საქართველო 1:0 პორტუგალია –  პირველი ტაიმი დასრულდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. თამაშის დაწყებიდან მეორე წუთზე ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მატჩი გერმანიაში, გელზენკირხენში მიმდინარეობს. შეხვედრის მეორე წუთზე კვარაცხელიამ გოლი გაიტანა  

მეტი...

იმერეთში უხვი ნალექის შედეგად არსებული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

იმერეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა, სრულად დაიტბორა ბუხაიძის ქუჩა, დაზიანდა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები, დაიტბორა კორპუსების სარდაფები, ასევე, წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების და მაღაზიების პირველი სართულები. იმერეთის სახემწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ადგილზე იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. „უჩვეულოდ დიდი ნალექი მოვიდა იმერეთში ბოლო ორი საათის განმავლობაში და პრობლემები შეიქმნა ხონსა და უფრო მეტად ქუთაისში. ადიდდა მდინარე ოღასკურა, გადმოვიდა კალაპოტიდან და დატბორა ავტოქარხნისა და ბუხაიძის ქუჩის დიდი ნაწილი. მობილიზებულია სამაშველო სამსახური, მერიის სპეციალური სამსახურები და…

მეტი...

შეხვედრის მეორე წუთზე კვარაცხელიამ გოლი გაიტანა

გადამწყევტი მატჩის დაწყებიდან პირველივე წუთებში ხვიჩა კვარავცხელიამ გოლი გაიტანა. სქართველოსა და პორტუგალიას შორის მატჩი მიმდინარეობს. შესრულდა ორივე ქვეყნის ჰიმნი. ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ გერმანიაში ათასობით ქართველი ჩავიდა. დღევანდელი თამაში საქართველოსთვის გადამწყვეტია. მატჩი გერმანიაში, გელზენკირხენში მიმდინარეობს.    

მეტი...

პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც კოვიდპანდემიისას იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც კოვიდპანდემიისას, (2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით) იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს. ამასთან, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გავრცელდება ადმინისტრაციული სახდელის – ჯარიმის შესაბამის აღუსრულებელ ნაწილზე. „ამ კანონის მიღების შემთხვევაში, კანონის ჰუმანური მიდგომა გავრცელდება დაახლოებით 2000 პირზე, საიდანაც დიდი უმრავლესობა ფიზიკური პირია, ხოლო 38 კი იურიდიული პირი. ჯარიმის თანხების ჯამური…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი საქართველო-პორტუგალიის მატჩს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ გელზენკირხენში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – პორტუგალიის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს. გადამწყვეტ მატჩამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. გელზენკირხენის სტადიონზე ქართველი ქომაგები იკრიბებიან

მეტი...

გელზენკირხენის სტადიონზე ქართველი ქომაგები იკრიბებიან

ერთ საათზე ნაკლები რჩება გადამწყვეტ მატჩამდე. გერმანიაში, გელზენკირხენის სტადიონზე ქართველი გულშემატკივრები იკრიბებიან. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და  პორტუგალიის თამაში, თბილისის დროითი 23:00 საათზე დაიწყება. ქომაგები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გერმანიაში გამგზავრება, მიხეილ მესხის სტადიონზე იკრიბებიან.   დღევანდელი მატჩის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

მეტი...

“ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია, ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით”- მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის  მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს, რადგან ისინი ხალხს არ მოსწონს. „ისინი რას შვრებიან იცით? გამოიკვლევენ რომ ერთად ვერ გვამარცხებენ მერე გაიშლებიან,  ჩაატარებენ კვლევებს ცალცალკე,  ისედაც ვერ გვამარცხებენ შეიკვრებიან. კვლევები კი არ შველის მაგას, მაგას უნდა რეიტინგი, იმიტომ რომ კვლევები აჩვენებს რეიტინგს, რასაც აქვეყნებენ ის რეიტინგი კი არა – რეალური რეიტინგი. აქედან გამომდინარე დაიშალნენ, გატესტეს, ნახეს, რომ არა, რაღაცა პრობლემა აქვთ – ახლა იკვრებიან ისევ. არადა იმ შეკრულზე და ერთად, რეალურ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ყველა ნაცები არიან ეგენი, ნიკა მელია და გვარამია არ არიან ნაცებიო რომ ლაპარაკობთ,…

მეტი...

