ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. მძევლებს შორის არის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე, 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი. ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ექვსივე მძევალი „ჰამასმა“ სავარაუდოდ ერთი ან ორი დღით ადრე მოკლა, ვიდრე ჯარისკაცები მათ იპოვიდნენ.