,,მეგობრული ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აცნობიერებს, რომ თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლა” – ზელენსკი ზურაბიშვილს

,,მეგობრული ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აცნობიერებს, რომ თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლა”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მილოცვას ეხმაურება. ,,დიდი მადლობა, ძვირფასო მეგობარო, კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. მეგობრული ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აცნობიერებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა. ჩვენი ხალხის კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას”, – წერს ზელენსკი.

მეტი...

მარნეულში მაღაზია ,,მაგნიტი” გასულ ღამეს მეხუთედ გაძარცვეს

მარნეულში სასურსათო მაღაზია ,,მაგნიტი” გასულ ღამეს უკვე მეხუთედ გაძარცვეს. ადგილობრივების თქმით, კამერების ჩანაწერში 4 მძარცველი ჩანს. გატეხილია მაღაზიის შუშები და მაღაზიაში არსებული ფეიბოქსი. მაღაზიიდან წაღებულია პროდუქციაც. რამდენიმე დღის წინ აღნიშნული მაღაზის გარე პერიმეტრზე არსებული ფეიბოქსი იქნა მოპარული და დაახლოებით 10 ათასი ლარი წაღებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და  მიმდინარეობას საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებული, ამ დროისთვის, არავინაა.

მეტი...

მარტვილში მეზობელმა მეზობელი მოკლა

მარტვილში მეზობელმა მეზობელი მოკლა. დავა ყოფით ნიადაგზე დაიწყო, სიტყვიერი შეალაპრაკების შემდეგ 40 წლის კაცმა 60 წლის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით, საკუთარ სახლთან მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღი მას გაფორმებული არ ჰქონია. ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა

26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა. ქართველი საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი, ბერი, ქართველი წმინდანი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დააწესა. ლოცვა, რომელიც ბერის დაბადების დღეს მორწმუნე მრევლმა უნდა წაიკითხოს: „ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენ წინ ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!“.

მეტი...

მარნეული-სადახლოს გზაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ქვეითი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო და პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

,,უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე” – პრემიერი

,,საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით, არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანად საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დასაქმების და შესაბამისად, უმუშევრობის მონაცემები. „როგორც მოგეხსენებათ, მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე, დაფიქსირდა 13,7 პროცენტი, შარშან ანალოგიურ პერიოდში უმუშევრობა შეადგენდა 16,7 პროცენტს, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა 3 პროცენტული პუნქტით, რაც არის განსაკუთრებული პრიორიტეტი ჩვენთვის. დაქირავებულ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 19 100 ადამიანით, თვითდასაქმებულთა რაოდენობა…

მეტი...

,,კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი” – პრემიერი

,,კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, სადაც მერია ახორციელებს პარკის რეაბილიტაციის პროექტს, გადავწყვიტეთ, რომ აღიმართება ერეკლე მეორეს ძეგლი, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მეფე ერეკლე მეორის თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ქვეყნის ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და ხელისუფლების ვალია, სათანადო პატივი მიაგოს საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს. „ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის…

მეტი...

რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე პოლონეთმა ავიაცია ზადყოფნაში მოიყვანა

რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე პოლონეთმა ავიაცია ზადყოფნაში მოიყვანა. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. ოპერატიული სარდლობა აღნიშნავს, რომ ,,დილიდანვე აკვირდებიან რუსეთის ინტენსიურ დარტყმებს ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობენ, მათ შორის უკრაინის დასავლეთ ტერიტორიაზე”. უწყების განცხადებით, დაწყებულია ყველა საჭირო პროცედურა ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, აგრესორი რუსეთი უკრაინას რაკეტებით ზღვიდან და ჰაერიდან უტევს.

მეტი...

ოჯახის ინფორმაციას, რომ ქუთაისის ციხეში პატიმარი სცემეს, პენიტენციური განცხადებით პასუხობს

ოჯახის ინფორმაციას, რომ ქუთაისის ციხეში პატიმარი სცემეს, პენიტენციური სამსახური განცხადებით ეხმაურება. ,,სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება. თვითაზიანების ფაქტზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებულია გამოძიება. ნ.ბ.-ს დაწესებულებაში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების დაცვა სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სპეციალური…

მეტი...

უკრაინაში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის რეჟიმი ამოქმედდა

,,უკრენერგომ” უკრაინაში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის რეჟიმის ამოქმედების განკარგულება გასცა. მანამდე კიევის ზოგიერთ რაიონში მოხდა ელექტროენერგიის შეწყვეტა დედაქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ეს გამოწვეულია უკრაინულ ენერგეტიკულ ქსელში არსებულ ვითარებასთან. ელექტროენერგიის გათიშვის გამო კიევში შეფერხდა წყალმომარაგებაც. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, წყალმომარაგების პრობლემაა დედაქალაქის მარჯვენა სანაპიროზე შეიქმნა. კიევის მეტროს ნაწილი მუშაობას აგრძელებს, მეტროსადგურები ,,არსენალნაია” და ,,ხრეშჩატიკი” მხოლოდ თავშესაფრის რეჟიმში მუშაობენ. საჰაერო განგაშის პერიოდში შეწყვეტილია გადაადგილება მეტროს მიწისზედა მონაკვეთებზე. შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, აგრესორი რუსეთი უკრაინას რაკეტებით ზღვიდან და ჰაერიდან უტევს.

მეტი...

