სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას განიხილავენ

სომხეთის პარლამენტში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას განიხილავენ. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ამ თემაზე მოსმენა  21 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება. სომხეთის პარლამენტში აღნიშნული მოსმენის გამართვის ინიციატივა „სომხეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმას“ ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე პოლიტიკურ ძალას აერთიანებს

მეტი...

„ენჯეოებთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო”- ევროკომისიის გენერალური დირექტორატი

ვროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო. “ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის კონტექსტში განმარტება. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო”- წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი. კერძოდ, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ცნობით, 2019-2024 წლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგმა უწყებებმა მიიღეს; 111.55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები; 101.40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო; 62.75 მილიონი ევრო – თავდაცვის…

მეტი...

ბეიჰაი – საუკეთესო ტურისტული ქალაქი მანგროს ხეებით (video)

ბეიჰაი,  გუანქსის რეგიონის სამხრეთით მდებარეობს. ჩინეთში ის აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქალაქი, ეროვნული ისტორიული და კულტურული ქალაქი, ეროვნული ბაღის ქალაქი, 10 საუკეთესო საცხოვრებელი ქალაქი, ზამთრის კურორტი და ეროვნული დღეგრძელობის ქალაქი. ბეიჰაი ერთადერთი ქალაქია დასავლეთ ჩინეთში, რომელსაც აქვს სატრანსპორტო ქსელი, რომელიც აერთიანებს ღრმა წყლის საზღვაო პორტებს, ყველა ამინდის აეროპორტსა და ჩქაროსნულ რკინიგზას. ეს არის ულამაზესი სანაპირო, ჭარბტენიანი, რომელიც ცნობილია მანგროს ხედებოთა და  მეთევზეთა კულტურით. მას აქვს უნიკალური და იშვიათი მანგროს ეკოლოგიური ბუნებრივი ლანდშაფტი. მანგროები  ცნობილია როგორც “ზღვის მცველები” და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტალღების დამსხვრევასა და ნაპირების დაცვაში, ზღვის წყლის გაწმენდასა…

მეტი...

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციაზე 10 ადამიანი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  10 პირი დააკავა. საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს, ირანის ისლამური სახელმწიფოს მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან  მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით,  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა. ბრალდებულებისგან   შემდგარმა ორგანიზებულმა ჯგუფმა,  მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის ქონების გათეთრება. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა ფუნქციები, რომელიც ემსახურებოდა  დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონების შენიღბვას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ეკონომიკურ ბრუნვაში ლეგალური სახით…

მეტი...

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ეს არის პირველი პრეცედენტი ევროპის ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების ისტორიაში, როდესაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ადვოკატურის წარმომადგენელი გახდა. დავით ასათიანი ამჟამად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას საერთო საარჩევნო კრების გადაწყვეტილებით, მეორე ვადით იკავებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ის ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ასათიანის განცხადებით, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის პოზიციაზე მისი არჩევა საპატიო პასუხისმგებლობაა, რაც ქართული ადვოკატურის დამოუკიდებლობის, მისი განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაზე მიუთითებს. ,,მსურს, მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ევროპის…

მეტი...

,,ანტირუსულ აქციებში მონაწილეების მიმართ სასამართლო ჯარიმების საერთო ოდენობა 150 000 ლარს აჭარბებს” – არასამთავრობოები

12 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს აპრილი-მაისის პერიოდში, გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული, დაზარალებული და დაჯარიმებული პირების უფლებების დაცვას. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 10 ივნისის მდგომარეობით, ქსელი სამართლებრივ დახმარებას უწევს 375 პირს. აქედან: წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან 216 პირს; შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას – 61-ს; სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვას/ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობას – 8-ს; გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ქსელი სამართლებრივ დახმარებას უწევს 90 პირს (დაზარალებულებს, მოწმეებს, ბრალდებულებს). ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ დროისთვის, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ 9…

მეტი...

მთავრობის წარდგინება საფრანგეთში ელჩისა და NATO-ში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტს არ მიუღია – ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის წარდგინება საფრანგეთში საქართველოს ელჩისა და NATO-ში საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს არ მიუღია. ადმინისტრაციამ აღნიშნული პასუხი დეპუტატ თეონა აქუბარდიას გაუგზავნა, რომელმაც ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით უწყებას სადეპუტატო კითხვით მიმართა. პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველო პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არ გამართულა წინასწარი კონსულტაციები ელჩების კანდიდატურების შერჩევისა და კანდიდატურებზე შეთანხმების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა ელჩობის კანდიდატების სია, თუმცა მათ შორის, არ არის ჯუანშერ ბურჭულაძის სახელი და გვარი, რომელიც NATO-ში ელჩად განიხილება. მანამდე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ “პრეზიდენტი…

მეტი...

