,,ფოტიგამ თავის ქვეყანას მიხედოს” – ირაკლი ზარქუა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა ანა ფოტიგას სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებას გაოეხმაურა.

მისი თქმით, ფოტიგა იმდენად უავტორიტეტო და მიუღებელი აღმოჩნდა თავისი პოლონელი მოსახლეობისთვის, რომ ევროპარლამენტში არ აირჩიეს და თამაშგარე, ბორტს მიღმა დარჩა.

„რა დროს ფოტიგაა? მან თავის ქვეყანას მიხედოს. სანქციები უნდა დაეწესებინათ რუსეთისთვის და როგორ, პოლონეთს რუსეთთან ვაჭრობა აღმატებულ ნოტაში აქვს. რა ხდება? ეს მიუღებელია, ქალბატონო ანნა. ამას არ გაგიტარებთ და ყოველთვის გეტყვით თქვენც, კუბილიუსსაც და დანარჩენებსაც, რომ ლატვია, ლიტვა და პოლონეთი პირველ ადგილზე არიან რუსეთთან ვაჭრობაში და ჩვენ გვეუბნებიან, რუსეთს სანქცია დაუწესეთო. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ჩანს, თორემ ჩვენ მაშინაც ვიცოდით და ახლაც ვიცით, თქვენ რასაც წარმოადგენდით. უბრალოდ, თქვენთვის არის ცუდი, მაინც ევროპელი სტუმარი ხართ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

მსგავსი თემები