“ოპოზიციამ გადაწყვიტა,წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“- ირაკლი კობახიძე

„ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“, ხალხს არაფერი ავიწყდება, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ პრორუსები გახდნენ. „ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები, ვიღებდით რუს ტურისტებს საქართველოში და ა.შ. ახლა რის გამოც გვაცხადებდნენ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად, იმას საუბრობენ თავად. საუბრობენ, რომ უნდა ვიყოთ ხელგაშლილი რუსი ტურისტების მიმართ, არ უნდა დავაწესეთ სანქციები რუსეთის მიმართ და ა.შ. დღეს ალბათ ყველამ მოისმინა პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი…

მეტი...

„ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე დასრულდება“- პრემიერი

„ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა, ლევილში 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება ის სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს. „ჩამოვედით ლევილის მამულში, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, მამულის რეაბილიტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანია. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ უნდა შევუნახოთ მომავალ თაობებს ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და ამას ემსახურება სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს“ – განაცხადა…

მეტი...

„წვიმა, ელჭექი და სეტყვა“- მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახელობას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. მათივე ცნობით, 28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო.  

მეტი...

ორი კვირის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მტკვარში იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში ორი კვირის წინ დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს. 33 წლის გიორგი ჯანეზაშვილი სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ, მდინარესთან 13 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარებიდან თითქმის ორი კვირის განმავლობაში, ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობდა. მაშველებმა ცხედარი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მეტეხის სიახლოვეს, მდინარეში იპოვეს.    

მეტი...

თელავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს  ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 24 ივლისს ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს. მას ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ…

მეტი...

„დათვი შეგვხვდა“- სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების პირევლი კომენტარი

გოგიტა ფარჯიანმა  და გიორგი გვიჩიანმა სამშვიდობოს გასვლა საკუთარი ძალებით მოახერხეს. ისინი ახლა ლენტეხში არიან. ოჯახებთან შეხვედრის შემდეგ ჩვენებას სამართალდამცავებს მისცემენ. როგორც თავად ყვებიან, ორდღიანი მარშრუტის ნაცვლად ხუთი დღე იარეს. “უბრალოდ გეგმები შეგვეცვალა და ორდღიანი მარშრუტის  ნაცვლად ვიარეთ 5 დღე. დათვი შეგვხდა, მაგრამ გვერდი ავუარეთ. ქედზე უფრო მარტივად. უბრალოდ ახლა უკვე მჭირდება ახლობლებთან დარეკვა, რომ ვუთხრა, რომ ყველაფერი რიგზეა” – ამბობს გიორგი გვიჩიანი.   „ვიპოვეთ ორივე ცოცხალია“- სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

მეტი...

„ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიის 25% დარჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ“- ელჩი

თურქეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბოდნარმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიის 25% რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩება. ამის შესახებ მან „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცახდა. „ბევრმა ქვეყანამ შემოგვთავაზა ცეცხლის შეწყვეტის იდეა, მაგრამ არავინ ფიქრობს, თუ რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიის 25% დარჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ. ეს ასევე ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმების განახლებისთვის თავის შესაძლებლობებს გააძლიერებს“- განაცხადა ბოდნარმა. ელჩი ამბობს, რომ რუსული ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც უკრაინაში ორ წელზე მეტია გრძელდება, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის შესაძლებელი.  

მეტი...

მიმდინარე წელს საქართველოდან 14,2 ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ოთხი პროცენტით (13,7 ტონა) აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცხრა პროცენტით გაზრდილია ექსპორტით მიღებული შემოსავალიც, რომელმაც 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. „აღსანიშნავია, რომ შარშან, ანალოგიურ პერიოდში, ატმით და ვაშლატამათი მიღებული შემოსავალი 14,8 მილიონი აშშ დოლარი იყო. ასევე, ხუთი პროცენტით გაზრდილია ატმის ღირებულებაც რომელმაც, ბოლო მონაცემებით, კილოგრამზე 1.14 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში, ატმის და ვაშლატამას ექსპორტმა 170 ათას ტონას გადააჭარბა;…

მეტი...

 „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე დაკავებული იქნა 2 ადამიანი. “ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 ივლისს, დილის საათებში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე და ოპერატორი მანუჩარ მჟავანაძე   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ სუფსაში, ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ, რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა ვ.ი-მ,  მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე დროს ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ.ი-ს ძმამ ა.ი-მ, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ვლადიმერ მენაბდემ განიცადა ფიზიკური ტკივილი…

მეტი...

ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება. მთავრობის მეთაური საფრანგეთის დედაქალაქში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად იმყოფება. პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში  28 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი – ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი – 250 ათას ლარს მიიღებს.  

მეტი...

საფრანგეთში სარკინიგზო ქსელი დააზიანეს-სარკინიგზო სისტემის მუშაობა შეფერხებულია

საფრანგეთში ჩქაროსნული რკინიგზის ოპერატორი კომპანია SNCF აცხადებს, რომ სარკინიგზო ქსელის წინააღმდეგ ვანდალური აქტები განხორციელდა, რამაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე სარკინიგზო სისტემის მუშაობა შეაფერხა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ღამით ერთდროულად რამდენიმე მავნებლური აქტი განხორციელდა, მათ შორის რკინიგზის ხაზების გასწვრვივ ინსტალაციებისთვის ცეცხლის წაკიდების რამდენიმე შემთხვევა. მათი ინფორმაციით, ვანდალური აქტები შეეხო იმ ხაზებს, რომლებიც პარიზს საფრანგეთის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებთან აკავშირებს, რამაც სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა – გაუქმდა სარკინიგზო რეისების ნაწილი, მატარებლების ნაწილი კი გადამისამართდა სხვა მიმართულებებით. „ეს არის დიდი მასშტაბის თავდასხმა, რომლის მიზანია ქალაქთაშორისი სარკინიგზო ქსელის პარალიზება“- განაცხადა SNCF-ის წარმომადგენელმა სააგენტო…

მეტი...

„ვიპოვეთ ორივე ცოცხალია“- სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

ახლობლების ინფორმაციით, სვანეთში ექვსდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. მათივე თქმით, გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი თავად გამოვიდნენ კონტაქტზე. “ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია”- წერს ანა წერედიანი. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.  

მეტი...

“ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ”- ტრამპი

„პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ” – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. ტრამპი ამბობს, რომ გაზაფხულის კონტრშეტევა არ მოხდება. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ, ეს ომის მანქანაა, თქვენ ომის მანქანას უპირისპირდებით. ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ. მათ დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი, ისინი ომს აწარმოებენ. გაზაფხულის კონტრშეტევა არ მოხდა და მე მას ვუთხარი, რომ ეს ომი უნდა დავასრულოთ. ბევრი რუსი იღუპება, მაგრამ ბევრი უკრაინელიც…

მეტი...

„განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის?“- პაპუაშვილი

„განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის?“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციას მოსახლეობა ყველგან მოსთხოვს პასუხს. „არჩევნების მოახლოებასთან ერთად დადგა მომენტი, როდესაც მათ მოუწევთ, რომ მოსცილდნენ საკუთარ ფეისბუკ-გვერდებს, გამოვიდნენ საკუთარი ტელევიზიების სტუდიებიდან და ხალხს დაელაპარაკონ.  და განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ…

მეტი...

„ოპოზიცია რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე ალაპარაკდა“- პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის რიტორიკა რუსეთის დასანქცირებასთან დაკავშირებით შეცვლილია. როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ისინი  რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. „ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას, ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების პოლიტიკის მიმართ. ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან  მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. ცხვრის ქურქის მოსხმის ეს ტაქტიკა ოპოზიციისგან  ახალი არაა. ეს მათი ნირი და წესია“- ამბობს პაპუაშვილი.  

მეტი...

“ქართული ოცნების” პარტია კორუმპირებულია და რუსეთს დაუწვა”- ყინზინგერი

„საქართველო, დაამარცხე “ქართული ოცნების” პარტია“ – წერს ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში. ყინზინგერი ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კორუმპირებულია. “ქართული ოცნების” პარტია კორუმპირებულია და რუსეთს დაუწვა. ქართველებს აქვთ შანსი, რომ ეს კურსი გამოასწორონ. თუ ამას არ იზამენ, ვშიშობ, რომ საქართველო დაიკარგება.  საქართველო, დაამარცხე “ქართული ოცნების” პარტია. კორუმპირებული ივანიშვილისგან დაიბრუნე შენი ქვეყანა. აშშ-ის მთავრობამ უნდა დაასანქციროს ის“- წერს ის.  

მეტი...

