,,უძველესი ყორღანები მძიმე ტექნიკით გადათხარეს – განადგურებულია სამარხები” – სოფიო ხორგუანი „მედიაცენტრ მთავარში“

„ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახჩიასთან, ვაიოს მინდვრების მიმდებარედ, მძიმე ტექნიკით გათხრილია უძველესი ყორღანი. განადგურებულია სამარხის კამერა“, – აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ სოფიო ხორგუანმა გააკეთა და პროკურატურას მიმართა. „ეს არის ადგილი, სადაც სხვა ყორღანების გათხრებისას არქეოლოგების მიერ აღმოჩენელია უამრავი არტეფაქტი, რაც გამოფენილია მუზეუმში. ამჯერად “შავი არქეოლოგიის” შედეგად, ჩვენთვის უცნობი დარჩა, რა უნიკალური აღმოჩენა დავკარგეთ. სამწუხაროდ, ბოლო წლები არც მუნიციპალიტეტი და არც ძეგლთა დაცვა არ აკეთებს მონიტორინგს და უცნობია, რა მდგომარეობაშია სხვა ძეგლები ასპინძის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“. მან გენერალურ პროკურატურას მიმართა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ასევე, მიმართა კულტურის სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისთვის.…

მეტი...

ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება

ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. „მნიშვნელოვანია ამ სფეროში სანქციების გამკაცრება იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ეჭვი უკანონო ტყითსარგებლობის სხვადასხვა შემთხვევის არსებობასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ მივიღოთ პრევენციული ზომები, მნიშვნელოვანია სანქციების გამკაცრება. ჩვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, სამინისტრომ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ცვლილებები მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს…

მეტი...

,,ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება, 3000-მდე კურსდამთავრებულს ექნება საჯარო სტრუქტურებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა” – პრემიერი

,,ანაზღაურებად სტაჟირებაზე ცხადდება კონკურსი, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, კურსდამთავრებულებს 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ განაცხადების შეტანა. „ბოლო საკითხი შეეხება ანაზღაურებად სტაჟირებას კურსდამთავრებულთათვის. ჩვენ დავასრულეთ ეს საკითხი, მადლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამისათვის. უკვე ცხადდება კონკურსი, 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ განაცხადების შემოტანა კურსდამთავრებულებს. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება. უწყებებმა, თავიანთი სპეციფიკის შესაბამისად განსაზღვრეს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ჩატარდება ორ ეტაპიანი კონკურსი, საბუთების გადარჩევა, შემდეგ იქნება გასაუბრებები. მთლიანობაში, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას…

მეტი...

,,ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ბელგიური კომპანია განახორციელებს” – პრემიერი

,,ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, Jan De Nul-ი, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. „ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფომ მოიგო საარბიტრაჟო დავა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. მინდა იუსტიციის მინისტრს მადლობა გადავუხადო და იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში. სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტთან მიმართებით, როდესაც კონსორციუმი ვერ ასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს. ყველანაირი პირობა…

მეტი...

რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი დატოვეს

რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთის დედაქალაქ ერევნის საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად დატოვეს. 6 მარტს სომხეთმა რუსეთს ოფიციალური წერილი გაუგზავნა ზვართნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს აღნიშნულთან დაკავშირებით 12 მარტს განუცხადა, რომ საკითხი სამუშაო ხასიათისაა და ,,არა პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური”. სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება სომხეთში დისლოცირებული რუსეთის მესაზღვრეების სტატუსისა და მათი საქმიანობის პირობების შესახებ ჯერ კიდევ 1992 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა ერევანში.

მეტი...

,,თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თენგიზ ცერცვაძემ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში. „მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. ბატონი თენგიზი მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ქვეყანას, ადამიანებს, ადამიანების ჯანმრთელობას. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში და მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს. ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

,,ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება” – კიტინგი

,,ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, აშშ მხარს არ დაუჭერს მთავრობას, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას”, – წერს კონგრესმენი ბილ კიტინგი და ეხმაურება ამერიკის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით. ,,ქართულმა ოცნებამ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც მომავალს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ეძებს. მაგრამ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს მთავრობას, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას”, – წერს კიტინგი.

მეტი...

