“რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არა მხოლოდ ნებართვა, არამედ შესაბამისი იარაღიც საჭიროა”-ზელენსკი

“რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არა მხოლოდ ნებართვა, არამედ შესაბამისი იარაღიც საჭიროა” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, დიკ სხოფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თუ ერთ-ერთმა ქვეყანამ, დაუშვა (დარტყმები) და ასეთი გზავნილები უკვე არსებობს დიპლომატიური არხებით, ისევე როგორც მედიაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, გადმოგვცა თუ არა ამ ქვეყანამ შესაბამისი იარაღი. ანუ, მხოლოდ ნებართვა არ არის საჭირო, საჭიროა ამის (იარაღის) მიღებაც“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „შეთანხმებები, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მივიღებთ“ არსებობს.

„აქ ორი საკითხია, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ (ნებართვისა და იარაღის მიღება), მაგრამ ამას დღეს ჩვენ უფრო პოზიტიურად ვაფასებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები