,,გურამ კაშიამ ადამიანური მადლიერების გრძნობა გამოხატა, ხოლო უსამშობლო არსებებმა უკვე აიყვანეს თავის ბინძურ სამიზნეში და მადლიერების გამოხატვის გამო მიწასთან გაასწორეს” – დავით ქართველიშვილი

,,ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ელემენტარული ადამიანური მადლიერების გრძნობა გამოხატა ქართველი გულშემატკივრის, ფონდ ,,ქართუსა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ იმ მხარდაჭერისა და ქველმოქმედების გამო, რომელიც ჩვენმა გუნდმა საკუთარი სამშობლოს მოქალაქეებისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლების მხრიდან დამსახურებულად მიიღო”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უსამშობლო არსებებმა დღეს უკვე კაშია აიყვანეს თავის ბინძურ სამიზნეში და მადლიერების გამოხატვის გამო მიწასთან გაასწორეს. „ახალი აღთქმა: სახარება და სამოციქულო – არაერთ მოძღვრებას უთმობს ადამიანის უმადურებისა და მადლიერების თემას. წმინდა პავლე მოციქული ამაზე შორს მიდის და პირდაპირ გვაფრთხილებს: “უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი,…

მეტი...

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ სულხან გველესიანის ვარსკვლავი გაიხსნა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „დაისი” წარმოდგენა გაიმართა. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ კი, თეატრის სოლისტის, სულხან გველესიანის ვარსკვლავი გაიხსნა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 172-ე სეზონი ზაქარია ფალიაშვილის დაისით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ყოველი სეზონი ამ წარმოდგენით იხურება.

მეტი...

,,ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად“ იქცნენ” – პაპუაშვილი

,,ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს ,,მოღალატეებად” იქცნენ – მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცების სულისკვეთება არ გაიზიარეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,ნაციონალური მოძრაობის მიმდევართა კამპანიამ, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფეხბურთელების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა, კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცობის“ ნამდვილი არსი. ფეხბურთში წარმატების ეიფორიამ გარეთ გამოიტანა ყველა ის დამალული თვისება, რომლების დაფარვასაც ასე გულმოდგინედ ცდილობენ ნაციონალები, მაგრამ ემოციურ მომენტებში მაინც ვლინდება და ყველასთვის აშკარად ხდება: – არ თქვა მადლობა – არ დაუთმო ადგილი – დასცინე რწმენას – უარყავი სხვების ცოდნა და გამოცდილება –…

მეტი...

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყანაში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. წინასწარი შედეგები შესაძლოა დღის ბოლომდე გახდეს ცნობილი. მოქალაქეებმა არჩევანი პრეზიდენტობის ორ კანდიდატს, მასუდ პეზეშკიანსა და საიდ ჯალილის შორის უნდა გააკეთონ. ყოფილი კარდიოქირურგი პეზეშკიანი ირანის ე.წ. მორალის პოლიციას აკრიტიკებს, ამომრჩეველს ერთიანობას და მსოფლიოსგან ირანის იზოლაციის დასრულებას ჰპირდება. საიდ ჯალილი კი, რომელიც ბირთვულ საკითხებზე ყოფილი მომლაპარაკებელია და რელიგიურ თემებში ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, მკაცრი ანტიდასავლური პოზიციით არის ცნობილი. პირველ ტურში, რომელიც 28 ივნისს გაიმართა, პეზეშკიანმა ხმების 44% დააგროვა, ხოლო ჯალილიმ – 40%. არჩევნებზე აქტივობამ 40%…

მეტი...

,,როტაციულ თავმჯდომარეს EU-ს სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია” – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ უნგრეთს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნაა, არ აქვს უფლებამოსილება აწარმოოს დიალოგი რუსეთთან ევროკავშირის სახელით. ეს განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარასკევს ორბანი მოსკოვში ჩასვლას და პუტინთან შეხვედრას აპირებს. ,,ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეს არ აქვს მანდატი, რომ ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან. ევროპული საბჭო მკაფიოა: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი კი უკრაინა. უკრაინის გარეშე დისკუსია უკრაინის შესახებ არ შეიძლება”, – დაწერა მიშელმა. ცნობისთვის, უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 1 ივლისს გახდა.