,,ძალიან რომ უჭირდა, ღვთისმშობლის ხატს ვსახავდი ლაშას, დარწმუნებული ვიყავი, გაიმარჯვებდა” – ლაშა ბექაურის მამა

„დიდება უფალს! ყველას მადლობას გიხდით – გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს, ემიგრანტებს“, – ამის შესახებ ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამა, გელა ბექაური საუბრობს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამის, გელა ბექაურის კომენტარს პარიზიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. „ღვთისმშობლის ხატს ვსახავდი ლაშას, ძალიან რომ უჭირდა. დარწმუნებული ვიყავი, გაიმარჯვებდა. როგორც წინა ოლიმპიადაზე, ეჭვი არ შეგვპარვია, ტრავმის დროს რომ ოქროს მედალი იქნებოდა და ელემენტარული სხვა შანსი არ იყო, ისე იყო ახლაც. დიდება უფალს! ყველას მადლობას გიხდით – გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს, ემიგრანტებს, ყველას, გვიყვარხართ, ხალხო! მე ვარ ბედნიერი მშობელი, რომ ღმერთმა მაჩუქა ისეთი შვილი, რომელსაც…

მეტი...

ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერებაზე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერებაზე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ: ,,ჩვენ მივესალმებით დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ, უცხოელი აგენტების კანონის ამოქმედების საპასუხოდ, რომელიც გამოყენებული იქნება იმ სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა რუსეთისგან 1991 წელს, შეერთებული შტატები იყო დემოკრატიული ძალისხმევისა და რეფორმების ამაყი მხარდამჭერი, მუშაობდა მთავრობასთან ერთად სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად და…

მეტი...

თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

მეტი...

ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის გამო ნავთობის ფასი იზრდება

ოთხშაბათის მეორე ნახევრისთვის ამერიკული WTI ნავთობის ფასი 3,36%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,24 აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, Brent-ი 2,71%-ით გაიზარდა და 80,76 აშშ დოლარი შეადგინა. WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსები NYMEX-ზე 3,36%-ით გაიზარდა და 77,24 აშშ დოლარი ბარელზე შეადგინა. ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული სიტუაცია ინვესტორების შეშფოთების საგანია. ჰამასის პოლიტიკური ლიდერის მკვლელობა ფართომასშტაბიანი ესკალაციის განვითარების რისკს შეიცავს. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე შურისძიების პირობა დადო. მანამდე ორივე მარკის ზეთი სტაბილურად ეცემა და წინა დღით 7-კვირიან მინიმუმს მიაღწია.

მეტი...

ატენში ურთიერთდაპირისპირების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა

ატენში ურთიერთდაპირისპირების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა, ამ დრომდე, კრიტიკულად მძიმეა. პაციენტს მკურნალობა სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება. ჰოსპიტალის ცნობით, კლინიკაში შეყვანისას აღენიშნებოდა თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია და ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია.

მეტი...

,,ეს მნიშვნელოვანი პასუხია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიაზე” – სენატორი კარდინი

,,ეს მნიშვნელოვანი პასუხია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიაზე”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95-მილიონიანი დახმარების შეჩერებას ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი. ,,ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის საგარეო დახმარების უმეტესი ნაწილის შეჩერების თაობაზე, მნიშვნელოვანი და აუცილებელი პასუხია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმდინარე ეროზიაზე. საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედება – განსაკუთრებით რუსული სტილის აგენტების კანონის ამოქმედება – წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებაზე და დამოუკიდებელ მედიაზე. ასეთი ზომები ძირეულად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს. საქართველოში კანონის მიღებამ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევამ მისი დემოკრატიული უკანდახევის საგანგაშო, მკვეთრი სურათი…

მეტი...

ასპინძაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ასპინძაში, სოფელ იდუმალასთან, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, სამივე მათგანს ზედაპირული ტრავმები აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

,,ვაჩერებთ მთავრობის ფინანსურ დახმარებას” – EU-ს ბრიუსელის ოფისის წერილი ქართველ ემიგრანტებს

,,შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები, ვაჩერებთ მთავრობის ფინანსურ დახმარებას… ვითარების გაუარესების შემთხვევაში განიხილება დამატებითი ზომები”, – ამის შესახებ ქართველი ემიგრანტებისთვის ევროკავშირის ბრიუსელის ოფისის მიერ გაგზავნილ საპასუხო წერილშია საუბარი. ემიგრანტებმა მადრიდის ოფისის მეშეობით ევროკავშირის ბრიუსელის წარმომადგენლობას ივლისის დასაწყისში მიმართეს და ოლიგარქი ივანიშვილის, მოძალადე პოლიციელებისა და დეპუტატების დასანქცირება სთხოვეს. ,,ევროკავშირი დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღებას. როგორც ევროკავშირის ლიდერებმა 2024 წლის ივნისის ევროსაბჭოს დასკვნებზე განაცხადეს, დღევანდელი დემოკრატიული უკანდახევა საქართველოს გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერებას იწვევს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე,…

მეტი...

