თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

მეტი...

ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის გამო ნავთობის ფასი იზრდება

ოთხშაბათის მეორე ნახევრისთვის ამერიკული WTI ნავთობის ფასი 3,36%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,24 აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, Brent-ი 2,71%-ით გაიზარდა და 80,76 აშშ დოლარი შეადგინა. WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსები NYMEX-ზე 3,36%-ით გაიზარდა და 77,24 აშშ დოლარი ბარელზე შეადგინა. ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული სიტუაცია ინვესტორების შეშფოთების საგანია. ჰამასის პოლიტიკური ლიდერის მკვლელობა ფართომასშტაბიანი ესკალაციის განვითარების რისკს შეიცავს. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე შურისძიების პირობა დადო. მანამდე ორივე მარკის ზეთი სტაბილურად ეცემა და წინა დღით 7-კვირიან მინიმუმს მიაღწია.

მეტი...

ატენში ურთიერთდაპირისპირების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა

ატენში ურთიერთდაპირისპირების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა, ამ დრომდე, კრიტიკულად მძიმეა. პაციენტს მკურნალობა სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება. ჰოსპიტალის ცნობით, კლინიკაში შეყვანისას აღენიშნებოდა თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია და ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია.

მეტი...

,,ეს მნიშვნელოვანი პასუხია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიაზე” – სენატორი კარდინი

,,ეს მნიშვნელოვანი პასუხია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიაზე”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95-მილიონიანი დახმარების შეჩერებას ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი. ,,ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის საგარეო დახმარების უმეტესი ნაწილის შეჩერების თაობაზე, მნიშვნელოვანი და აუცილებელი პასუხია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმდინარე ეროზიაზე. საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედება – განსაკუთრებით რუსული სტილის აგენტების კანონის ამოქმედება – წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებაზე და დამოუკიდებელ მედიაზე. ასეთი ზომები ძირეულად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს. საქართველოში კანონის მიღებამ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევამ მისი დემოკრატიული უკანდახევის საგანგაშო, მკვეთრი სურათი…

მეტი...

ასპინძაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ასპინძაში, სოფელ იდუმალასთან, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, სამივე მათგანს ზედაპირული ტრავმები აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

,,ვაჩერებთ მთავრობის ფინანსურ დახმარებას” – EU-ს ბრიუსელის ოფისის წერილი ქართველ ემიგრანტებს

,,შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები, ვაჩერებთ მთავრობის ფინანსურ დახმარებას… ვითარების გაუარესების შემთხვევაში განიხილება დამატებითი ზომები”, – ამის შესახებ ქართველი ემიგრანტებისთვის ევროკავშირის ბრიუსელის ოფისის მიერ გაგზავნილ საპასუხო წერილშია საუბარი. ემიგრანტებმა მადრიდის ოფისის მეშეობით ევროკავშირის ბრიუსელის წარმომადგენლობას ივლისის დასაწყისში მიმართეს და ოლიგარქი ივანიშვილის, მოძალადე პოლიციელებისა და დეპუტატების დასანქცირება სთხოვეს. ,,ევროკავშირი დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღებას. როგორც ევროკავშირის ლიდერებმა 2024 წლის ივნისის ევროსაბჭოს დასკვნებზე განაცხადეს, დღევანდელი დემოკრატიული უკანდახევა საქართველოს გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერებას იწვევს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე,…

მეტი...

ძლიერი ხანძრის გამო, საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე ევაკუაცია გამოცხადდა

საბერძნეთში, ევიას კუნძულზე, პისონას რაიონში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი ისეთი ძლიერია, რომ ოთხი დასახლებული პუნქტიდან ევაკუაცია დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია 120 მეხანძრე, 40 სახანძრო მანქანა, 11 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი. მერის, ფსათასის თქმით, ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო, რაც სალიკვიდაციო სამუშაოებსაც აფერხებს.  

მეტი...

ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ, ირანმა ისრაელზე დარტყმის ბრძანება გასცა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ, ,,ჰამასის” ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ, ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა. გავრცელებული ინფორმაციით, დირექტივა დღეს დილით, ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე იქნა მიღებული. პარალელურად, მოსახლეობას მიმართა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ: ,,წინ რთული დღეები გველოდება. ისრაელი ნებისმიერი აგრესიისთვის დიდ ფასს გადაახდევინებს”.

მეტი...

იტალიამ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის გეგმა შეიმუშავეს

იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი პრემიერ ლი ცინგის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. მან შეხვედრა გამართა როგორც პრეზიდენტ სი ძინპინთან, ისე სხვა, მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან. მხარეებმა სტრატეგიულ პარტნიორობის დოკუმენტიც კი გამოაქვეყნეს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ეს ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც ორი ქვეყანა აღნიშნავს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის 20 წლის იუბილეს. „ვიზიტის დროს მხარეებმა გამოაქვეყნეს სამოქმედო გეგმა (2024-2027) ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიზნით. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორი ქვეყანა მზადაა განახორციელოს აბრეშუმის გზის სულისკვეთება, რომელიც საუკუნეებს ითვლის, გააღრმავოს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, ხელი შეუწყოს ცივილიზაციებს შორის ურთიერთსწავლებას, აამაღლოს ორმხრივი ურთიერთობები და…

მეტი...

„აშშ-ს არ აქვს უფლება, ჩაერიოს საზღვრის საკითხებში“  – ოფიციალური ჩინეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის – ანტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ 500 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს ფილიპინებს თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად. ოფიციალური ჩინეთი კი განმარტავს, რომ აშშ არ არის მხარე სამხრეთ ჩინეთის საზღვრების საკითხებში. „ჩინეთმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია აშშ-სა და ფილიპინებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. აშშ არ არის მხარე სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხში და არ აქვს უფლება ჩაერიოს საზღვაო საკითხებში ჩინეთსა და ფილიპინებს შორის. ფილიპინებმა უნდა დაინახოს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაპირისპირების მიზნით, რეგიონის გარეთ მყოფ ქვეყნებთან დაკავშირება მხოლოდ რეგიონის დესტაბილიზაციას და უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს“ – განმარტავენ ჩინეთის საგარეო უწყებაში. როგორც…

მეტი...

უკრაინა ჩინეთის საგარეო მინისტრს უკრაინაში იწვევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ჩინელი კოლეგა უკრაინაში მიიწვია. კულება თავად იმყოფებოდა უკრაინაში რამდენიმე დღის უკან. ამჯერად კი ვანგ ი-ს ეპატიჟება. კითხვაზე, აპირებს თუ არა მინისტრი უკრაინაში ჩასვლას ან შესაძლებელია თუ არა უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პასუხობენ. „ჩინეთი მზადაა შეინარჩუნოს კომუნიკაცია უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთქმედების შესახებ. კონკრეტულ კითხვებზე თქვენ მიერ დასმული ინფორმაცია არ მაქვს გასაზიარებელი“ – განაცხადა პრეს-სპიკერმა ლინ ჯიანმა.  

მეტი...