“არ მესმის, რატომ სურს უნგრეთს, დარჩეს ორგანიზაციის წევრად, რომელიც ასე ძალიან არ მოსწონთ”- ბარტოშევსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტეოფილ ბარტოშევსკი უნგრეთის პრემიერის მიერ პოლონეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს და ევროკავშირისა და ნატო-ში უნგრეთის წევრობის აუცილებლობაზე სვამს კითხვებს. „ნამდვილად არ მესმის, რატომ სურს უნგრეთს, დარჩეს ორგანიზაციის წევრად, რომელიც ასე ძალიან არ მოსწონთ და რომელიც მათ, სავარაუდოდ, ცუდად ექცევა? რატომ არ ქმნის ის ალიანსს პუტინთან და მსგავსი ტიპის ავტორიტარულ სახელმწიფოებთან? ეს ეფუძნება პრინციპს, რომ თუ არ გინდა რომელიმე კლუბის წევრი იყო, ყოველთვის შეგიძლია, ის დატოვო. ეს, რა თქმა უნდა, ამ მომენტში უნგრეთის ანტიევროპული, ანტიუკრაინული, ანტიპოლონური პოლიტიკაა“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, უნგრეთის…

მეტი...

გერმანიის ფინანსთა მინისტრი თავდაცვის მინისტრს აფრთხილებს

გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტინ ლინდერი აფრთხილებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, რომ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა, იმაზე მეტის, რაზეც კოალიციური მთავრობა უკვე შეთანხმდა, აღარ მოხდება. ამ თვეში შეთანხმებულმა ბიუჯეტმა თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის იმედგაცრუება გამოიწვია. „ბატონ პისტორიუსს 100 მილიარდი ევრო აქვს, სპეციალური ფონდი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის, რაც არც ერთ მის წინამორბედს არ ჰქონია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მეტი...

გორში, წვიმის შედეგად პირველი სართულები და სადარბაზოები დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გორში.  ქალაქის რამდენიმე უბანში კერძო სახლების პირველი სართულები და კორპუსების სადარბაზოები დაიტბორა. პრობლემები შეიქმნა  კომბინატის და კვერნაკის დასახლებებში, სადაც მოსახლეობა განვითარებულ მოვლენებს მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებსა და გაუმართავ საკანალიზაციო სისტემას უკავშირებს. ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური, მეხანძრე-მაშველები სახლებიდან წყალს ტუმბავენ.  გორში უკვე რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს.

მეტი...

ბათუმის სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა

ბათუმში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში ჩვილი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები ავრცელებს. ოჯახი ჰოსპიტალის ექიმს ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, უკვე 41 კვირის ორსულ ქალს სამშობიარო ტკივილები არ დაეწყო. ოჯახი ჩარევას ითხოვდა, თუმცა ექიმი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ კი ექოსკოპიამ 26 ივლისს ბავშვის დაღუპვა დააფიქსირა, რის შემდეგაც ქალს ოპერაცია გაუკეთეს. „ისიც ძლივს გადაარჩინეს. ჩვენ გავიგეთ ისიც, რომ ეს ექიმი კლინიკა ბმს-ში მუშაობდა, იქ სამშობიარო ბლოკი დაიხურა. რატომ გააგრძელა მან სხვა კლინიკაში მუშაობა, შენობის გამო ხომ არ იღუპებიან პაციენტები?  ჩვენ დროულ გამოძიებას და ექიმის დასჯას ვითხოვთ“, – აცხადებს დაღუპული ბავშვის მამიდა. შინაგან…

მეტი...

მკვლელობა საჩხერეში, საფეხბურთო მოედანზე -არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ საჩხერის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივლისს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში, საფეხბურთო მოედანზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებული 27 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“ -აცხადებს პროკურატურა.

მეტი...

