,,რუსეთის შეჭრა იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო” – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით X-ზე მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას ავრცელებს. ,,16 წლის წინ რუსეთის შეჭრა საქართველოში იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის იგივე ძველი ნიმუშის ნაწილი იყო, სადაც უხეში ძალაუფლება არღვევს საერთაშორისო სამართალსა და წესრიგს. ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება”, – წერს ლანდსბერგისი.

მეტი...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელგრამ არხების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს. უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს დასახლებები ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვედრლიკოვო. ამასთან, უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ბრძოლა გრძელდება კურსკის ოლქის დასახლება გონჩაროვკასთან და ოლეშნესთან. ტელეგრამ არხების ცნობით, კურსკის ოლქში საერთო ჯამში 400 უკრაინელი სამხედროა შეჭრილი. კიდევ 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი კი განლაგებულია საზღვრის სიახლოვეს. რუსული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ წინსვლას რუსეთის ტერიტორიის შიგნით, ქალაქ სუჯისკენ. ქალაქი ფაქტობრივად ევაკუირებულია. ბლოგერების ცნობით არაა გამორიცხული, რომ უკრაინელი სამხედროების მიზანი გაზსაზომი სადგურის განადგურება იყოს. ადგილობრივი ხელისუფლება და…

მეტი...

,,თვითონ შინაარსი, რომ პატიმრობაში მყოფ ადამიანს წინასწარ პატიმრობას უსჯიან, სრული სისულელე და აბსურდია, ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის” – გიორგი ვაშაძე

პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე და პოლიტიკური პლატფორმა ,,ერთიანობის” წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ პატიმრობაში მყოფი ადამიანის მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდება, აბსურდული გადაწყვეტილებაა. ,,თვითონ შინაარსი, რომ პატიმრობაში მყოფ ადამიანს წინასწარ პატიმრობას უსჯიან, სრული სისულელე და აბსურდია. საკითხი არის – რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის. პირდაპირ გეტყვით, დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი გარეთ იყოს, ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერა შეიძლება იყოს იმის ნახევარი, რაც დღეს აქვთ,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა.

მეტი...

,,იმაში, რაც მე და ალექსეი ნავალნის დაგვმართეს, ახალი არაფერი ყოფილა… ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან ძველი, ბოროტი და საბჭოთა ტრადიციაა” – კარა-მურზა

,,იმაში, რაც მე და ალექსეი ნავალნის დაგვმართეს, ახალი და ექსკლუზიური არაფერი ყოფილა. ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან ძველი, ბოროტი და საბჭოთა ტრადიციაა”, – ამის შესახებ გათავისუფლების შემდეგ მიცემულ პირველ ვრცელ ინტერვიუში ვლადიმერ კარა-მურზამ განაცხადა. ,,იმაში, რაც მე და ალექსეის დაგვმართეს, ახალი და ექსკლუზიური არაფერი ყოფილა. ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან ძველი, ძალიან ბოროტი და ძალიან საბჭოთა ტრადიციაა: პოლიტპატიმარს, რომელსაც სახელმწიფო განსაკუთრებით საშიშად მიიჩნევს, ხელისუფლება ყველაზე რთულ პირობებში ამყოფებს. მაგალითად, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, ,,მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, ანატოლი შარანსკის საჯარიმო იზოლატორშებში 405 დღე აქვს გატარებული. 405! მისი გადარჩენა ხომ საერთოდ სასწაულია. ალექსეი…

მეტი...

აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში – საელჩო

,,შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის საელჩო აგვისტოს ომის 16 წლისთავს. ,,დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს. რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა – ნორვეგიის საგარეო

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,2008 წლის აგვისტოში, რუსული ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 16 წლის შემდეგ, ოკუპაცია გრძელდება. საქართველოში ისევე, როგორც უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,რუსეთი აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი” – შიმონიტე

,,რუსეთი აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერა ურყევია”, – წერს ინგრიდა შიმონიტე, ლიეტუვის პრემიერმინისტრი. ,,16 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა. დაუსჯელობამ და დაშოშმინებამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური აგრესია უფრო სასტიკი გახდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერა ურყევია, ისევე როგორც ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი აირჩია. რუსეთი აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი”, – წერს შიმონიტე.

