სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს EU-სთან მოლაპარაკებების დაწყებას – ,,სასამართლოს გუშაგი”

,,პარლამენტის მიერ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი”,  – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” განცხადებაში პარლამენტის მიერ, უზენაესის სამი მოსამართლის დამტკიცებასთან დაკავშირებით. “ოცნებამ” ბადრი შონიას, გიზო უბილავასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე დღეს უყარა კენჭი და 80 და 78 -78 ხმით დაამტკიცა. ,,სასამართლოს გუშაგი” აღნიშნავს, რომ “ოცნებამ” დახურულად გამოაცხადა კანდიდატის სტატუსით გათვალისწინებული მოთხოვნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, რაც სასამართლო სისტემას ართმევს საფუძვლიანი რეფორმირების სამომავლო პერსპექტივას. ,,ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად საქართველოსთვის განსაზღვრული პირობებიდან ერთ-ერთი შეეხება მართლმსაჯულების სისტემის…

მეტი...

,,საქართველოს ფეხბურთი არის ბრწყინვალე, მაგრამ ერთადერთი კარგი ამბავი საქართველოდან დღეისთვის, რადგან ჩვენ ვუყურებთ ქვეყნის ბელარუსიზაციას” – გონჩარენკო

,,ჩვენ საკუთარი თვალით ვუყურებთ საქართველოს ბელარუსიზაციას”, – განაცხადა ევროსაბჭოში მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ. მან სიტყვით გამოსვლა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების მილოცვით დაიწყო: ,,უპირველეს ყოვლისა მინდა მოვულოცო საქართველოს ეს წარმატება ევრო 2024-ზე. საქართველოს ფეხბურთი არის ბრწყინვალე, მაგრამ სამწუხაროდ ერთადერთი კარგი ამბავია საქართველოდან დღეისთვის, რადგან იმას რასაც ჩვენ ვუყურებთ არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა. ჩვენ საკუთარი თვალით ვუყურებთ საქართველოს ბელარუსიზაციას. რუსი ოლიგარქი ივანიშვილი პირდაპირ ამართლებს პუტინის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ მან თქვა რომ რუსეთი კი არ დაესხა თავს 2008 -ში საქართველოს და…

მეტი...

ოზურგეთში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, არსებული ინფორმაციით, სოფელ გაღმა დვაბზუში მეზობელმა მეზობელი მოკლა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.  

მეტი...

,,ამ დარბაზში მინდა ხმამაღლა გითხრათ: ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია და დემოკრატიის განვითარება საფრთხეშია” – წითლიძე ევროსაბჭოში

,,რაც ახლა ხდება საქართველოში, მხოლოდ ქართველების ბრძოლა არ არის, ეს ევროპულიც არის. თუ საქართველოში დემოკრატია დამარცხდება, ევროპული ღირებულებები მთელს რეგიონში დამარცხდება”, – ამ სიტყვებით მიმართა “ენმ”-ის დეპუტატმა ანა წითლიძემ სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე საქართველოს შესახებ, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს. წითლიძემ ისაუბრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე ქვეყანაში და იმ საფრთხეებზე, რასაც ეს მმართველობა ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის: ,,დღეს ამ დარბაზში ვდგავარ, ძალიან ხმამაღლა და ამაყად ვიმეორებ ამ ცნობილ სიტყვებს: მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი. ეს ქართველი ხალხის ძლიერი ნება და ძლიერი ისტორიული მისწრაფებაა და ამას ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის. მაგრამ ამ დარბაზში…

მეტი...

პარლამენტმა ,,საზმაუს” სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სამი წევრი აირჩია

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სამი წევრი აირჩია. ,,ოცნების” დეპუტატებმა იზაბელა ოსიპოვას, სოსო სტურუასა და გიორგი იაკობაშვილის კანდიდატურები დაამტკიცეს. იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა სახალხო დამცველის კვოტით იყო წარდგენილი, სოსო სტურუა აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით, ხოლო გიორგი იაკობაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი 20 მაისს გამოცხადდა.

მეტი...

,,ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

0 მომხრე – 63 წინააღმდეგი “ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ამის შემდეგ კი პროექტის თავდაპირველ რედაქციას უყარა კენჭი და 78 ხმით მიიღო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება, არ უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, კოდექსში არ უნდა შევიდეს ცვლილება ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის თაობაზე, რომლის თანახმად, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად…

მეტი...

,,ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება” – საფრანგეთის საელჩო

საქართველოს ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას საფრანგეთის საელჩო ულოცავს: ,,ბრავო ! ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს არაჩვეულებრივ თამაშს ევრო 2024-ზე და მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას ! ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება ქართველი მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის !”, – წერს დიპლომატიური უწყება.

მეტი...