პროკურატურამ ოჯახის წევრის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ცაგერში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება  წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივლისს, ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ მახაშში,  ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ნაჯახის გამოყენებით ყელის არეში დაზიანება მიაყენა ძმას, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ბრალდებული 27 ივლისს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე…

მეტი...

“არავის არ უნდა მიეცეს უფლება, შეაჩეროს ან შეაფერხოს თავისუფალი სიტყვა” – ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის მოწოდების მიუხედავად, დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის ღონისძიებების ჩატარებას ღია ცის ქვეშ გეგმავს. პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობის შემდეგ საიდუმლო სამსახურმა ტრამპს ურჩია, რომ შეხვედრები დახურულ სივრცეში ჩაეტერებინა. ტრამპმა თავისი სოციალური მედიის პლატფორმაზე, Truth Social-ზე დაწერა, რომ საიდუმლო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ის ლიდერების, საარჩევნო კანდიდატებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, დათანხმდა „არსებითად გააძლიეროს“ თავისი ოპერაციები. „მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. არავის არ უნდა მიეცეს უფლება, შეაჩეროს ან შეაფერხოს თავისუფალი სიტყვა ან შეკრება“, – წერს ტრამპი.

მეტი...

“ეს ნამდვილად საიდუმლო სერობა იყო, ოღონდ გაშარჟებული” – დედკანოზი შალვა კეკელია

“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და შელახვა” – ასე აფასებს დეკანოზი შალვა კეკელია შოუს, რომელიც საფრანგეთში 2 დღის წინ გაიმართა. როგორც ის აღნიშნავს, საიდუმლო სერობის გაშარჟება დაუშვებელია. “ამას მარტო ჩვენ არ ვლაპარაკობთ. მე მოვისმინე ძალიან ბევრი კათოლიკე სასულიერო პირების დამოკიდებულება. ის, რომ ჩვენ მოგვეჩვენა რაღაც და წარმოვისახეთ, რომ საიდუმლო სერობა იყო არა, ეს ნამდვილად საიდუმლო სერობა იყო, ოღონდ – გაშარჟებული. ქრისტიანებისთვის საიდუმლო სერობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ზიარების საიდუმლო დაწესდა და ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ცხოვრების წესი“ – აცხადებს, დეკანოზი  შალვა კეკელია მისივე შეფასებით, საიდუმლო სერობის გაშარჟება ქრისტიანობისთვის შეურაწყოფის მიყენებას…

მეტი...

პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს

“ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, უპატივცემულობა გამოგვეხატა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ”- აღნიშნულთან დაკავშირებით,  პარიზის ოლიმპიადის პრესსპიკერმა ან დეკამპმა განაცხადა. პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს, რადგან ღონისძიების ერთ-ერთმა სეგმენტმა, სახელწოდებით „დღესასწაული”, რომელიც მაგიდასთან მსხდომი მოცეკვავეთა ჯგუფით გაიხსნა, საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. „არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი, რომ უპატივცემულობა გამოგვეხატა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ. გახსნის ცერემონიით ვეცადეთ, გამოგვეხატა ტოლერანტობა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიზანი მიღწეულია. ადამიანებმა ეს შეურაცხმყოფლად თუ მიიღეს, ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ“,- განაცხადა ენ დეკამპმა. ასევე, გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის, თომას ჯოლის განცხადებით, რელიგიის შეურაცხყოფა არასდროს ყოფილა მისი განზრახვა. „ჩვენ გვსურდა მრავალფეროვნებაზე საუბარი.…

მეტი...

