თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „დაისი” წარმოდგენა გაიმართა. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ კი, თეატრის სოლისტის, სულხან გველესიანის ვარსკვლავი გაიხსნა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 172-ე სეზონი ზაქარია ფალიაშვილის დაისით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ყოველი სეზონი ამ წარმოდგენით იხურება.