„საგზლად აქვთ ერთი პური და თხილი“- სვანეთში ახალგაზრდები ექვსი დღეა დაკარგულები არიან

სვანეთში ორ ახალგაზრდას ადგილობრივები მე-6 დღეა ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილობრივი ანა წერედიანი ვარაუდობს, რომ დაკარგულები არ იმყოფებიან კარგ მდგომარეობაში, რადგან მათ საკვების მარაგი არა აქვთ. „უკვე მეექვსე დღე გამოდის და საგზლად აქვთ წაღებული ერთი პური და თხილი. სავარაუდოდ, ახლა არ არიან კარგ მდგომარეობაში და ყოველი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია“- ამბობს ანა წერედიანი.   სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ვერტმფრენით ეძებენ

მეტი...

ისრაელი საფრანგეთს,შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს

ისრაელი საფრანგეთს ოლიმპიური თამაშების დროს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისგან ტერორისტული თავდასხმის პოტენციური საფრთხის შესახებ აფრთხილებს. როგორც ფრანგული მედია წერს, ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას წერილის საშუალებით აცნობა. „ზოგი ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ მხიარული მოვლენის აღნიშვნას“, – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ფრანგ კოლეგას. თავის მხრივს, პალესტინის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ოლიმპიადაზე ისრაელის მონაწილეობის აკრძალვას ითხოვდნენ.  

მეტი...

ტეხასში მექსიკელი ნარკობარონის შვილი დააკავეს

ტეხასში მექსიკელი ნარკობარონი „ელ მაიო“ და „ელ ჩაპოს“ ვაჟი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.  ამავე ცნობით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა (FBI) და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საგამოძიებო (HSI) სააგენტოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტეხასში, ელ-პასოში, მექსიკელი ნარკობარონი ისმაელ „ელ მაიო“ სამბადა და მისი ყოფილი პარტნიორის ვაჟი, ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანი დააკავეს. სამბადა მექსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკომოვაჭრეა და წარსულში სინალოას კარტელი „ელ ჩაპოსთან“ ერთად დააარსა.

მეტი...

“დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს”- კამალა ჰარისი

“დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს” – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. როგორც ჰარისი ამბობს, დებატები 10 სექტემბერს უნდა შემდგარიყო. „დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ. 10 სექტემბერს წინასწარ შეთანხმებულ დებატებს დავთანხმდი. ის ამას ადრე დათანხმდა. ახლა, როგორც ჩანს, ის უკან იხევს“ – განაცხადა კამალა ჰარისმა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებს არ დათანხმდება, სანამ „დემოკრატები“ საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ოფიციალურად არ შეთანხმდებიან.    

მეტი...

“ჩინეთი მუშაობს რუსეთის მიერი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გადაწყვეტისთვის“- კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკების დროს მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მუშაობს ომის პრობლემის მდგრადი და სტრატეგიული გადაწყვეტისთვის. ამის შესახებ კულებამ მედიას განუცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს დროებით გადაწყვეტილებებს, ცეცხლის დროებით შეწყვეტას, არამედ მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პრობლემის მდგრადი, სტრატეგიული გადაწყვეტისთვის“- განაცხადა კულებამ.

მეტი...

„არცერთი დრონი არ იქნება ზედმეტი“- სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ეძებენ

სვანეთში ორი ახალგაზრდის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ეძებენ, როგორც მაშველები, ასევე  მოხალისეები. ადგილობრივი ანა წერედიანი სოციალირ ქსელში წერს, რომ ლენტეხიდან დრონებით იმუშავებენ, თუმცა მათ ჩანაცვლება სჭირდებათ. „ვერტმფრენი მიფრინდა, მაშველების რაღაც ნაწილი მიიყვანა. ზემო სვანეთიდან ისევ მიდიან მოხალისეები. ლენტეხიდან იმუშავებენ დრონებით. არცერთი დრონი არ იქნება ზედმეტი! (უკვე თითოელი წუთი იმდენად მნიშვნელოვანია – გვინდა დამჯდარი დრონები უცებ ჩავანაცვლოთ) 597 568 228 – დაუკავშირდით დათოს. ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ კარგი ხალხის სიცოცხლისთვის გაწუხებთ!“- წერს ანა წერედიანი სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ვერტმფრენით ეძებენ  

მეტი...

სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ვერტმფრენით ეძებენ

სვანეთში ორი ახალგაზრდის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. სვანეთში ორ დაკარგულ ახალგაზრდას გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს ეძებენ.

მეტი...