“რა სჭირთ ბოლო დღეებში ფსევდოლიბერალებს? – რუსეთის მიმართ სანქციებიც კი აღარ მოსწონთ” – მდინარაძე

„ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ “ქართული ოცნების” ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით“ , – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში. მდინარაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ “ფსევდოლიბერალებმა” ემანუელ მაკრონის მიერ X-ზე გამოქვეყნებული პოსტი არ მოიწონეს, მათ რუსეთის მიმართ სანქციებიც აღარ მოსწონთ „დაორგანიზებული ბულინგი ტელეკომპანია “იმედის” მიმართ: მაკრონმა ლგბტ პირების მიმართ მხარდაჭერა კი არ გამოხატა, უბრალოდ მის მიერ გამოყენებული ფრანგული სიტყვის პირდაპირი თარგმანი “სიამაყეა” და სხვა აზრის ძებნა ამ სიტყვაში, უბრალოდ, ამორალურობააო ოლიმპიადის გახსნიდან გამომდინარე…

მეტი...

ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ბულგარული მედია ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილას ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება ხდება. ისინი აფეთქების დროს საწყობში იმყოფებოდნენ. პროკურატურის ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ტერიტორიის დათვალიერება ამ დრომდე გრძელდება. შეგახსენებთ, შემთხვევა ბულგარეთის დედაქალაქის მახლობლად მდებარე დასახლება ელინ პელინში 25 ივლისს მოხდა. აფეთქებები პიროტექნიკის ქარხანაში ხანძარმა გამოიწვია.

მეტი...

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, ლიბანი დატოვონ. აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა. სამინისტრომ უკვე გაუგზავნა შეტყობინება ლიბანში მყოფ ნორვეგიელებს, მალე დატოვონ ქვეყანა და ასევე ურჩევენ, თავი შეიკავონ ისრაელში წასვლისგან. „ღრმად ვარ შეშფოთებული რეგიონში მოვლენების განვითარებით. კონფლიქტის ესკალაცია ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის შესაძლოა, კონფლიქტის გარდამტეხ ნაწილად იქცეს“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, 27 ივლისს გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას…

მეტი...

“ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ ფაქტს, რომ ომი ფინეთის საზღვრებს უახლოვდება” – შტუბი

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ შტუბი ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე რუსეთის აეროდრომ „ოლენიაზე“ განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ფინეთის უსაფრთხოებას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა შტუბი აცხადებს, ფინელები უნდა მიეჩვიონ იმას, რომ ომი ფინეთის საზღვრებს უახლოვდება. „ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ ფაქტს, რომ უკრაინამ უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება ამ ომის მოსაგებად და ეს ასევე ნიშნავს სხვადასხვა ტიპის დარტყმებს. რუსეთიც გააგრძელებს ჰიბრიდულ დარტყმებს“,-განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. შტუბის განცხადებით, რუსულ აეროდრომიზე განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებით ესაუბრა ფინეთის პრემიერ-მინისტრს და შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს. „მთავარი მესიჯი არის ის, რომ ფინეთში შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და შეგვიძლია რეაგირება“,…

მეტი...

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ ოპოზიციონერი დეპუტატები სარჩელს ხვალ შეიტანენ

პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ ოპოზიციის სარჩელი შევა. “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ , ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე” თინა ბოკუჩავა და “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თამარ კორძაია, საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით სარჩელს შეიტანენ. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს ხელი 22 ივლისს მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრია. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვს. ინფორმაციისთვის,…

მეტი...

ჩინეთში სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ჩინეთში სტიქიას ებრძვიან. შტორმმა ჰუნანის პროვინციაში, ძლიერი წვიმა გამოიწვია, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობის გამო, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით,  სახელმწიფო მედია იტყობინება.  

მეტი...

ჰარისის საარჩევნო კამპანიამ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 200 მლნ დოლარზე მეტი შეაგროვა

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის და მომავალ არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო კანდიდატის, კამალა ჰარისის კამპანიამ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 200 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. განცხადებას ჰარისი კამპანია ავრცელებს. განცხადების თანახმად, მთლიანი შემოსული თანხა რეკორდულია. მანამდე, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 24 საათში რეკორდული 81 მილიონი დოლარი შეაგროვა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 ივლისს გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას.

მეტი...