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირი ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, კიდევ ერთი წლით, 2025 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს. ,,საბჭომ დღეს გადაწყვიტა განაახლოს ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციები რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ, 2025 წლის 23 ივნისამდე… ევროკავშირი არ ცნობს და კვლავ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევას”, – წერია განცხადებაში. ამჟამად მოქმედი სანქციები პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა. შემაკავებელი ზომები მოიცავს, ევროკავშირში უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული…

მეტი...

კობა კობალაძე ახალციხეში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი, ზურაბ ფარცახაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, ვეტერანებმა, მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვებზე მიიღეს პასუხი. კობა კობალაძემ ყველა იმ საკითხზე, გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ვეტერანების სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობისა და ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას. მან ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, რომელთა განხორციელებასაც, სამსახური, რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის გეგმავს. კობა კობალაძე,ვეტერანებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში იმყოფებოდა, სადაც უკრაინაში,რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ხვიჩა გვირჯიშვილის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო და…

მეტი...

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე „ვიშეგრადის“ პროექტის ფარგლებში კომუნალურ მომსახურებებზე საინფორმაციო ბიულეტინები გამოქვეყნდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში პოლონეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ საინფორმაციო ბიულეტინები გამოქვეყნდა. დოკუმენტის ავტორები არიან სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) და ფონდი ,,პარტნიორები კლიმატისთვის” (P4C). საინფორმაციო ბიულეტინები შეეხება პარტნიორ ქვეყნებში კომუნალური მომსახურებების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას. დოკუმენტები განთავსებულია პროექტის საიტზე: ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში პროექტი განხორციელება…

მეტი...

,,ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა არის გამოუსადეგარი თემა შანტაჟისთვის” – პრემიერი

,,2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი; სადაც პრინციპულად დადგები, იქ შედეგსაც მიიღებ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა შანტაჟისთვის გამოუსადეგარი თემაა. „რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, თქვენ გახსოვთ რამდენი ტყუილი ვრცელდებოდა თქვენი ტელევიზიების მხრიდან, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, იტყუებოდით და იტყუებოდნენ. თქვენ იტყუებოდით, რომ კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი და შემდეგ, წელიწად-ნახევრის თავზე, როდესაც გვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თქვენვე ამტკიცებდით იმას, რომ არავითარი ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი არ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. შესაბამისად,…

მეტი...

ივნისი შინაური კომპანიონი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის თვეა

ივნისი შინაური კომპანიონი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის თვეა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ შეთავაზებული კამპანიის ფარგლებში მეპატრონეებმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი) შინაური ცხოველების ჩიპირება-რეგისტრაცია მოახდინეს. კამპანიის ფარგლებში, პირველი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისი მეპატრონეებმა ვაკის პარკში მიიღეს. ხოლო მომდევნო დღეებში, აღნიშნული პროცედურის ჩატარება ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ მისამართებზე: 18 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. – მზიურის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) 23 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. – დიღმის მასივი, ვლადიმირ მაიაკოვსკის პარკი (მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ) 25 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. – გლდანის მე-6 მიკრორაიონი, მეშვიდე და მერვე კორპუსებს შორის არსებული პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) ️️ აღნიშნული…

მეტი...

,,როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი და გვარამია გაერთიანდნენ, ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები” – პრემიერი

როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი და გვარამია გაერთიანდნენ, ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ. ერთმანეთს ლანძღავდნენ და აგინებდნენ ეს ადამიანები უშვერი სიტყვებით. ეს არის ოპოზიციის საცოდავი მდგომარეობა დღევანდელ დღეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა – ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები. ,,მთელი ოპოზიცია არის საოცრება – ხაზარაძე და გახარია აპირებენ გაერთიანებას. ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს, მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, გვარამია რასაც უწოდებდა სალომე ზურაბიშვილს, ამას ვერავინ ვერ გავიმეორებთ. ასეთი საშინელება ხდება. როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა –…

მეტი...