დღევანდელი მატჩის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პორტუგალიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.  

მეტი...

„მთიანი ყარაბაღი რუსეთმა დაიპყრო“- გრიგორიანი

“რუსეთმა მთიანი ყარაბაღი დაიპყრო, რუსეთის ნებართვის გარეშე ომი არ იქნებოდა“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა. “როდესაც სომხეთი მთლიანად იყო რუსეთზე დამოკიდებული, ნუ თუ ომი არ გვქონდა? გვქონდა. მოდით დავაფიქსიროთ, რომ ამ არსებული ვითარების გამო ჩვენ ომში აღმოვჩნდით, ამ ცვლილებებით სტაბილურობის მოტანას ვცდილობდით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ცვლილებები სტაბილურობამდე მიგვიყვანს”, – განაცხადა გრიგორიანმა. სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის განცხადებით, მთიანი ყარაბაღი რუსეთმა დაიპყრო. “ეს მოხდა, როდესაც მთლიანად რუსეთზე ვიყავით დამოკიდებული. რუსეთი მოვიდა, მთიანი ყარაბაღი წაგვართვა, ის აზერბაიჯანს დაუბრუნა, შემდეგ წავიდა, აი ეს არის მთელი რეალობა. ვამტკიცებ,…

მეტი...

,,წარმატებებს გისურვებთ, გიორგი!“ – ,,ვალენსია“ მამარდაშვილზე წერს

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. ,,ვალენსია“ ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ამხნევებს და ქართულ ენაზე წერს: ,,წარმატებებს გისურვებთ, გიორგი!“.

მეტი...

“ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას”- ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ კრიტიკულ მომენტში მისი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება. „ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას! წარმატებებს გისურვებთ თქვენს ახალ ამპლუაში, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვასა და მთელ ევროპაში დემოკრატიის ხელშეწყობაში. ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება. ქალბატონო ბურიჩ, გმადლობთ თქვენი გამორჩეული ლიდერობისა და ერთგულებისთვის!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.

მეტი...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8221 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8221 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8357 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0136 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0151 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0410 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0259 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტი...

ძლიერი წვიმის შედეგად მარტვილში სახლები და გზები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად მარტვილის სოფელ ლეხაინდრაოში სახლები და საავტომობილო გზები დაიტბორა. მარტვილში უკვე 1 საათია გადაუღებლად წვიმს.

მეტი...

რუსეთში სერიული მკვლელი ციხიდან გამოუშვეს და უკრაინაში საომრად გაგზავნეს

რუსეთში სერიული მკვლელი, იური გრიცენკო, მეტსახელად ,,ზელენოგრად ჩიკატილო” ციხიდან გაათავისუფლეს და უკრაინაში საომრად გაუშვეს. ინფორმაციას Настоящее Время ავრცელებს. უშიშროების ძალებთან დაკავშირებული ტელეგრამის არხის ცნობით, გრიცენკო სამედიცინო ევაკუაციის ოცეულში მსახურობს. 62 წლის სერიული მკვლელი ამ ზაფხულს უნდა გაეთავისუფლებინათ. ის ციხეში 22 წლის მანძილზე 6 ქალის მკვლელობისა და 10-ის დაჭრისთვის იხდიდა სასჯელს. არსებული ინფორმაციით, გრიცენკო შინაგან საქმეთა ორგანოების ყოფილი თანამშრომელია. მან ომში წასვლა ფულის სანაცვლოდ თავად ითხოვა. მას მხოლოდ ეგრეთ წოდებული ,,სპეციალური სამხედრო ოპერაციის” (როგორც რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას უწოდებს) დასრულების შემდეგ გაათავისუფლებენ.