მეტი...

5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების ორგანიზატორები 3 წლის შემდეგაც დაუსჯელები არიან – საია

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმაურება. ორგანიზაციის თქმით, 3 წლის შემდეგაც შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული, ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან. საია 19 პირის ინტერესებს იცავს, მათგან, 17 პირი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას, ხოლო 2 პირს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მათი ასოცირება თანმხლები პირებისა და სხვადასხვა აქსესუარის გამო, ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა. საიამ მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა.…

მეტი...

„მოვუწოდებთ სომხეთს, არ გამოიყენოს სტერეოტიპული ფრაზები საქართველოს მითიურ ტერიტორიულ მთლიანობაზე” – აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, არარატ მირზოიანის თბილისში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მირზოიანმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა : „მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, არ გამოიყენოს სტერეოტიპული ფრაზები საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგება ობიექტურ რეალობას“, – ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში. არარატ მირზოიანი საქართველოში 3 ივლისს იმყოფებოდა. გარდა ამისა, სოხუმში ყურადღებას ამახვილებენ და შფოთავენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, „სომხური მხარის პოზიციის ცვლილებაზე”. სომხეთმა დევნილების დაბრუნების რეზოლუციას წელს პირველად დაუჭირა მხარი: „შემაშფოთებელია, რომ სომხეთის წარმომადგენლებმა პირველად დაუჭირეს მხარი ამ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის სომხურ დიასპორას…

მეტი...

ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი კონკურსს აცხადებს

ლიტერატურული კონკურსი ,,ილია თანამედროვე პოეზიაში” გაიხსნა. ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელებმა კონკურსის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. როგორც პროექტის ავტორი გიორგი სავანელი აცხადებს, კონკურსის მიზანია ილიას ფენომენის/არსისა და იდეის აქტუალიზაცია სალიტერატურო და საჯარო სივრცეში;  ილიას შესახებ საჯარო დისკურსის ხელშეწყობა და მედიუმად ლიტერატურის გამოყენება;  ილია ჭავჭავაძის პერსონის და მოღვაწეობის გააზრება და გადააზრება პოლიტკონიუნქტურის გარეშე, თანამედროვე კონტექსტში, ერთიანი ეროვნული და ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე და ილიას შესახებ ახალი ლიტერატურული/პოეტური ნიმუშების შექმნა და პოპუპარიზაცია. დეტალურად ვიდეოში:

მეტი...

რუსების თავდასხმების შედეგად ხარკოვის ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა

ხარკოვის ოლქში, გასული დღის განმავლობაში, რუსების თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისი თქმით, ქალაქ კუპიანსკში საზენიტო რაკეტით დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, სოფელი ლოსივკას დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იზიუმის რაიონში, ქალაქ ბოროვაში კი წიწვოვან ტყეში გაჩნდა ხანძარი. კუპიანის რაიონში, თავდასხმას 1 ქალი ემსხვერპლა, დაშავდა 4 ქალი და 1 კაცი. ხარკოვის რაიონის, სოფელ რუსკა ლოზოვაზე იერიშის შედეგად 1 ქალი დაიღუპა და 1 კაცი დაშავდა. კუპიანის რაიონში დაზიანდა საკრებულოს შენობა.

მეტი...

,,თალიბანი”, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ასტანაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ,,თალიბანი” ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთის მოკავშირეა. ,,ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ,,თალიბანი” აკონტროლებს ძალაუფლებას ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, ,,თალიბანი”, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში”, – თქვა პუტინმა. პუტინის თქმით, ნებისმიერი მთავრობა დაინტერესებულია იმ ძალაუფლებისა და სახელმწიფოს სტაბილურობით, რომელსაც ის მართავს. ,,დარწმუნებული ვარ, რომ თალიბანი დაინტერესებულია, რომ ავღანეთში ყველაფერი სტაბილურად იყოს“, – დასძინა მან. მოსკოვი კვლავ აგრძელებს ურთიერთობას ,,თალიბანთან”, მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლიდან ის აკრძალულ ორგანიზაციადაა დასახელებული.