„გერმანიაში ამერიკული რაკეტების განლაგების შემთხვევაში, მოსკოვი “მიიღებს სარკისებრ ზომებს” – პუტინი

ვლადიმერ პუტინი გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში ახალი რაკეტების განლაგებით იმუქრება. შესაბამისი განცხადებები რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში, რუსეთი ევროპაში საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების განლაგებაზე “ცალმხრივ მორატორიუმზე” იტყვის უარს. პუტინის განცხადებით, გერმანიაში “ტომაჰავკების” განლაგების შემთხვევაში, მათი მოქმედების რადიუსში “აღმოჩნდება მნიშვნელოვანი რუსული სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის ობიექტები, ჩვენი ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრები და თავდაცვითი ინფრასტრუქტურა.” “აშშ-ის მიერ მსგავსი გეგმების რეალიზების შემთხვევაში ჩვენ საშუალო და ახლო მანძილის დარტყმითი საშუალებების განლაგებაზე აღებული ცალმხრივი მორატორიუმისგან თავისუფლად ჩავთვლით საკუთარ თავს, მათ შორის ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების…

მეტი...

ილონ მასკი პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას აკრიტიკებს

“სფეის იქსის” დამფუძნებელი ილონ მასკი  პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას ეხმაურება. “ეს უკიდურესად უპატივცემულო იყო ქრისტიანების მიმართ”- წერს სოციალურ ქსელ X- ზე. .

მეტი...

„როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არაა მსოფლიო მზად ანტიქრისტეს მისაღებად” – დეკანოზი ანდრია კემულარია

“ის, რაც ოლიმპიადის გახსნაზე ვიხილეთ, ცალსახად მიუთითებს ე.წ. განვითარებული სამყაროს დღემდე არნახულ დეგრადირებაზე. დექრისტიანიზაცია, როგორც ჩანს, იქცა მიზნად ძლიერთა ამა სოფლისა”, – წერს დეკანოზი ანდრია კემულარია სოციალურ ქსელში. მისი განმარტებით, “გასახარი კი ის არის, რომ ამ უკეთურობის მიმართ პროტესტი გამოხატეს მსოფლიოში ცნობილმა ადამიანებმა, რომელთაც ვერანაირად ვერ დავწამებთ ქრისტიანობას”. “ის, რაც ოლიმპიადის გახსნაზე ვიხილეთ, ცალსახად მიუთითებს ე.წ. განვითარებული სამყაროს დღემდე არნახულ დეგრადირებაზე. დექრისტიანიზაცია, როგორც ჩანს, იქცა მიზნად ძლიერთა ამა სოფლისა. გასაკვირი არცაა ‒ გაერთიანებული კაცობრიობა, რას შექმნასაც მიზნად ისახავს გლობალიზმი და რაც არის წინაპირობა ანტიქრისტეს მოსვლისა, აუცილებლად გულისხმობს რელიგიურ განსხვავებათა მოსპობას.…

მეტი...

C Spire-მა ოლიმპიური თამაშებიდან რეკლამა მოხსნა

“ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის დაცინვით შოკირებულები ვიყავით” – C Spire-მა ოლიმპიური თამაშებიდან რეკლამა მოხსნა პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია C Spire ეხმაურება. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, საიდუმლო სერობის დაცინვის გამო, ისინი ოლიმპიური თამაშებიდან თავიანთ რეკლამას მოხსნიან. “პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის დაცინვით შოკირებულები ვიყავით. C Spire მოხსნის რეკლამას ოლიმპიური თამაშებიდან,” – აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მეტი...

