რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი დატოვეს

რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთის დედაქალაქ ერევნის საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად დატოვეს. 6 მარტს სომხეთმა რუსეთს ოფიციალური წერილი გაუგზავნა ზვართნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს აღნიშნულთან დაკავშირებით 12 მარტს განუცხადა, რომ საკითხი სამუშაო ხასიათისაა და ,,არა პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური”.

სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება სომხეთში დისლოცირებული რუსეთის მესაზღვრეების სტატუსისა და მათი საქმიანობის პირობების შესახებ ჯერ კიდევ 1992 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა ერევანში.

მსგავსი თემები