მეტი...

„ნიკა მელია სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილს“ – სააკაშვილი

„მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს“, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. სააკაშვილის განცხადებით, მისი გუნდი  ქართველი ხალხია, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს! „გუშინ ტვ პირველის ეთერში მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს. სხვათა შორის, დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე, “ეფესბეს” აგენტ ფარცხალაძის მიერ შეკერილი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სასამართლო იმ ადამიანებთან ერთად მასამართლებს, რომლებზეც ნიკა მელია გუშინ მთელი ეთერის განმავლობაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მსგავსად საუბრობდა. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ჩემი გუნდია ქართველი ხალხი,…

მეტი...

სოსო ჯაჭვლიანმა კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა სიკვდილის შემდეგ მოუგო

სოსო ჯაჭვლიანმა წულუკიანის უწყებას სასამართლო დავა სიკვდილის შემდეგ მოუგო. საქმე ეხება სამართლებრივ დავას, როცა კულტურის სამინისტრო მკლავჭიდის ფედერაციას თანხის არამიზნობრივ ხარჯვას ედავებოდა. დავა 2020 წელს დაიწყო, სასამართლომ კი ფედერაციის სასარგებლოდ გამამართლებელი გადაწყვეტილება დღეს, 26 ივნისს გამოიტანა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა, ეპიცენტრი კი ონთან, სოფელ ბაჯიხევში დაფიქსირდა.

მეტი...

ქუთაისში მდინარე ოღასკურა ადიდდა – წყალი საცხოვრებელ სახლებშიც შევარდა

ქუთაისში, ბოლო რამდენიმე საათია, გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც მდინარე ოღასკურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზას და კორპუსის ეზოები დატბორა. მძიმე მდგომარეობაა ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაშიც, სადაც წყალი საცხოვრებელ სახლებში შევარდა. გარდა ამისა, წერეთლის ქუჩაზე, წყალი საავტომობილო გზაზე დგას, რის გამოც მანქანებს გადაადგილება უჭირთ.

მეტი...

,,რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა და ამ მიმართულებით თბილისის ნებისმიერ წამოწყებას მხარს უჭერს. ,,ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ეს ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენი ორი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესებს ემსახურება, ამ კონტექსტში მივესალმებით ხსენებულ ინიციატივას, ჩვენ მზად ვარ ამ გზით სვლისთვის,” – განაცხადა ზახაროვამ. რუსული მედიის ცნობით, მანამდე, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იმედი პარტია “საქართველოს სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავმჯდომარემ, მიხეილ ჟღენტმა გამოთქვა.

მეტი...

ჩვენ შენთან ვართ, საქართველო – „ლევანტე“

ესპანური საფეხბურთო კლუბი „ლევანტე“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ქართულ ენაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. კლუბის Facebook ანგარიშზე გამოქვეყნდა ქოჩორაშვილის ფოტო, რომელსაც დღევანდელი თამაშის ანონსი და ქართულად გაკეთებული წარწერა დაურთეს: „ჩვენ შენთან ვართ, საქართველო“, შემდეგ კი უკვე ესპანურად ქოჩორაშვილს წარმატება უსურვეს.

მეტი...

„მორიგ სასიკვდილო ავარიას გადავურჩი. მაქვს მიკერებული ახალი ცხვირი“ – ლადო ბურდული ნაავარიებ ფოტოს აქვეყნებს