ძლიერი ხანძრის გამო, საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე ევაკუაცია გამოცხადდა

საბერძნეთში, ევიას კუნძულზე, პისონას რაიონში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი ისეთი ძლიერია, რომ ოთხი დასახლებული პუნქტიდან ევაკუაცია დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია 120 მეხანძრე, 40 სახანძრო მანქანა, 11 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი. მერის, ფსათასის თქმით, ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო, რაც სალიკვიდაციო სამუშაოებსაც აფერხებს.  

მეტი...

ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ, ირანმა ისრაელზე დარტყმის ბრძანება გასცა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ, ,,ჰამასის” ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ, ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა. გავრცელებული ინფორმაციით, დირექტივა დღეს დილით, ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე იქნა მიღებული. პარალელურად, მოსახლეობას მიმართა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ: ,,წინ რთული დღეები გველოდება. ისრაელი ნებისმიერი აგრესიისთვის დიდ ფასს გადაახდევინებს”.

მეტი...

იტალიამ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის გეგმა შეიმუშავეს

იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი პრემიერ ლი ცინგის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. მან შეხვედრა გამართა როგორც პრეზიდენტ სი ძინპინთან, ისე სხვა, მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან. მხარეებმა სტრატეგიულ პარტნიორობის დოკუმენტიც კი გამოაქვეყნეს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ეს ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც ორი ქვეყანა აღნიშნავს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის 20 წლის იუბილეს. „ვიზიტის დროს მხარეებმა გამოაქვეყნეს სამოქმედო გეგმა (2024-2027) ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიზნით. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორი ქვეყანა მზადაა განახორციელოს აბრეშუმის გზის სულისკვეთება, რომელიც საუკუნეებს ითვლის, გააღრმავოს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, ხელი შეუწყოს ცივილიზაციებს შორის ურთიერთსწავლებას, აამაღლოს ორმხრივი ურთიერთობები და…

მეტი...

„აშშ-ს არ აქვს უფლება, ჩაერიოს საზღვრის საკითხებში“  – ოფიციალური ჩინეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის – ანტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ 500 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს ფილიპინებს თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად. ოფიციალური ჩინეთი კი განმარტავს, რომ აშშ არ არის მხარე სამხრეთ ჩინეთის საზღვრების საკითხებში. „ჩინეთმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია აშშ-სა და ფილიპინებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. აშშ არ არის მხარე სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხში და არ აქვს უფლება ჩაერიოს საზღვაო საკითხებში ჩინეთსა და ფილიპინებს შორის. ფილიპინებმა უნდა დაინახოს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაპირისპირების მიზნით, რეგიონის გარეთ მყოფ ქვეყნებთან დაკავშირება მხოლოდ რეგიონის დესტაბილიზაციას და უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს“ – განმარტავენ ჩინეთის საგარეო უწყებაში. როგორც…

მეტი...

უკრაინა ჩინეთის საგარეო მინისტრს უკრაინაში იწვევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ჩინელი კოლეგა უკრაინაში მიიწვია. კულება თავად იმყოფებოდა უკრაინაში რამდენიმე დღის უკან. ამჯერად კი ვანგ ი-ს ეპატიჟება. კითხვაზე, აპირებს თუ არა მინისტრი უკრაინაში ჩასვლას ან შესაძლებელია თუ არა უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პასუხობენ. „ჩინეთი მზადაა შეინარჩუნოს კომუნიკაცია უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთქმედების შესახებ. კონკრეტულ კითხვებზე თქვენ მიერ დასმული ინფორმაცია არ მაქვს გასაზიარებელი“ – განაცხადა პრეს-სპიკერმა ლინ ჯიანმა.  

მეტი...