,,ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმით თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება, მზად ვარ, მივცე ჩვენება” – კობახიძე

,,ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმეზე მე მზად ვარ, რომ თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება, მივცე ჩვენება და ეს გამოძიება შეიძლება იყოს აქტუალური კონკრეტული ქვეყნებისთვის და არა ქართული გამოძიებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ საქართველოს რეალობისთვის გამოძიების დაწყება იყოს რელევანტური. „რაც შეეხება ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმეს, მე ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება, რომ თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება მზად ვარ, მივცე ჩვენება და ეს გამოძიება შეიძლება იყოს აქტუალური კონკრეტული ქვეყნებისთვის და არა ქართული გამოძიებისთვის. მე არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში, მუქარა…

მეტი...

,,გახარია და ხაზარაძე ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას” – კობახიძე

,,გახარია და ხაზარაძე ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, ისინიც მზად არიან ამისთვის, ასეთია ჯაშუშისა და აგენტის ბედი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ე.წ. ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მართულია და მათ არ აქვთ დამოუკიდებლობა. „ნული დამოუკიდებლობა აქვთ ამ ე.წ. პარტიებს, ვისაც ჰქვია ოპოზიცია ის სინამდვილეში არის აბსოლუტურად მართული, არავითარი დამოუკიდებლობა მათ არ აქვთ, შესაბამისად, ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ნაბიჯი შეიძლება, გადაადგმევინონ. ეს არის აგენტის, ჯაშუშის ბედი. აქაც ვხედავთ კონკრეტულ მაგალითზე გახარიას და ხაზარაძის მაგალითზე…

მეტი...

,,როგორ შეიძლება ,,ახალი” დაარქვა იმას, რაც საზოგადოებას აქვს უკვე წლების მანძილზე ყელში ამოსული” –

გვარამია-მელიას რომ „ახალი“ ჰქვია, ეს უკვე სასაცილოა. როგორ შეიძლება “ახალი” დაარქვა იმას, რაც საზოგადოებას აქვს უკვე წლების მანძილზე ყელში ამოსული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ოპოზიცია სინამდვილეში არის არა ოპოზიცია, არამედ უცხოელი აგენტების ერთობლიობა. „გვარამია-მელიას რომ „ახალი“ ჰქვია, ეს უკვე სასაცილოა. როგორ შეიძლება ახალი დაარქვა იმას, რაც საზოგადოებას აქვს უკვე წლების მანძილზე ყელში ამოსული. თქვენ გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ ეს ადამიანები როცა იყვნენ ხელისუფლებაში, 2004 წლიდან მოყოლებული და მერე რას აკეთებდნენ ისინი ოპოზიციის რიგებიდან. 20 წელია, ეს ადამიანები არ ასვენებენ ამ ქვეყანას და თავის თავს…

მეტი...

,,ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია” – პრემიერი

ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. „მე მქონდა ბერლინში კომუნიკაცია რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, რამდენიმე ვიცე-პრემიერთან, რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მათში დავინახე აბსოლუტურად ჯანსაღი განწყობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოპოზიციის სიხარული არის ნაადრევი საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით. არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველოს მოსახლეობა, არავინ არ აპირებს დასაჯოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისად, ყველაფერი იქნება კარგად ქვეყნისთვის და ცუდად…

მეტი...

„საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ოპოზიციის სიხარული ნაადრევია“-კობახიძე

„გერმანიაში ვიზიტისას მქონდა კომუნიკაცია რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან,  ვიცე-პრემიერთან, რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან, მათში დავინახე აბსოლუტურად ჯანსაღი განწყობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. როგორც პრემიერიმა აღნიშნა, ნაადრევია ოპოზიციის სიხარული, რომ საქართველო დაისჯება. „ოპოზიციის სიხარული არის ნაადრევი საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით, არავინ აპირებს, დასაჯოს საქართველო, მისი მოსახლეობა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ყველაფერი იქნება კარგად ქვეყნისთვის და ცუდად ოპოზიციისთვის“, – განაცხადა კობახიძემ. ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბერლინში 11-12 ივნისს იყო, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

მეტი...

,,ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მერიამ „კაფე მზიურის“ დამფუძნებელს საწარმოს გასხვისებასთან დაკავშირებით წინასწარ არ აცნობა” – კალაძე

„ტყუილია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს თბილისის მერიამ სოციალური საწარმო „კაფე მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით საწარმოს დამფუძნებელს, ანა გოგუაძეს წინასწარ არ აცნობა“ , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან განმარტა, ამოიწურა ორწლიანი ხელშეკრულების ვადა, რომლის შემდეგაც, კაფე აუქციონის წესით გასხვისდება. „მე ანა გოგუაძისგან არ მომისმენია განცხადება, რომ მერიამ კაფეს გასხვისებასთან დაკავშირებით არ შეატყობინა. თქვენ იტყუებით უბრალოდ. „ფორმულა“, კეზერაშვილის ტელევიზია რომ მოიტყუება, ამაში სიახლე არაფერია. თავად ანა გოგუაძესაც ჰქონდა გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მან შეტყობინების სახით მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ორწლიანი ხელშეკრულების ვადა ამოწურულია. რაც შეეხება სოციალური…

მეტი...

