უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ოკუპანტებმა უკრაინას რაკეტებით შეუტიეს. ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები დასავლეთის რეგიონებისკენ მიფრინავს, ხოლო ზღვიდან გაშვებული ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებზეა მიმართული.

აფეთქებები მოხდა ვინიცის რაიონში, კროპივნიცკისა და კრივოი როგში. გარდა ამისა, ადგილობრივი საჯარო გვერდები იუწყებიან აფეთქებების შესახებ დნეპერში, ზაპოროჟიეში, ოდესაში, ხმელნიცკიში, ლუცკში, ზაპოროჟიეში, ჩერნიგოვში, როვნოსა და ჟიტომირში.

მსგავსი თემები