კათოლიკე ლიდერები საიდუმლო სერობის სცენის დაგმობაში ფრანგ ეპისკოპოსებს უერთდებიან

კათოლიკური საინფორმაციო სააგენტო (CNA) ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ კათოლიკე ლიდერები პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის სცენის დაგმობაში, ფრანგ ეპისკოპოსებს უერთდებიან. ეპისკოპოსები და გამოჩენილი წინამძღოლები მთელი მსოფლიოდან შეუერთდნენ საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციისა და აშშ-ის ეპისკოპოსების 26 ივლისს გამართული პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის კრიტიკას საიდუმლო სერობის გამოსახვისთვის და მას ქრისტიანობის ღრმად სამარცხვინო დაცინვა უწოდეს. შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ფრანგმა ეპისკოპოსებმა ღრმა სინანული გამოხატეს ქრისტიანობის დაცინვის სცენების გამო. “მადლობას ვუხდით სხვა რელიგიური კონფესიების წევრებს, რომლებმაც სოლიდარობა გამოხატეს“, – ნათქვამია 27 ივლისის განცხადებაში. “ჩვენ ვფიქრობთ ყველა ქრისტიანზე ყველა კონტინენტზე, რომლებიც გარკვეული…

მეტი...

ჰეზბოლას იერიშს ისრაელში 12 ადამიანი ემსხვერპლა

ჰეზბოლას იერიშს ისრაელში 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 12 წლის მოზარდი და 20 წლის ახალგაზრდაცაა. ექსტრემისტების გაშვებული რაკეტა ბავშვებით სავსე სტადიონის მახლობლად ჩამოვარდა. დრუზების დასახლებაში განგაშის სიგნალი ჩაირთო, მაგრამ ნაწილმა გაქცევა ვერ მოასწრო. არიანნ დაშავებულებიც. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ჰეზბოლას თავდასხმის გამო ნეთანიაჰუმ შტატებში ვიზიტი შეწყვიტა და ისრაელში დაბრუნდა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ირანის მხარდაჭერილი ძალები მძიმე საზღაურს გადაიხდიან.

მეტი...

„წარმოგიდგენიათ, რა საოცრებასთან გვაქვა საქმე? – კალაძე დასავლეთის განცხადებებზე

„ეს ცრუ ბრალდებებია“ – აცხადებს კახა კალაძე დასავლეთის განცხადებებზე, რომლის მიხედვოთაც,  საქართველო დემოკრატიულ ნაბიჯებს აღარ დგამს და იღებს კანონებს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. „ის ადამიანები, ვისგანაც ამ განცხადებებს ვისმენთ, 2012 წლამდე არსებულ სიტუაციას, იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდებოდა, რასაც სააკაშვილი უკეთებდა მოსახლეობას, აფასებდნენ, როგორც დემოკრატიის შუქურას. წარმოგიდგენიათ? ახლა  ეს ადამიანები გვეუბნებიან, თითქოს დემოკრატიის მიმართულებით ქვეყანამ უკან გადადგა ნაბიჯი. წარმოგიდგენიათ, გვეუბნებიან, რომ კანონი, რომელიც ითხოვს გამჭვირვალობას, არადემოკრატიული და არაევროპულიაო“ – აცხადებს კალაძე. მისი შეფასებით,  ხელისუფება ისე იქცევა, როგორც ქვეყანას სჭირდება. „შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავ ყველაფერს – თეთრსაც და…

მეტი...

„არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს“ – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. აშშ-ის სენატში დაგეგმილ განხილვებთან დაკავშირებით, სადაც განსახილველ საკითხებს შორის საქართველოსთან ურთიერთობაც იქნება, მერი ამბობს, რომ დადებითი მოლოდინი აქვს და საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის. „მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობების გასაღრმავებლად, მზადაა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, იმიტომ, რომ მართლაც თუკი რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება, ქართველ ხალხთან…

მეტი...

„ნულს რომ ნული მივუმატოთ, ხომ არაფერი შეიცვლება? – ეს არის ქართული ოპოზიციის დღევანდელი რეალობა“ – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქართული ოპოზიციის გაერთიანებას პერსპექტივა არ გააჩნია. მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა მაქსიმუმ ორ პარტიას ექნება. „ნულს რომ ნული მივუმატოთ, ხომ არაფერი შეიცვლება? ეს არის ქართული ოპოზიციის დღევანდელი რეალობა. მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ესაა მათი მოცემულობა. მათი მთავარი ამოცანა იქნება, როგორმე მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს და მოახერხონ მისი გადალახვა, რომელსაც შეძლებს ალბათ ერთი ან მაქსიმუმ  ორი პოლიტიკური პარტია. ეს არის მათი დღევანდელი რეალობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას თუ ასე შემდეგ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მეტი...

