ავსტრალიაში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

ავსტრალიაში ქარიშხლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ძლიერმა წვიმამ და ქარბუქმა, ვიქტორიას შტატში რამდენიმე დასახლების ინფრასტრუქტურა დააზიანა, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზები.

Deutche Welle წერს, რომ გარდაცვლილი 63 წლის ქალია. ის მაშინ დაიღუპა, როდესაც ერთ-ერთ სარეკრეაციო პარკში მდებარე ქოხს ხე დაეცა.

შტატში 120 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს, შესაძლოა 4 დღე დასჭირდეს.

მსგავსი თემები