რუსეთის მიერ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსული მხარის მიერ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დაშვებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელს შეუტიეს, თუმცა რა სახის იარაღი იქნა გამოყენებული, დაკონკრეტებული არ არის.

მსგავსი თემები