,,გერმანიაში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ, გვინდა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი კვალი დავტოვოთ” – ხვიჩა კვარაცხელია

უეფა-ს ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა. საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერმა რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. „საქართველოში საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის ახლა ინდივიდუალური წარმატება არც ისე მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრებში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ნაზავია. ჩვენ გავხდით ერთი დიდი გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეუძლია. გურამ კაშია ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძი ადამიანია, ის ჩვენზე უფროსი და გამოცდილია, მაგრამ ყოველდღიურად იმდენს ვარჯიშობს, რამდენიც საჭიროა. ის ნამდვილი კაპიტანია, მოედანზე და მის მიღმა ყველაფერს აკეთებს, რაც კაპიტანს ევალება. ყველა ქართველი ოცნებობდა, რომ ოდესმე ასეთ დიდ ტურნირზე გვეთამაშა.…

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. ომის კაბინეტი ისრაელზე 11 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის კამპანიის მართვისთვის შეიქმნა. პრემიერ-მინისტრის ოფისში განმარტავენ, რომ ომის კაბინეტის შექმნა იყო პარტია „ეროვნული ერთიანობის“ თავმჯდომარის, ბენი განცის კოალიციური შეთანხმების ძირითადი მოთხოვნა. განცმა, რომელიც ომის კაბინეტის ერთ-ერთი წევრი იყო, კოალიცია გასულ კვირას დატოვა. როგორც პრემიერის ოფისში განაცხადეს, ახლა, როდესაც საგანგებო ერთიანობის მთავრობა აღარ არის, ომის კაბინეტის არსებობა, რომელიც ამ შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, არ არის აქტუალური. ომთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ…

მეტი...

აშშ-ში ატრაქციონზე თავდაყირა დარჩენილი 28 ადამიანი გადაარჩინეს

ორეგონში მაშველებმა გადაარჩინეს 28 ადამიანი, რომლებიც 30 მეტრის სიმაღლეზე ატრაქციონზე თავდაყირა იყვნენ ჩარჩენილები. შედეგად ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, წერს Sky News . ინციდენტის თვითმხილველმა კრის რაიანმა თქვა, რომ ის და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ გასართობ პარკში და აპირებდნენ ამ ატრაქციონზე ასვლას. თუმცა, მამაკაცმა გაიგო, რომ ხალხი ამბობდა: „ღმერთო ჩემო, ისინი თავდაყირა არიან“. როდესაც მგზავრობა შეჩერდა, პარკის თანამშრომლებმა სწრაფად გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომელიც 25 წუთში მივიდა. ტექნიკურმა მუშაკებმა რამდენიმე წუთში შეძლეს მანქანის დაბრუნება განტვირთვის ადგილას. გასართობ პარკში განმარტავენ, რომ ატრაქციონი 2021 წლიდან ფუნქციონირებს და აქამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონია. „გვსურს გამოვხატოთ ჩვენი…

მეტი...

ევროკავშირის ლიდერები არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის ლიდერები დღეს არაფორმალურ შეხვედრაზე ბლოკის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დამტკიცების საკითხს განიხილავენ, ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობას, სავარაუდოდ, მეორე ვადით დაიკავებს მას შემდეგ, რაც მისმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტს არჩევნებში გაიმარჯვა. ამასთან, ევროპული საბჭოს მომავალი ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატებს შორის არის პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოსტა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, სავარაუდოდ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი ჩაანაცვლებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტს კი მოქმედი პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა შეინარჩუნებს. ევროკავშირის ლიდერები, დღეს, სავარაუდოდ, პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწევენ, 27-28 ივნისს კი ეს შეთანხმება…

მეტი...

რუსეთში მძევლების გათავისუფლების ოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა – მოკლულია 6 პატიმარი

პატიმრები, რომლებმაც მძევლები აიყვანეს დონის როსტოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში, მოკლეს. მედია ინფორმაციას ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ მძევლები თავისუფლები არიან. უწყება ამბობს, რომ მძევლები ოპერაციის დროს არ დაშავებულან. ერთ-ერთი მძევალი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის როსტოვის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო, მეორე ზედამხედველი. ,,ინტერფაქს” სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, რომ ექვსი პატიმარი ითხოვდა მათთვის მანქანის გადაცემას და თავისუფლად წასვლის უფლების მიცემას.

