,,ძალიან რომ უჭირდა, ღვთისმშობლის ხატს ვსახავდი ლაშას, დარწმუნებული ვიყავი, გაიმარჯვებდა” – ლაშა ბექაურის მამა

„დიდება უფალს! ყველას მადლობას გიხდით – გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს, ემიგრანტებს“, – ამის შესახებ ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამა, გელა ბექაური საუბრობს.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამის, გელა ბექაურის კომენტარს პარიზიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

„ღვთისმშობლის ხატს ვსახავდი ლაშას, ძალიან რომ უჭირდა. დარწმუნებული ვიყავი, გაიმარჯვებდა. როგორც წინა ოლიმპიადაზე, ეჭვი არ შეგვპარვია, ტრავმის დროს რომ ოქროს მედალი იქნებოდა და ელემენტარული სხვა შანსი არ იყო, ისე იყო ახლაც. დიდება უფალს! ყველას მადლობას გიხდით – გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს, ემიგრანტებს, ყველას, გვიყვარხართ, ხალხო! მე ვარ ბედნიერი მშობელი, რომ ღმერთმა მაჩუქა ისეთი შვილი, რომელსაც სიხარული მოაქვს თავისი სამშობლოსთვის!“, – განაცხადა გელა ბექაურმა.

ცნობისთვის, ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი საშირო მურაო დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი თემები