,,ქართულმა ოცნებამ” უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე დაამტკიცა

საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს პლენარულ სესიაზე ცოტა ხნის წინ უყარეს კენჭი. ,,ოცნების” დეპუტატებმა 80 ხმით მხარი დაუჭირეს გიზო უბილავას, ხოლო 78 ხმით ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურები დაამტკიცეს. უბილავა მოვალეობის შესრულებას დღეიდან, ხოლო შონია და ჯეირანაშვილი 18  ოქტომბრიდან შეუდგებიან.

მეტი...

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქართველ კოლეგასთან. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან. ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს.

მეტი...

ევროპის საბჭოში საქართველოზე დებატები დაიწყო

სტრასბურგში, ევროპის საბჭოში საქართველოს შეახებ დებატები იმართება, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას შეხება. „დღეს, ევროსაბჭოში იმართება პოლიტიკური დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე. ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! ეს სულისკვეთება იქნება იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია. დარწმუნებული ვარ ევროსაბჭო ამ რეზოლუციას ერთხმად დაამტკიცებს“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა. დებატები ,,ქართული ოცნების” წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დაინიშნა. შესაძლოა, დღევანდელ სხდომაზე იყოს მიღებული რეზოლუცია საქართველოს თაობაზე.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის უსწრაფესი გოლების ხუთეულში შევიდა

ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლი გაუტანა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა მეტოქის კარი 94-ე წამზე აიღო, რაც ამ ტურნირის ისტორიაში მეხუთე მაჩვენებელია. ყველაზე სწრაფი გოლი ევროპის ჩემპიონატზე მიმდინარე ტურნირზე გავიდა. 16 ივნისს, ალბანელმა ნედიმ ბაირამიმ იტალიელებს 23-ე წამზე გაუტანა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

მეტი...

ზეიმი გერმანიაში – ქომაგები ეროვნულ ნაკრებს თამაშისთვის მადლობას უხდიან

გერმანიაში მყოფი გულშემატკივრისთვის საქართველო-პორტუგალიის მატჩის შედეგი განსაკუთრებით ემოციური იყო. ჩვენი გუნდის ფანტასტიკური თამაშით მიღებული სიამოვნების გამო, ქომაგები ნაკრების წევრებს მადლობას უხდიან. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით – გიორგი მიქაუტაძემ.

მეტი...

,,ვნახე ვიდეოები, რაც საქართველოში ხდება, მიყვარხართ გულში და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის” – გიორგი ქოჩორაშვილი

,,სასწაული ემოციებია, ვნახე ვიდეოები, რაც საქართველოში ხდება. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბურთის თამაშით ასეთი სიხარული მოვუტანეთ ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ გიორგი ქოჩორაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ისაუბრა შემდეგ მატჩზეც, რომელიც ესპანეთთან გაიმართება. ,,ესპანეთი ძალიან მაგარი გუნდია, ყოველთვის ფავორიტია ყველა ტურნირზე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ ვიბრძოლოთ, ისე როგორც დღეს ვიბრძოლეთ. ჩვენი მაქსიმალური დონე უნდა დავანახოთ მსოფლიოს. მიყვარხართ გულში და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის”, – აღნიშნა ქოჩორაშვილმა. ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს – შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ეროვნული ნაკრები დამატებით 30 მილიონ ლარს მიიღებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს. ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა. ასევე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს” – EU-ს წარმომადგენლობა

,,საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს”, – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 10 წლისთავთან დაკავშირებით: ,,დღეს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა; ეს პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე შეხსენება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მომავლისკენ სწრაფვას მტკიცედ უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება”, – აღნიშნავს დიპლომატიური უწყება.

მეტი...

,,ბედნიერები ვართ, რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა „ოქროს ბურთის“ ხუთგზის გამარჯვებული კრისტიანო რონალდო, რომელსაც მატჩის შემდეგ მაისური ხვიჩა კვარაცხელიამ გაუცვალა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პრესკონფერენციაზე ეს ფაქტიც აღნიშნა და ამ გამარჯვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „ბედნიერები ვართ, რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით. დღეს საუკეთესო დღეა ჩვენს ქართულ ცხოვრებაში, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. ალბათ, არავის ეგონა, რომ ჩვენ დღეს ჯგუფიდან გავიდოდით, მაგრამ ამიტომ ვართ ძლიერი ნაკრები. ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. სადაც…

მეტი...

რონალდუმ და კვარამ მაისურები გაცვალეს – ნახეთ, რა კადრები ვრცელდება

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით, საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მაისურები გაცვალეს. ისტორიული კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მეტი...

