,,ანტირუსულ აქციებში მონაწილეების მიმართ სასამართლო ჯარიმების საერთო ოდენობა 150 000 ლარს აჭარბებს” – არასამთავრობოები

12 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს აპრილი-მაისის პერიოდში, გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული, დაზარალებული და დაჯარიმებული პირების უფლებების დაცვას.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 10 ივნისის მდგომარეობით, ქსელი სამართლებრივ დახმარებას უწევს 375 პირს. აქედან:

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან 216 პირს;
შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას – 61-ს;
სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვას/ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობას – 8-ს;
გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ქსელი სამართლებრივ დახმარებას უწევს 90 პირს (დაზარალებულებს, მოწმეებს, ბრალდებულებს).

ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ დროისთვის, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ 9 ადამიანი. (მათ შორის ვის ინტერესებსაც იცავენ)

პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებული საქმეების ფარგლებში ჯარიმების საერთო რაოდენობა უკვე აღემატება 150 000 ლარს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის განხილული საქმეებიდან 90%-ზე მეტ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სახდელის სახით გამოყენებულია ჯარიმა.

მსგავსი თემები