ლიტერატურული კონკურსი ,,ილია თანამედროვე პოეზიაში” გაიხსნა. ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელებმა კონკურსის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს.
როგორც პროექტის ავტორი გიორგი სავანელი აცხადებს, კონკურსის მიზანია ილიას ფენომენის/არსისა და იდეის აქტუალიზაცია სალიტერატურო და საჯარო სივრცეში; ილიას შესახებ საჯარო დისკურსის ხელშეწყობა და მედიუმად ლიტერატურის გამოყენება; ილია ჭავჭავაძის პერსონის და მოღვაწეობის გააზრება და გადააზრება პოლიტკონიუნქტურის გარეშე, თანამედროვე კონტექსტში, ერთიანი ეროვნული და ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე და
ილიას შესახებ ახალი ლიტერატურული/პოეტური ნიმუშების შექმნა და პოპუპარიზაცია.
დეტალურად ვიდეოში: