ოთარ კიტეიშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში იყო თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მოედნზე კი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო „ტიროლთან“ დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც გრაცელებმა 4:2 მოიგეს.

„შტურმმა“ საშინაო შეხვედრა ცუდად დაიწყო და პირველი ტაიმის ბოლოს 0:2-ს აგებდა, მაგრამ კიტეიშვილმა თამაში შემოატრიალა, 44-ე წუთზე ეფექტური თავური დარტყმით გაიტანა და სხვაობა შეამცირა, ხოლო მისი გადაცემით 66-ე წუთზე ანგარიში გრგიჩმა გაათანაბრა. შემდეგ კი გრაცელებმა 78-ე და 90+4-ე წუთებზე კიდევ ორი გაიტანეს.

კიტეიშვილმა ამ შეხვედრაში 8,6 ქულა მიიღო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

 

მსგავსი თემები