„განსაკუთრებული სტუმარი გვყავს“ – მერაბ დვალიშვილი და ნაკრების ფეხბურთელები ისტორიული გამარჯვების შემდეგ

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ ერთ ემოციურ კადრებს უზიარებს საკუთარ გულშემატკივრებს. როგორც კადრებიდან ჩანს, ჩვენს ნაკრებს მერაბ დვალიშვილი ესტუმრა, რასაც ჩვენი ფეხბურთელების ოვაციები მოჰყვა. „განსაკუთრებული სტუმარი გვყავს“, – წერს ეროვნული ნაკრები.

მეტი...

,,ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში” – საერთაშორისო მედიის გამოხმაურება

საქართველო-პორტუგალიის მატჩს საერთაშორისო მედია ეხმაურება და ჩვენი ეროვნული გუნდის გამარჯვებას ტურნირის მთავარ სენსაციად აფასებს. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გამოცემები ჯვაროსნების ორგანიზებულ თამაშს და თავდადებას აღნიშნავენ და წერენ, რომ ევროპის ჩემპიონატის ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდმა ყველა პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. საერთაშორისო კომენტატორები განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოარჩევენ. ,,გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმამაღალი ღრიალი გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. მსოფლიოში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში”, – წერს CNN საქართველოს ეროვნული საფეხბურთო…

მეტი...

გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით იკეტება – საპატრიარქო

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გელათის სამონასტრო კომპლექსი 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე დაიკეტება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ,,გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლესში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში. გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი. გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,ვულოცავ საქართველოს… არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში…შემართებით!” – სალომე ზურაბიშვილი

,,ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც რწმენა, მიზანდასახულება, დაუზოგავი თავგანწირვა და გამარჯვების ჟინია, იქ გამარჯვებაცაა! გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს… არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში…შემართებით!”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და საქართველოს ნაკრების მიერ პორტუგალიის ნაკრების 2:0 დამარცხებას და პრეი-ოფში გადასვლას ეხმაურება.

მეტი...

,,ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო – ითამაშეთ! ვამაყობ” – ვილი სანიოლი

,,კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – განაცხადა საქართველოს ეროვნულ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუშინდელი ისტორიული მატჩის მოგების შემდეგ. საქართველო-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლი ამბობს, რომ სანამ მსაჯის სასტვენის ხმა არ გაიგეს, მანამდე შედეგზე იყვნენ ფოკუსირებულები: ,,ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო – ითამაშეთ! როცა არ გაქვთ ბურთი, დისციპლინა დაიცავით, როცა გაქვთ ბურთი, ითამაშეთ. მართლაც შესანიშნავად გაისარჯნენ და ყველა მოლოდინს გადააჭარბეს! დღეს ბევრის თქმა არ შემიძლია, გაანალიზება უფრო გვიან ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ…

მეტი...

,,ერთად ვაგრძელებთ ისტორიის წერას! შევხვდებით ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში” – ნაკრები

,,ერთად ვაგრძელებთ ისტორიის წერას! შევხვდებით ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში”, – წერს საქართველოს ნაკრების ოფიციალური გვერდი პორტუგალიის დამარცხების შემდეგ სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს” – ჰელსინკის კომისია ისტორიულ გამარჯვებას გვილოცავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანას ულოცავს აშშ-ის ჰელსინკის კომისია. ,,საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მისი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს”, – ვკითხულობთ ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

მეტი...

თბილისსა და რეგიონებში ხალხი ისტორიულ გამარჯვებას აღნიშნავს

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას თბილისში გულშემატკივარი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ადევნებდა თვალს. საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ კი, დედაქალაქში საყოველთაო ზეიმი დაიწყო. ჩვენი ნაკრების მერვედფინალში გადასვლას, თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს სიმღერით, სიგნალებით, საყვირებითა და აპლოდისმენტებით ულოცავდა, საზეიმო მსვლელობა დედაქალაქში რამდენიმე საათს გაგრძელდა. თბილისის გარდა, ზეიმი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოსახლეობამ ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და თელავში დაძაბულ თამაშს სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნა თვალი, მატჩის შემდეგ კი ისტორიული გამარჯვება ქუჩებში სახალხო ზეიმით აღნიშნეს. 2:0 საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედ-ფინალშია! ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან – პორტუგალიის…

მეტი...

,,საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას! გილოცავთ!” – აშშ-ის საელჩო

,,საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას! გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!”, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და საქართველოს ნაკრების მიერ პორტუგალიის დამარცხებას და პლეი-ოფში გასვლას ეხმაურება.

მეტი...

,,სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა და ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი, ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და მადლობა მათ” – კობახიძე

,,წარმოუდგენელი ემოციებია, ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ, მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა და ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში, საქართველო-პორტუგალიის მატჩის შემდეგ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შეფასებით, ფეხბურთის ნიჭი რომ აქვთ ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ,,წარმოუდგენელი ემოციებია. ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ. მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა და ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი. საოცრებაა, იბრძოლეს ბოლომდე და გარდა ბრძოლისა, ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და მადლობა მათ. სასწაულია, პირველი ევროპის ჩემპიონატია და პირველივე ევროპის ჩემპიონატზე როდესაც ჯგუფიდან გადიხარ, ეს არის საოცრება. კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს,…

მეტი...

