,,ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო – ითამაშეთ! ვამაყობ” – ვილი სანიოლი

,,კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – განაცხადა საქართველოს ეროვნულ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუშინდელი ისტორიული მატჩის მოგების შემდეგ. საქართველო-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლი ამბობს, რომ სანამ მსაჯის სასტვენის ხმა არ გაიგეს, მანამდე შედეგზე იყვნენ ფოკუსირებულები:

,,ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო – ითამაშეთ! როცა არ გაქვთ ბურთი, დისციპლინა დაიცავით, როცა გაქვთ ბურთი, ითამაშეთ. მართლაც შესანიშნავად გაისარჯნენ და ყველა მოლოდინს გადააჭარბეს!

დღეს ბევრის თქმა არ შემიძლია, გაანალიზება უფრო გვიან ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ გაქვს. მთავარი იყო, საქართველოსთვის სიამაყე მოგვეტანა და ასეც გავაკეთეთ”, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.

მსგავსი თემები