„ჩემს მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ასახულია დეკლარაციაში, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია“ – კახა კალაძე

„ყველა ხარჯი, რაც არის დაკავშირებული საათებთან, ავტომობილებთან თუ ზოგადად, ძვირადღირებულ ნივთებთან, ნაჩვენებია დეკლარაციაში და ჩემს პირად გადასახადებში“, – ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეკითხვას, რომელიც მის დეკლარაციაში ძვირადღირებული საათების ასახვას ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, ბოლო წლებში ორჯერ შემოწმდა მისი დეკლარაციები და შესაბამისი უწყების მხრიდან კითხვები არ გაჩენილა, რადგან დოკუმენტაციაში ყველაფერი ასახულია. „თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია, გაჯერებული სიცრუით. იცით, რომ მე, როგორც პოლიტიკოსს, მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ცდილობთ, როგორმე მოატყუოთ ხალხი, შეცდომაში შეიყვანოთ. სხვათა შორის, წაგებული გაქვთ სასამართლო პროცესი ყველა ინსტანციაში და აუცილებლად მოგიწევთ რეაგირება ამ ყველაფერზე.…

მეტი...

„ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, ყველა ერთად, არ ჩამოვთვლი სათითაოდ“ – კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერი ოპოზიციურ პარტიებზე საუბორბს და აცხადებს რომ ყველანი ერთად „ომის პარტიას“ წარმოადგენენ. „ნახეთ თუნდაც განცხადებები სანქციებზე მიერთებასთან, მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ისევ ისინი არ იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ განცხადებების კეთებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, გვირჩევნია ისევ ბომბები ცვიოდესო? დღეს კვლავ შეცვალეს მიდგომა, რადგან ძალიან კარგად იციან ხალხის განწყობა. ხედავთ, რომ მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ. ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, ყველა ერთად, არ ჩამოვთვლი სათითაოდ. როგორ კალაძე ამბობს, ყველას ერთად ერთი „მამა“ ჰყავს. „ერთნი არიან, ერთი მამა ჰყავთ, უცებ კი შეცვალეს რიტორიკა, რომ მიესალმებიან რუს ტურისტებს. გაიხსენეთ ის კომენტარები და…

მეტი...

„ყოფილი ხელისუფლება რუს ტურისტებს საზღვარზე ყვავილებით ხვდებოდა“ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირიქით იქცეოდნენ, ახლა კი რიტორიკა კვლავ შეცვალეს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ყოფილი ხელისუფლება რუს ტურისტებს საზღვარზე ყვავილებით ხვდებოდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ, მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებდა. „2012 წლამდე, სანამ „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, გავიხსენოთ მათი რიტორიკა – ყვავილებით ხვდებოდნენ რუს ტურისტებს, ტუჩზე კოცნით იყვნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტი შემოსულიყო. შემდეგ, როგორც კი ხელისუფლებიდან ქართველმა ხალხმა ისინი გაუშვა იქ, სადაც გაუშვა, იმიტომ, რომ ამის საბაბი ჰქონდა, მაშინვე შეცვალეს…

მეტი...

„ტრამპი გაიმეტეს სასიკვდილოდ… ასე შეიძლება ათასში ერთი გადარჩეს“ – კალაძე სუს-ის გამოძიებაზე

„საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, რომ იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც უწყების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარეობს. „ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, რომ იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი. ეს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ზოგადად, ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. აგერ, ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპი ჩვეულებრივად გაიმეტეს სასიკვდილოდ, უბრალოდ გადარჩა, ასე შეიძლება ათასში…

მეტი...

