„ენჯეოებთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო”- ევროკომისიის გენერალური დირექტორატი

ვროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო.

“ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის კონტექსტში განმარტება. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო”- წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი.

კერძოდ, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ცნობით, 2019-2024 წლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგმა უწყებებმა მიიღეს; 111.55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები; 101.40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო; 62.75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო; 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; 30.5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 25.07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია; 12.85 მილიონი ევრო -განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; 10.5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო; 7.4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია; 4.8 მილიონი ევრო – საქართველოს პარლამენტი.

 

მსგავსი თემები