ლადო ბურდული ავარიაში მოჰყვა. ინფორმაციას მუსიკოსი, სოციალური ქსელის მეშვეობით, თავად ავრცელებს. როგორც ქართველი როკერი წერს, მას სკუტერით მორიგი ავარია მოუვიდა და უფალს მადლობს გადარჩენისთვის. ,,მორიგი ავარია სკუტერით, მორიგი სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა, მორიგი უფლის წყალობა და ახალი მიკერებული ცხვირი, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით. უფალს მადლობა და დიდება”, – წერს ფეისბუქზე. მუსიკოსი იხსენებს წინა შემთხვევასაც. ,,სასიკვდილო ავარიას მეორედ გადავურჩი. ამის წინ ერთი კვირა ვიწექი საავადმყოფოში. მაშინ სხეული მქონდა დაზიანებული, ახლა სახის ძვლები და ცხვირი, რომელიც უკან მიმაკერეს. სკუტერი მიყვარს და მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ,,ვესპა” სულ სხვანაირ სითბოს, სიყვარულს, თავისუფლების და ბედნიერების…

მეტი...

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად სახლები და ქუჩები დაიტბორა

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიტბორა, მანქანებს უჭირდათ გადაადგილება. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც, დატბორილია სარდაფები. ადგილობრივების თქმით, ყოველი ძლიერი წვიმა ქუთაისში მოსახლეობას აზარალებს, ხელისუფლება კი ადამიანების პრობლემების ნაცვლად პირად კომფორტზეა გადასული.

მეტი...

„ნაცმოძრაობის“ ზნე უცვლელია, მათი ძალადობრივი მეთოდები იგივეა” – ანრი ოხანაშვილი

,,ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, ეს პროცესი მათ ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს, „ნაცმოძრაობის“ ზნე უცვლელია”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოების მორიგ პოლიტიკურ განაჩენს ოქტომბერში უნდა დაელოდონ. „სახეები ერთია, „ნაცმოძრაობის“ ზნე უცვლელია, მათი ძალადობრივი მეთოდები იგივეა. შესაბამისად, ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ და ისე მოაწერენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, მათ ეს პროცესი ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს. მათ განაჩენი საზოგადოებამ არაერთხელ გამოუტანა, შემდეგ პოლიტიკურ განაჩენს ოქტომბერში დაელოდონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მეტი...

,,არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ოპოზიციური ერთობა შედგეს” – თინათინ ბოკუჩავა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ოპოზიციაში ახალი უთანხმოების მიზეზია. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანი კოალიცია მათთვის ავტომატურად ერთიან სიას ნიშნავს. ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” საერთო სიაში ყოფნა კი არ სურს არც იმ პარტიების ნაწილს, ვინც დეკლარაციას სააკაშვილის გუნდთან ერთად უკვე მოაწერა ხელი. ,,ერთიანობა არის ის დაკვეთა, რომელიც არსებობს დღეს ქართულ საზოგადოებაში. მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას იმისათვის, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ეს ერთობა შედგეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ არჩევნებზე საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას – საქართველო ან გადარჩება, ან გაქრება,” – აცხადებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.

მეტი...

ევროსასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ანექსირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევაში

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევაში მისი ანექსიის შემდეგ. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი ევროსასამართლოში უკრაინას ჰქონდა შეტანილი. განხილვა 2020 წლიდან მიმდინარეობდა. კიევი მოსკოვს ნახევარკუნძულის უკრაინელი მცხოვრებლების სისტემატურ დევნაში ადანაშაულებს მათი პროუკრაინული საქმიანობისა და პოზიციისთვის. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეკრების თავისუფლება და პირადი ცხოვრების უფლებები.

მეტი...

EU-ს ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ბელგიის ხელისუფლება ავრცელებს. ,,ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს ზომებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, მათ შორის სანქციების გვერდის ავლაზე”, – წერს ბელგიის მთავრობა X-ზე. ბელგიას ჯერ არ გამოუცხადებია, რა ზომებს მოიცავს ახალი პაკეტი.

მეტი...