,,დღევანდელ მოგებას განსაკუთრებული ფასი აქვს, ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ” – ირაკლი კობახიძე

,,ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში საქართველო-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელ მოგებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. „პორტუგალიამ ბოლომდე იომა, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა მოდუნების საშუალებას, ბოლომდე იბრძოლეს, ბოლომდე იომეს და ასეთი გუნდი დავამარცხეთ. ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია, ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ. ყველა თამაში რთულია ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის გუნდი დაამარცხა

საქრთველოს ეროვნულმა ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან მოიგო და ჯგუფიდან გავიდა. თამაში ანგარიშით 2:0 დასრულდა. პირველი გოლი მეტოქის კარებში ხვიჩა კვარაცხელიამ მათჩის დაწყებიდან მეორე წუთზე გაიტანა, ხოლო მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ.   საქართველო 1:0 პორტუგალია –  პირველი ტაიმი დასრულდა  

მეტი...

კიდევ ერთი გოლი პორტუგალიის ნაკრების კარებში

საქართველოს ნაკრებმა მეორე გოლი გაიტანა. მეორე გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძეა. ამ მომენტისთვის საქართველო პორტუგალიას ანგარიშით ( 2:0) ამარცხებს.   საქართველო 1:0 პორტუგალია –  პირველი ტაიმი დასრულდა

მეტი...

საქართველო 1:0 პორტუგალია –  პირველი ტაიმი დასრულდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. თამაშის დაწყებიდან მეორე წუთზე ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მატჩი გერმანიაში, გელზენკირხენში მიმდინარეობს. შეხვედრის მეორე წუთზე კვარაცხელიამ გოლი გაიტანა  

მეტი...

იმერეთში უხვი ნალექის შედეგად არსებული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

იმერეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა, სრულად დაიტბორა ბუხაიძის ქუჩა, დაზიანდა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები, დაიტბორა კორპუსების სარდაფები, ასევე, წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების და მაღაზიების პირველი სართულები. იმერეთის სახემწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ადგილზე იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. „უჩვეულოდ დიდი ნალექი მოვიდა იმერეთში ბოლო ორი საათის განმავლობაში და პრობლემები შეიქმნა ხონსა და უფრო მეტად ქუთაისში. ადიდდა მდინარე ოღასკურა, გადმოვიდა კალაპოტიდან და დატბორა ავტოქარხნისა და ბუხაიძის ქუჩის დიდი ნაწილი. მობილიზებულია სამაშველო სამსახური, მერიის სპეციალური სამსახურები და…

მეტი...

შეხვედრის მეორე წუთზე კვარაცხელიამ გოლი გაიტანა

გადამწყევტი მატჩის დაწყებიდან პირველივე წუთებში ხვიჩა კვარავცხელიამ გოლი გაიტანა. სქართველოსა და პორტუგალიას შორის მატჩი მიმდინარეობს. შესრულდა ორივე ქვეყნის ჰიმნი. ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ გერმანიაში ათასობით ქართველი ჩავიდა. დღევანდელი თამაში საქართველოსთვის გადამწყვეტია. მატჩი გერმანიაში, გელზენკირხენში მიმდინარეობს.    

მეტი...

პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც კოვიდპანდემიისას იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც კოვიდპანდემიისას, (2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით) იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს. ამასთან, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გავრცელდება ადმინისტრაციული სახდელის – ჯარიმის შესაბამის აღუსრულებელ ნაწილზე. „ამ კანონის მიღების შემთხვევაში, კანონის ჰუმანური მიდგომა გავრცელდება დაახლოებით 2000 პირზე, საიდანაც დიდი უმრავლესობა ფიზიკური პირია, ხოლო 38 კი იურიდიული პირი. ჯარიმის თანხების ჯამური…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი საქართველო-პორტუგალიის მატჩს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ გელზენკირხენში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – პორტუგალიის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს. გადამწყვეტ მატჩამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. გელზენკირხენის სტადიონზე ქართველი ქომაგები იკრიბებიან

მეტი...

გელზენკირხენის სტადიონზე ქართველი ქომაგები იკრიბებიან

ერთ საათზე ნაკლები რჩება გადამწყვეტ მატჩამდე. გერმანიაში, გელზენკირხენის სტადიონზე ქართველი გულშემატკივრები იკრიბებიან. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და  პორტუგალიის თამაში, თბილისის დროითი 23:00 საათზე დაიწყება. ქომაგები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გერმანიაში გამგზავრება, მიხეილ მესხის სტადიონზე იკრიბებიან.   დღევანდელი მატჩის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

მეტი...