გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე დასაქმებულები და მომხმარებლები იმყოფებოდნენ.
აფეთქების შედეგად დაიწვა ავტომობილი და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გურჯაანის სავადმყოფოშია გადაყვანილი.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია უკვე მოახერხეს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.