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება კვირას შეთანხმების გარეშე დასრულდა

კვირას, კაიროში გამართული მოლაპარაკებები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გარეშე დასრულდა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დისკუსიები გაგრძელდება უახლოეს დღეებში. მისივე ცნობით, გუნდები დარჩნენ კაიროში დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად. ,,უმაღლესი დონის მოლაპარაკებები კაიროში ბოლო დღეებში, მათ შორის ჰამასის და ისრაელის წარმომადგენლებთან, იყო კონსტრუქციული და წარიმართა ყველა მხარის სულისკვეთებით, რათა მიაღწიონ საბოლოო და განხორციელებად შეთანხმებას”, – თქვა CNN-ის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა. ,,ჰამასმა” განაცხადა, რომ არ დათანხმდება წინადადებას, რომელიც მიზნად ისახავს დარჩენილი უთანხმოების გადალახვას, ჯგუფი ამბობს, რომ დათანხმდება მხოლოდ იმ გეგმას, რომელსაც ადრე მხარს უჭერდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო…

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ოკუპანტებმა უკრაინას რაკეტებით შეუტიეს. ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები დასავლეთის რეგიონებისკენ მიფრინავს, ხოლო ზღვიდან გაშვებული ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებზეა მიმართული. აფეთქებები მოხდა ვინიცის რაიონში, კროპივნიცკისა და კრივოი როგში. გარდა ამისა, ადგილობრივი საჯარო გვერდები იუწყებიან აფეთქებების შესახებ დნეპერში, ზაპოროჟიეში, ოდესაში, ხმელნიცკიში, ლუცკში, ზაპოროჟიეში, ჩერნიგოვში, როვნოსა და ჟიტომირში.

მეტი...

იემენთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

იემენთან ახლოს, მიგრანტების ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი ამ დრომდე დაკარგულია. მიგრანტების ნავს ეთიოპიის 25 და იემენის 2 მოქალაქე გადაჰყავდა. ორგანიზაციის ცნობით, ნავი იემენის სანაპიროდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის 11 მამაკაცია, 2 კი ქალი. დაკარგულების მოსაძებნად სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მეტი...

რუსებმა, კურსკში, ააფეთქეს შენობა, სადაც ქართველმა მეომრებმა რუს ოკუპანტებს წარწერები დაუტოვეს

რუსებმა, კურსკში, ააფეთქეს შენობა, სადაც ქართველმა მეომრებმა რუს ოკუპანტებს წარწერები დაუტოვეს. ცნობისთვის, ქართველმა მებრძოლებმა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში მდებარე ყინულის სასახლის შენობაზე ქართული წარწერები, მათ შორის, ,,ბახვა”, 14 აგვისტოს დატოვეს. ამ გზით მათ პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ბახვა ჩიქობავას.

მეტი...

ბრაზილიაში, ტყის ხანძრების გამო, ფეხბურთის ჩემპიონატის მატჩი გაუქმდა

ბრაზილიაში, სან-პაულოს შტატის ჩრდილოეთით ტყის ხანძრებს ებრძვიან. Reuters-ი წერს, რომ ხანძარი შაქრის ლერწმის მინდვრებში გაჩნდა, რამაც ისეთი სქელი კვამლის ღრუბელი გამოიწვია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარეთ სპორტული ღონისძიებების ჩატარება აკრძალა. აკრძალვის გამო, ქალაქ რიბეირაო პრეტოში, ბრაზილიის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩი გაუქმდა. ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე სახელმწიფო მაგისტრალი გადაიკეტა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საძოვრებზე მაღალი ტემპერატურისა და დაკვამლიანების გამო მსხვილფეხა საქონელი კვდება.

მეტი...

რუსეთში დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

რუსეთის სარატოვის ოლქის გუბერნატორის ცნობით, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დრონის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ,,ქალი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან. დანარჩენებმა დახმარება ადგილზე მიიღეს”, – ციტირებს რუსული მედია გუბერნატორ რომან ბუსარგინს. სავარაუდოდ, რუსეთის ენგელსის ავიაბაზაზე უკრაინის შეტევის დროს, ერთ-ერთი დრონი მეზობელ სარატოვოში მაღალსართულიან კორპუსს შეასკდა, მეორე ენგელსში სახლის სახურავს დაეცა, მისმა ნამსვრევებმა ოცი მანქანა დააზიანა.  

მეტი...

,,უკრაინული ძალები კურსკში დაახლოებით 3 კმ-ით დაწინაურდნენ” – ზელენსკი

,,უკრაინული ძალები კურსკში დაახლოებით 3 კილომეტრით დაწინაურდნენ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. მისი განცხადებით, უკრაინული ძალები კურსკში დამატებით ორ დასახლებას აკონტროლებენ.

მეტი...

გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე დასაქმებულები და მომხმარებლები იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად დაიწვა ავტომობილი და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გურჯაანის სავადმყოფოშია გადაყვანილი. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია უკვე მოახერხეს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

ოჯახი ამტკიცებს, რომ 30 წლის პატიმარი ქუთაისის ციხეში სასტიკად სცემეს

ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში 30 წლის მსჯავრდებული სასტიკადაა ნაცემი. დაზიანებების სიმძიმის გამო ნაცემი მსჯავრდებული ქუთაისის რეფერალური კლინიკიდან თბილისში საგანგებო რეანომობილით გადმოიყვანეს. ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში ამტკიცებენ, რომ მსჯავრდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა პატიმრის ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა. ,,დღეს მირეკავენ და მეუბნებიან, რომ კარანტინში უნდა ყოფილიყო 2 კვირა. დღეს დილით მირეკავენ, რომ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში არიო, მივედით და ვნახეთ. აპარატზეა შეერთებული, თავში რამოდენიმე დაზიანება და ჩაქცევები, თვალი გადმობრუნდა იმდენად ნაცემია. მივხვდი, რომ აი, აპარატზეა შეერთებული. ციხეში არის ჩვეულებრივად ნაცემი და მიყვანილი ჰყავთ სიკვდილამდე. კარანტინში თუ იყო, მარტო ხო უნდა ყოფილიყო კარანტინში.…

მეტი...