მეტი...

ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში კვლავ წარმატებით იასპარეზა

პოლონეთის ქალაქ იოვორზნოში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის – IFA ს ეგიდით, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები მსოფლიოს 22 ქვეყნიდან. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრებიც, 8 ათლეტის შემადგენლობით,რომელთა შორის, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძეც გახლდათ. იგი, პოლონეთში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და კომპანია ‘’RMG / არემჯი გოლდის’’ მხარდაჭერით გაემგზავრა. ზვიად ხაჩიძე, ვეტერან სპორტსმენთა შორის, მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მარცხენა ხელით ორთაბრძოლაში, ვეტერანი,მიღებული ტრავმის გამო, მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა,ხოლო მარჯვენა ხელით, ფინალში, პოლონელ მეტოქესთან იასპარეზა და მეორე ადგილს დაეუფლა. საქართველოს ნაკრებმა, ჯამში, 6 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.…

მეტი...

,,იმედი მაქვს, პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას გადახედავს და ყველა წარდგენილ პირს სათანადოდ მიაგებს პატივს და დააჯილდოებს” – თეა წულუკიანი

,,ჩვენ მთავრობის მიერ წარდგენილ სიას დღესაც ბოლომდე ვუჭერთ მხარს. იმედი მაქვს, პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას გადახედავს და ყველა წარდგენილ პირს სათანადოდ მიაგებს პატივს და დააჯილდოებს”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფეხბურთის ნაკრების წევრებისა და ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების საკითხზე განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ფედერაციაში ადამიანები გაურკვეველი ნიშნით დაყო, რაც მას ნეგატიურად ახასიათებს. „რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რასაკვირველია, ჩვენ მთავრობის მიერ წარდგენილ სიას დღესაც ბოლომდე ვუჭერთ მხარს. მე, როგორც სპორტის მინისტრს, დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას გადახედავს და ამ სიაში მყოფ ყველა წარდგენილ პირს…

მეტი...

„პუტინმა, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს“ – ლიტვინენკო

“უკრაინაში რუსული არმიის დამარცხების შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს”, – განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ ლიტვინენკომ. როგორც ლიტვინენკომ აღნიშნა, ასეთმა დამარცხებამ, შეიძლება, გამოიწვიოს რუსული “ფრონტების” დაშლა, ჯარიდან დეზერტირება და პროტესტი მოსკოვში. ალექსანდრ ლიტვინენკოს განცხადებით, ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელსაც ნაკლები ძალა აქვს. მისი განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი გამოიყენებს სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს, რაც თითქმის უეჭველად გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს. ლიტვინენკო ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთის დამარცხება უკრაინის ბრძოლის ველზე ავტომატურად არ გამოიწვევს მოსკოვის მიერ ბირთვული…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას ახორციელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას, ორგანიზაცია „მეიჰიუ საქართველოსთან“ ერთად კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში ახორციელებს. მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში ტარდება, საიდანაც, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, იდენტიფიცირებული და სტერილური ცხოველები პირვანდელ გარემოში ბრუნდებიან. კლინიკაში ძაღლებს ასევე უტარდებათ ცოფისა და გავრცელებული ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია. აღნიშნული პროგრამა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მიზანია, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის კოლაბორაციული მენეჯმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტერიტორიიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟების მიერ არაიდენტიფიცირებული ძაღლების „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში სტერილიზაცია/კასტრაციისა და იდენტიფიცირების მიზნით გადაყვანას და უკან დაბრუნებას. სტერილიზაციის გარდა, ექიმი-ვეტერინარები ასევე ამოწმებენ ცხოველების…

მეტი...

,,თბილისში სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დადგენის მიზნით საპილოტე პროექტი ხორციელდება” – კალაძე

თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს საპილოტე პროექტს, რომლის მიზანი კონკრეტულ ლოკაციებზე დამონტაჟებული დეტექტორების მეშვეობით, სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დადგენაა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპილოტე პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის რეგულაციის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა და მათი მფლობელებისთვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრება. „აღნიშნული დეტექტორები უკვე დამონტაჟებულია ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, წინასწარ განსაზღვრულ ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს საპილოტე პროექტის ტესტირება. ტესტირების წარმატებით დასრულების შემდგომ, შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის რეგულაციის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა და მათი მფლობელებისთვის…

მეტი...