მეტი...

ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე მოძრაობა ნაწილობრივ 5 აგვისტომდე შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოძრაობის ნაწილობრივი შეზღუდვა 5 აგვისტოს ჩათვლით იმოქმედებს. ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა 5 ივნისიდან ნაწილობრივ შეზღუდულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში. ,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას. 5 ივნისიდან, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.…

მეტი...

,,ზუსტად ვიცი, რამდენიმე საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგება დაპაუზებულია” – ბრიტანეთის ელჩი

,,ზუსტად ვიცი, რამდენიმე საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგება დაპაუზებულია”, – ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი საუბრობს და ამბობს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ეს გადაწყვეტილება გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ მიიღეს. ელჩმა საქართველოში ინვესტიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი სწორედ გაერთიანებული სამეფოა. მან აღნიშნა, რომ მღელვარებისა და არასტაბილურობის ფონზე, რაც საქართველოს გამჭვირვალობის შესახებ კანონმა მოუტანა, ბრიტანული კომპანიების ღირებულება ასეული მილიონობით ფუნტით შემცირდა. ,,ყველაზე მეტად, რაც ინვესტორებს აწუხებთ ძალადობისა და დაშინების ფაქტებია. ჩვენ დავგმეთ ასეთი ქმედებები, მაგრამ ბრიტანელი, ინსტიტუციური ინვესტორები უყურებენ რა ხდება ქვეყანაში, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს…

მეტი...

,,პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – ექიმი პარაშუტიდან ჩამოვარდნილი ტურისტის მდგომარეობაზე

,,პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი პარაშუტიდან ჩამოვარდნილი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახბ საუბრობს. ,,ჩვენთან შემოვიდა არაბეთის მოქალაქე. მე როგორც გადმომცეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა, სავარაუდოდ, ჩამოვარდა საჰაერო ბურთიდან. ჩვენთან შემოყვანილი იქნა, მდგომარეობა იყო სტაბილური, პერიოდულად დეზორიენტირებული, პერიოდულად ადეკვატური, თუმცა, ამ ეტაპისთვის მდგომარეობა ნორმალურია. დინამიკაში, ჩვენთან შემოსვლისთანავე დაიწყო კვლევები, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური კვლევები, კომპიუტერული კვლევებიც, ეხოსკოპიური და ულტრაბგერითი კვლევებიც. ამ ეტაპისთვის შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი გონზეა, კონტაქტურია, ადეკვატურია”, – ამბობს ექიმი. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით…

მეტი...

ორბანი, კიევში ვიზიტის შემდეგ, დღეს მოსკოვს ეწვევა და პუტინს შეხვდება – Financial Times

Financial Times ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარასკევს უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩასვლას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს გეგმავს. გამოცემა ერთ უნგრელ და ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ამბობს, რომ ასეთი ვიზიტი, რომელზეც ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, ნამდვილად იგეგმება. მანამდე ვიზიტზე წერდა ,,რადიო თავისუფლების” ევროპის ბიურო, ასევე უნგრელი ჟურნალისტი საბოლც პანი. სტატიის მიხედვით, ორაბნი უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლის შესრულებას აპირებს. ამ კვირაში ორბანი კიევს ეწვია. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში 2012 წლის შემდეგ. მოგზაურობის დროს მან თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის შესთავაზა განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა რუსეთთან სამშვიდობო…

მეტი...

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მედიის ცნობით, 45 წლის ქართველი სუპერმარკეტში შეიჭრა, შესასვლელი კარი შეამტვრია და სალაროდან რამდენიმე სიგარეტისა და თანხის გატანას ცდილობდა, რა დროსაც განგაშის სიგნალი ჩაირთო და პოლიციამ ის ადგილზევე აიყვანა. სამართალდამცავების თქმით, ქართველი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას თან ჰქონდა ნაძარცვი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათას ევროს შეადგენდა. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

