტაბილური პარტნიორი, საქართველო, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ“- აღნიშნა სალომე ზურბიშვილმა.

მსგავსი თემები