საბერძნეთში, ევიას კუნძულზე, პისონას რაიონში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი ისეთი ძლიერია, რომ ოთხი დასახლებული პუნქტიდან ევაკუაცია დაიწყო.
ადგილზე მობილიზებულია 120 მეხანძრე, 40 სახანძრო მანქანა, 11 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი.
მერის, ფსათასის თქმით, ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო, რაც სალიკვიდაციო სამუშაოებსაც აფერხებს.