,,ფეხბურთი არის ეროვნული ერთიანობის თემაა და მე ვარ იქ, სადაც არის ეროვნული ერთიანობა” – პაატა მანჯგალაძე

სალომე ზურაბიშვილის მიერ, ღირსების ორდენზე წარდგენილი ეროვნული ნაკრების 53 კაციანი სიიდან, 19 პირის ამოღების საკითხს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისთვის გმირია ყველა ის ადამიანი, ვისაც მცირედი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაყვანის საკითხში. ,,ყველა, ვინც საქართველო გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, არის გმირი და სხვა შეფასებას ვერ გავაკეთებ. ნამდვილად არ ვაპირებ ამას შევხედო ჩემი სიმპათია ანტიპათიის ჭრილში. შეიძლება ვიღაცის პოლიტიკური გემოვნება არ მომწონდეს, არ ემთხვეოდეს ჩემსას, მაგრამ ჩემთვის არის გმირობა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. პრეზიდენტს, ალბათ, ექნება თავის ახსნა. ამას არ ვუყურებ პარტიულ…

მეტი...

ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა

ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში სარკინიგზო ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. სატვირთო მატარებელი გაჩერებულ სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. უცნობია, რა გახდა შეჯახების მიზეზი. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩატარდება გამოძიება. ადგილზე გაგზავნილია სამედიცინო სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაჰყვათ.

მეტი...

,,ყველას გელოდებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც ნაკრების თამაშს დიდ ეკრანებზე უყურებთ” – კალაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამივე შეხვედრის ნახვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დიდ ეკრანებზე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 18 ივნისს საქართველო-თურქეთის მატჩის სტადიონზე ყურებას მაყურებელი 20:00 საათიდან შეძლებს. „მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდება საქართველოს ნაკრების თამაშებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ყველას სურს იმ სიხარულის გაზიარება, რაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გვაჩუქა. ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში საგულშემატკივროდ, თუმცა ბევრმა ეს ვერ მოახერხა და ეროვნულ ნაკრებს საქართველოდან უგულშემატკივრებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ნაკრების ყველა თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვაჩვენოთ. სამზადისი…

მეტი...

„ნატო ვაჩნაძის პრემიის“ გამარჯვებული წელს მზექალა შანიძე გახდა

გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობის 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით “ნატო ვაჩნაძის პრემიის” გამარჯვებული წელს ქალბატონი მზექალა შანიძე გახდა. გამარჯვებულს გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებისგან ფულადი ჯილდო გადაეცა. პრემიის მიზანია ქალთა ხმების გაძლიერება და ქალი პროფესიონალების დაფასება. სწორედ იმ ქალების, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ სხვადასხვა დარგს, სფეროს, და თავად წარმოადგენენ ახალი თაობის სტიმულს, მხარს უჭერენ და გამბედაობას უნერგავენ ახალგაზრდა ქალებს, რომ გახდნენ დამოუკიდებელი პროფესიონალები. ნატო ვაჩნაძის 120 წლის იუბილე მისი შვილთაშვილის ნატალია ჯუღელის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით აღინიშნა. ღონისძიებას…

მეტი...

აშშ-ში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა – დაშავებულთა შორი მცირეწლოვნებიც არიან

აშშ-ში, დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა პარკის ტერიტორიაზე 30-მდე გასროლა განახორციელა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. მოგვიანებით, პოლიციამ თავდამსხმელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. დამნაშავემ სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უცნობია თავდასხმის მოტივი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

,,ტურიზმსა და ავიაციაში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები” – ირაკლი კობახიძე

,,ტურიზმსა და ავიაციაში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კვარტალურ ჭრილში დაფიქსირდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმიდან – 808 მილიონი დოლარი, რამაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 40 პროცენტით გადააჭარბა. „ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ ამ კვარტალში ვუმასპინძლეთ მილიონ 300 ათას საერთაშორისო მოგზაურს, რაც შარშანდელთან შედარებით არის 8-პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, აქაც გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი – ჩვენს ქვეყანაში ერთი კვარტლის განმავლობაში ვუმასპინძლეთ 939 ათას ტურისტს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერმა ავიაციის სფეროში არსებულ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულის სეზონზე შესრულდება 13 600…

მეტი...

,,ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას” – პრემიერი

,,პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას – შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბიუჯეტის ზრდა გადანაწილდება ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, თავდაცვის სფეროებზე, ასევე რეგიონული განვითარების მიმართულებაზე. „რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას. სამომავლოდ შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი. ეს ზრდა გადანაწილდება არსებითად…

მეტი...