,,ტოპ მაფიოზების” შეხვედრა ათენში 15-მდე პირის მონაწილეობით, მათ შორის, საქართველოდან – დაკავებულია 3 ადამიანი

ბერძნული მედია ათენში დაგედმილ ,,ტოპ მაფიოზების” შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც 15-მდე ადამიანი ესწროდა – საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, მოლდოვიდან და საბერძნეთიდან. შეხვედრა სამართალდამცველებმა ჩაშალეს და 3 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან მოლდოვის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები. სამივე დაკავებულს სხვადასხვა ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა “კრიმინალური ავტორიტეტების” დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე მიიღო. ბერძნული პოლიცია ვარაუდობს, რომ იგეგმებოდა „სერიოზული დანაშაული.“ გამომძიებლები ახლა ადგენენ, არიან თუ არა დაკავებულები საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფება “Vor V Zakone”-ს წევრები.

მეტი...

დღეს ლომისობაა

ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ. ლომისა წმინდა გიორგის სახელობის უძველესი სალოცავია. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სახელწოდებას, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით, თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.

მეტი...

,,მხოლოდ იმიტომ, რომ შენი აგენტი არ ვარ, მეგობარი ვარ და შენს დაკრულზე ყველაფერზე არ ვცეკვავ, ამისათვის ნუ დამსჯი” – მდინარაძე

,,ქართველი ხალხი რომ უყურებს, რა სანქციებზე მელაპარაკები, ნაცების დროს ერთი კაცი არ დაგინსანქიცრებია, რომელ სანქციებზე მელაპარაკები კანონის მიღების გულისთვის, რომელიც შენს ქვეყანაშიც გაქვს –  ამაზე მასანქცირებ? მეტს კი არაფერს შვრებოდნენ “ნაცები”, აბრალებდნენ, დაუბრალებლად კი არ კლავდნენ, ამან ეს დააშავაო და კლავდნენ. გირგვლიანსაც დააბრალეს, რაღაცები ქნაო და მოკლეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მეგობარი ქვეყანა “ნაცმოძრაობის” სტილში არ უნდა იქცეოდეს. მხოლოდ იმიტომ, რომ  ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის ხელისუფლება, ამისთვის არ უნდა დაისაჯოს, თუმცა, როდესაც სამართლიანად მოპყრობაზეა საუბარი, ამასაც თავდასხმად აღიქვამენ. ,,ამან…

მეტი...

„მდგომარეობა არის საგანგებო, ყველაფერი მორყეულია“ – უახლესი ინფორმაცია ალავერდის სამონასტრო კომპლექსიდან

,,მდგომარეობა არის საგანგებო”, – ასე შეაფასა ალავერდი ეპარქიის წინამძღავრმა, მეუფე დავითმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარება გუშინდელი სტიქიის შემდეგ. ,,მდგომარეობა არის საგანგებო, არცერთო სახურავი არ არის გადარჩენილი. სპეციალისტებმა უნდა ნახონ, დარტყმა ქარბობრბალას არის ძალიან დიდი და ამიტომ უნდა ინახოს, ხომ არ არის რამე უხილავი ბზარები. ასევეა სამრეკლო, რომელსაც აქამდეც სჭირდებოდა გამაგრება და რესტავრაცია და დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რა დარტყმა მიიღო. ყველაფერი ფაქტიურად არის მორყეული, წარმოუდგენელია, რა ძალამ მოარყია, უზარმაზარი ლორფინის ქვები არის გაფრიალებული, როგორც ფარატინა ფურცელი”, – განაცხადა მეუფემ. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის განმარტებით,…

მეტი...