ირანი ისრაელს ემუქრება

ირანი ისრაელს ლიბანში საბრძოლო მოქმედების შემთხვევაში ემუქრება. აღნიშნულთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ნასერ ქანაანი  განცხადებას ავრცელებს. „სიონისტური რეჟიმის მხრიდან ნებისმიერმა უმეცრულმა ქმედებამ შესაძლოა, გამოიწვიოს არასტაბილურობა, დაუცველობა და რეგიონში ომის გაფართოება. ისრაელი პასუხისმგებელი იქნება გაუთვალისწინებელ შედეგებზე და მსგავს სულელურ საქციელზე რეაქციით“,-აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, 27 ივლისს გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.

მეტი...

ტრამპი აცხადებს, რომ სურს, აშშ პლანეტის კრიპტო დედაქალაქი გახდეს

დონალდ ტრამპს სურს, რომ აშშ პლანეტის კრიპტო დედაქალაქი გახდეს. ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა კრიპტო ინვესტორების კონფერენციაზე გააკეთა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, თუ მას მეორე ვადით აირჩევენ, ის კრიპტოვალუტის განვითარებას ხელს შეუწყობს და მისი ლიდერობის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატები „კრიპტო სუპერძალა“ გახდება. ტრამპი სიტყვით კრიპტო კონფერენციაზე ნეშვილში გამოვიდა. მან განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, შეიქმნება კრიპტო საკონსულტაციო საბჭო. „ჩვენ გვექნება რეგულაციები, მაგრამ ამიერიდან წესებს დაწერენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ თქვენი ინდუსტრია და არა ისინი, ვისაც სძულთ თქვენი ინდუსტრია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

ხანძარი კალიფორნიის შტატში

კალიფორნიის შტატში,  ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ტყეში გაჩნდა, რის გამოც ათასობით ჰექტარი უკვე გადამწვარია. განადგურებულია 134-ზე მეტი შენობა-ნაგებობა. საჭირო გახდა უსაფრთხო ადგილას ხალხის ევაკუაციაც. ამ დროისთვის, 4 ათასი ადამიანია გადაყვანილი. შექმნილი საფრთხის გამო, შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მეტი...

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში ძლიერმა ქარმა, რომელსაც თან ერთოდა ძლიერი წვიმა, დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორილია ოცდაათამდე სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები. მოგლეჯილია მრავალწლიანი ნარგავები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენაზე მუშაობს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური.

მეტი...

ჩინეთმა პარიზის ოლიმპიადაზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა

ჩინეთის  ოლიმპიურმა ნაკრებმა მსოფლიოს 2024 წლის ოლიმპიადაზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ჩინელმა სპორტსმენებმა ტრადიციულ სახეობაში გაიმარჯვეს. ერთი – ეა არის წყალში ხტომა. ქალებს შორის ასპარეზობა სინქრონულ ხტომაში გაიმართა, სადაც ჩინურმა დუეტმა გაიმარჯვა. მათ მეორე ადგილზე გასული ამერიკელების დუეტი დაამარცხეს. რაც შეეხება მეორე ოქროს მედალს, ის ტყვიის სროლაში მოიპოვეს. ჩინელებმა პირველობა აქაც არავის დაუთმეს. ამ შემთხვევაში, მათ კორეის დუეტი დაამარცხეს. ჩინეთი ოლიმპიადაზე საკმაოდ დიდი დელეგაციითაა წარმოდგენილი, მას  388 ოლიმპიელი ჰყავს პარიზის ოლიმპიადაზე.

მეტი...

“რუსების მიერ გაშვებული 8 დრონიდან 7 ჩამოვაგდეთ” – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 8 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 7 ჩამოაგდეს. ასევე, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული  მართვადი საჰაერო რაკეტა Kh-59 გაანადგურა. უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მეტი...