ბრიტანეთის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

დიდი ბრიტანეთის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა მოიპოვა თემთა პალატაში უმრავლესობისთვის საჭირო 326 ადგილი, უფრო ზუსტად, ეგზიტპოლის მონაცემებით 410 მანდატი და დაასრულა კონსერვატორთა 14-წლიანი მმართველობა. პარტიის ლიდერმა, კეირ სტარმერმა სიტყვით მიმართა გახარებულ მხარდამჭერებს და თქვა, რომ ,,ცვლილება ახლა იწყება”. ,,ჩვენ ეს შევძელით, თქვენ ამისთვის ჩაატარეთ კამპანია, თქვენ იბრძოლეთ ამისთვის, თქვენ მიეცით ხმა და ახლა ის მოვიდა. ცვლილება ახლა იწყება” – თქვა მან. ყოფილმა პრემიერმა, რიში სუნაკმა აღიარა არჩევნებში მარცხი და თქვა, რომ დაურეკა სტარმერს რათა მიელოცა გამარჯვება. ,,დღეს ძალაუფლება მოწესრიგებულად და მშვიდობიანად შეიცვლება. ბრიტანელმა ხალხმა გამოიტანა გამოსაფხიზლებელი განაჩენი.…

მეტი...

,,სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს” – ხაბეიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული 300-500 პირის ჩამოყვანას გეგმავს. აღნიშნული პირები საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის იქნებიან მობილიზებული. მისი თქმით, შესაძლოა სწორედ ეს საკითხი განიხილეს, UFC-ის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გერმანიაში პრემიერმა კობახიძემ და მერმა კახი კალაძემ. ,,ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნიდან კუნთმაგარი ადამიანების, 300-500 პირის მობილიზება მოხდება, რომლებიც შემდგომ თავ-პირს დაამტვრევენ საარჩევნო უბნებთან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ჰკითხეთ კალაძეს და კობახიძეს, მათი ეს შეხვედრა ხომ არ უკავშირდებოდა ქვეყანაში ზონდერების ჩამოყვანას? გვითხრან რა საკითხზე ისაუბრეს, გეოპოლიტიკაზე რომ არ ისაუბრებდნენ ვიცით,…

მეტი...

,,ქვეყანამ არასდროს უნდა დაივიწყოს პარტნიორებმა რამდენ დარგში, რამდენი სფეროს განვითარებისთვის და რამდენ პროექტში გაუწოდეს ხელი” – ზურაბიშვილი

ორბელიანების სასახლეში ,,ევროპა ნოსტრას” მიერ დაჯილდოებული პროექტის, ,,ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში” მონაწილეების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ფშავის მკვიდრი ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა. მისი თქმით, ის, რომ კოშკის აღდგენაში იქაურმა თემმა და ოჯახმა დიდი წვლილი შეიტანა, კარგი მაგალითია ყველასთვის, პირველ რიგში კი ახალგაზრდებისთვის, რომ ,,ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართული ჩვენი ევროპული მომავლის მშენებლობასა და აღდგენაში – ეს ჩვენი მთავარი მიზანი და გზაა”. ,,მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ ალბათ, ეს პროექტი არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ევროპელი…

მეტი...

პარაშუტის ჩამოვარდნა ბათუმში – შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში, სანაპიროზე პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, სადაც ერთი ტურისტი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

პოლიციის მობილიზება საგარეჯოში – იყო სროლა

საგარეჯოს ცენტრში, გვიან ღამით, პოლიციის საგანგებო მობილიზება იყო. არსებული ინფორმაციით, იყო სროლაც და, სავარაუდოდ, დაჭრილია ერთი ადამიანი. ამის შესახებ მოსახლეობა Facebook-ჯგუფებში წერს. არსებული ცნობებით, ე.წ. რეიდებს პოლიცია სწორედ სროლის შემდეგ ატარებს.

მეტი...

კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა

კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

აგენტი რობოტი (ვიდეო)

მომსახურე რობოტი, მასპინძელი რობოტი, ჰაერის დამატენიანებელი რობოტი და აგერ უკვე, აგენტი რობოტიც, რომელიც სასტუმროს პერიმეტრზე სტუმრებს აკონტროლებს და ამოწმებს სასტუმროში შესაშვებია თუ არა.      

მეტი...