,,პორტუგალია ძალიან რთული გუნდია და ყოველთვის ყველასთვის ძალიან ძლიერი მეტოქე იყო” – გიორგი ნემსაძე

,,ჩვენს ნაკრებს აქვს და შესწევს ძალა, რომ ამ ნაკრებს გაუწიოს წინააღმდეგობა”, – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა გიორგი ნემსაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის შესახებ, რომელიც დღეს გაიმართება. „მოლოდინი არის სასიხარულო, ამაღლებული და იმედიანი. გამოვარდა შოტლანდია, ხორვატია, ისეთი კარგი გუნდები, რომლებსაც მეტი გამოცდილება ჰქონდათ, კლასიც და ისტორიაც. ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი. რა თქმა უნდა, პორტუგალია ძალიან რთული გუნდია და ყოველთვის ყველასთვის ძალიან ძლიერი მეტოქე იყო. ის არის საინტერესო, რომ ჩვენს ნაკრებს აქვს და შესწევს ძალა, რომ ამ ნაკრებს გაუწიოს წინააღმდეგობა და გამარჯვების იმედიც მაქვს, რა თქმა უნდა”, – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.…

მეტი...

,,ნარკოტიკების მოხმარების შედეგად არიან ორივე დაღუპული” – ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანის ადვოკატი უარყოფს, რომ დანაშაული გენდერული ნიშნითაა ჩადენილი და მიუხედავად იმისა, რომ გოგონას სხეულზე 50-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ამტკიცებს, რომ ,,ორივე ნარკოტიკების მოხმარების შედეგადაა დაღუპული”. ცინდელიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. გამოიკითხნენ მოკლულის მშობლებიც. ცინდელიანის ადვოკატები საქმეში პირადი ინფორმაციის არსებობის მოტივით, სხდომის დახურვას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ბრალდების მხარის განცხადებით კი, ადვოკატები მთელი პროცესის განმავლობაში, შვილმკვდარი მშობლების დისკრედიტაციას ცდილობდნენ: ,,ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა გარდაცვლილზე. დადასტურდა ის, რომ ბრალდებულისთვის ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და შესაბამისად, მათ…

მეტი...

ცნობილია, საქართველოს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩამდე

UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა საქართველო-პორტუგალიის მატჩისთვის ორივე გუნდის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები წარადგინა. საქართველოს სასტარტო სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: კარში – გიორგი მამარდაშვილი დაცვის ხაზი – შენგელია, დვალი, კაშია, კვირკველია, გოჩოლეიშვილი. ნახევარდაცვა – კიტეიშილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე. თავდასხმის ხაზი – კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე. რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობას, უკვე ცნობილია, რომ მასში იქნება კრიშტიანუ რონალდუ.

მეტი...

,,ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

,,ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს, რადგან რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, არამედ მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები არიან. „ისინი რას შვრებიან იცით? გამოიკვლევენ რომ ერთად ვერ გვამარცხებენ მერე გაიშლებიან, მერე ჩაატარებენ კვლევებს ცალცალკე, მერე ისედაც ვერ გვამარცხებენ შეიკვრებიან. კვლევები კი არ შველის მაგას, მაგას უნდა რეიტინგი, იმიტომ რომ კვლევები აჩვენებს რეიტინგს, რასაც აქვეყნებენ ის რეიტინგი…

მეტი...

,,ვიმედოვნებ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მარკ რუტეს NATO-ს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს და X-ზე წერს, რომ იმედოვნებს, რუტეს ხელმძღვანელობა წარმატებული იქნება მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის ალიანსში გაწევრიანებას. ზურაბიშვილმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა განვლილი საქმიანობისთვის. ,,ვულოცავ მარკ რუტეს NATO-ს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს. მადლობა იენს სტოლტენბერგს სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის!”, – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

,,ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივრობს დღეს ჩვენს ბიჭებს. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ” – კალაძე

თბილისის მერმა და ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიასთან მატჩამდე წარმატებები უსურვა. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა ჩვენს ეროვნულ ნაკრები წარმატებები, გამარჯვება ვუსურვო. ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივრობს დღეს ჩვენს ბიჭებს. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს“, – განაცხადა კალაძემ. საქართველოსა და პორტუგალიას შორის გადამწყვეტი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, გელზენკირხენში გაიმართება. ჯგუფიდან გასასვლელად „ჯვაროსნებს“ მოგება სჭირდებათ.

მეტი...