მეტი...

,,2008 წელს მტერმა ვერ დაგვიპყრო და ტრაგედიაა, რომ რაც ჩვენი ძალით დავიცავით, ახლა ხელახლა გვაქვს მოსაპოვებელი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენითა და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში ჩამოსვლითა და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ. მე ტყვეობაში მამყოფებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მტერს საქართველო არ ჩავაბარე. მაშინ მტერმა ვერ დაგვიპყრო და ტრაგედიაა, რომ რაც ჩვენი ძალით დავიცავით, ახლა ხელახლა გვაქვს მოსაპოვებელი. 26 ოქტომბერს ჩვენ ხელმეორედ 1991 წლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვაქვს აღსადგენი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

,,ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას” – ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მისი ქვეყნა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ,,დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ და შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას,” – წერს ცაჰკნა.

მეტი...

ბრიტანეთის საელჩო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

გერმანიის საელჩო აგვისტოს ომის 16 წლისთავს ეხმაურება

საქართველოში გერმანიის საელჩო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები. ,,დღეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 16 წელი სრულდება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ჯოზეფ ბორელი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 16 წელი შესრულდება. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია. ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე…

მეტი...

,,EU იმეორებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი” – ფიშერი

,,EU იმეორებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”, – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას აზიარებს. ,,7 აგვისტო, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა. ევროკავშირი იმეორებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერს ფიშერი.

მეტი...

ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ,,ჰამასის” ლიდერის მკვლელობაზე თავადაა პასუხისმგებელი – WP

ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანში ,,ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობაზე თავადაა პასუხისმგებელი. ინფორმაციას Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ ისრალემა უარი თქვა ჰანიეს მკვლელობაზე კომენტარსი გაკეთებაზე, მაგრამ მაშინვე აცნობა აშშ-ს ოფიციალურ პირებს, რომ მომხდარის უკან თვითონ იდგა. გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, გასულ კვირას, ჰანიას სიკვდილის შემდეგ, ,,დაძაბული” საუბარი შედგა. Washington Post-ის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა გაკვირვებით და აღშფოთებით უპასუხეს ჰანიეს მკვლელობას, რომელიც მათ მიიჩნიეს, როგორც მარცხი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისთვის ძალისხმევისთვის –…

მეტი...

ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, ,,ჰამასის” პოლიტიკურ ლიდერად იაჰია სინვარი დაინიშნა

ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, ,,ჰამასის” პოლიტიკურ ლიდერად იაჰია სინვარი დაინიშნა. ,,ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა ,,ჰამასი” აცხადებს მეთაურის, იაჰია სინვარის არჩევას მოძრაობის პოლიტბიუროს ხელმძღვანელად… ის იქნება მოწამე მეთაურის, ისმაილ ჰანიეს შემცვლელი”, – ნათქვამია ,,ჰამასის” განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ისმაილ ჰანიე 31 ივლისს მოკლეს, რის შემდეგაც ირანი ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრა.

მეტი...

16 წელი აგვისტოს ომიდან

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა, საქართველოს ტერიტორიაზე 263 598 დევნილია. საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე. რუსეთმა ,,სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა. ,,მცოცავი ოკუპაცია”, ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება. საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ. ერ­თად გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი ტრა­გი­კუ­ლი დღე­ე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ას პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან 16 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით – ომის დღე­ებს, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო ადრე და­ი­წყო და რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი მთლი­ა­ნად…

მეტი...

რუსეთმა მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. უწყების ცნობით, ეს მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილების პასუხია, რომელმაც რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გააძევა. რუსეთის საგარეომ მოლდოვის ამ ნაბიჯს ,,არაფრით მოტივირებული გადაწყვეტილება” უწოდა. ცნობილია, რომ დეპარტამენტში მოლდოვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრ კეტრარა დაიბარეს და შესაბამისი ნოტაც სწორედ მას გადასცეს.

მეტი...

სახდეპი თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. ,,ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის”. – მითხრა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა”, – დაწერა ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ სახდეპის სპიკერზე დაყრდნობით. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. რამდენიმე კვირით ადრე მას თბილისის აეროპორტში არ მისცეს უფლება ბაქოს გარდა სხვა მიმართულებით გაფრენილიყო.

მეტი...