ბესლანის ტრაგედიიდან 20 წელი გავიდა

ბესლანის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიიდან 20 წელი გავიდა.  2004 წლის 1 სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის #1 სკოლაში ტერორისტები შეიჭრნენ და პედაგოგები, მშობლები და ბავშვები მძევლად აიყვანეს. ტერორისტები ჩეჩნეთის ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას ითხოვდნენ. რუსეთმა სკოლის შენობის შტურმი ორი დღის მერე, 3 სექტემბერს დაიწყო, რა დროსაც 334 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი დაიღუპა. აღნიშნული სპეცოპერაციის გარშემო არსებული კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. 2017 წელს ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ტერაქტის აღკვეთის დროს რისკების მინიმუმამდე შემცირება და მძევალთა ნაწილი უსაფრთხოების სამსახურების შეუსაბამო ქმედებების შედეგად დაიღუპა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დაღუპულთა ოჯახებისთვის…

მეტი...

“8-წლიანი ძიება დასრულებულია”- თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობლები იპოვა

ჯგუფის „ვეძებ“დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ მრავალწლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობელი იპოვა. ჟურნალისტი დეტალებზე არ საუბრობს. „8-წლიანი ძიება დასრულებულია, მე ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე, ამ ეტაზე, სამწუხაროდ, ვერ ვამბობ სხვა დეტალებს. იმედი მაქვს როცა პირადად ვნახავ, სხვა ინფორმაციებსაც მოგაწვდით“ – ამბობს თამუნა მუსერიძე.  

მეტი...

რომი-ქუთაისის რეისზე 75 წლის ქალი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, რომი-ქუთაისის რეისზე 75 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ბორტზე, ფრენის დროს მოხდა. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

მეტი...

რუსეთს ასზე მეტი დრონით შეუტიეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათმა საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში ქვეყნის რეგიონებში 158 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათგან 2 – დედაქალაქ მოსკოვის თავზე და 7 – მოსკოვის ოლქის თავზე. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, 46 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 34 – ბრიანსკის ოლქში, 28 ვორონეჟის ოლქში, 14 ბელგოროდის ოლქში და 8 – რიაზანის ოლქში. აღსანიშნავია, რომ წუხელ მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტმა თვითმფრინავების გაშვებასა და მიღებაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში მდებარე კონაკოვსკაიას სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა და ხანძარი გაჩნდა.  

მეტი...

ღაზაში ნაპოვნ მძევლების ცხედრებს შორის ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქეა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. მძევლებს შორის არის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე, 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი. ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ექვსივე მძევალი „ჰამასმა“ სავარაუდოდ ერთი ან ორი დღით ადრე მოკლა, ვიდრე ჯარისკაცები მათ იპოვიდნენ.  

მეტი...

ქუჩების ჩამონათვალი, სადაც 2 სექტემბერს წყალმომარაგება შეწყდება

ხვალ, 2 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 2 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. „აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ისნის რაიონში: დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის, ისნის, ფერიცვალების, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, ჩეხოვის, სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბოშიკის, ზახაროვის, ლუსინიანის, იალბუზის, ბოჭორმის, კაჩინსკის ქუჩებს. მუკუზანის და მაჭარის შესახვევებს,…

მეტი...

“თუ რუსეთი მოიგებს, დანარჩენი მსოფლიო წააგებს”- დანიის პრემიერმინისტრი

დანიის პრემიერმინისტრის, მეტე ფრედერიკსენის ამბობს, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რადგან თუ რუსეთი მოიგებს, დანარჩენი მსოფლიო წააგებს. “უკრაინამ ომი უნდა მოიგოს და ეს მთელი ევროპის აზრია, რომლის წინააღმდეგაც მხოლოდ ერთი ქვეყანაა… თუ რუსეთი მოიგებს, დანარჩენი მსოფლიო წააგებს” – განაცხადა ფრედერიკსენმა.  

მეტი...

ოთარ კიტეიშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში იყო თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მოედნზე კი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო „ტიროლთან“ დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც გრაცელებმა 4:2 მოიგეს. „შტურმმა“ საშინაო შეხვედრა ცუდად დაიწყო და პირველი ტაიმის ბოლოს 0:2-ს აგებდა, მაგრამ კიტეიშვილმა თამაში შემოატრიალა, 44-ე წუთზე ეფექტური თავური დარტყმით გაიტანა და სხვაობა შეამცირა, ხოლო მისი გადაცემით 66-ე წუთზე ანგარიში გრგიჩმა გაათანაბრა. შემდეგ კი გრაცელებმა 78-ე და 90+4-ე წუთებზე კიდევ ორი გაიტანეს. კიტეიშვილმა ამ შეხვედრაში 8,6 ქულა მიიღო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.  

მეტი...

რუსეთის მიერ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსული მხარის მიერ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დაშვებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელს შეუტიეს, თუმცა რა სახის იარაღი იქნა გამოყენებული, დაკონკრეტებული არ არის.

მეტი...

“უკრაინას შორი მანძილის დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

“მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, უკრაინას შორი მანძილის დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ამ დღეებში ვაშინგტონში ჩვენი უკრაინული დელეგაცია მუშაობს: პირველი ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის წარმომადგენლები, [პრეზიდენტის] ოფისის ხელმძღვანელი. იყო სხვადასხვა დონეზე შეხვედრები, და ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი საკითხი სწორედ ჩვენი თავდაცვის ძალების შორ მანძილზე დარტყმებია, მთელი არ ტერორის არდაშვების შესაძლებლობა, რომლის გავლაც უწევთ ჩვენს ხარკოვსა და ჩვენს სხვა ქალაქებს… უკრაინის წარმომადგენლებმა გადასცეს მთელი საჭირო ინფორმაცია, ყველა საჭირო დეტალი ჩვენს პარტნიორებს. და მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას: გვჭირდება უკრაინისა…

მეტი...