ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ბელგიის ხელისუფლება ავრცელებს.
,,ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს ზომებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, მათ შორის სანქციების გვერდის ავლაზე”, – წერს ბელგიის მთავრობა X-ზე.
ბელგიას ჯერ არ გამოუცხადებია, რა ზომებს მოიცავს ახალი პაკეტი.