საქართველოში მიწისძვრა იყო

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭა იყო. კერძოდ ქალაქ ონიდან 10კმ, სოფელ ირთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინ

მეტი...

„მიყვარს საქართველო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი ნამდვილად არ მქონდა“- ვილი სანიოლი

„გაორებული გრძნობა დამრჩა – შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ევროპირველობაზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. ეს სიამაყის გრძნობას გძენს. ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ“- განაცხადა საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა. მწვრთნელი ამბობს, რომ კონკრეტულ ფეხბურთელებზე საუბარი არ უყვარს, თუმცა მათი თამაშის გაანალიზების შემდეგ გააკეთებს კომენტარს. „კონკრეტულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. კვარაცხელიას თამაშზე გაანალიზების შემდეგ შეიძლება გავაკეთო კომენტარი. კიტეიშვილის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ხვალ გვექნება. იმედია, მწყობრში ჩადგება. კვირკველია ინფექციის გამო ათი დღე საავადმყოფოში იყო. დაღლილობის გამო შევცვალე. გველესიანი კარგად ჩაერთო თამაშში. ლობჟანიძეს მხარდაჭერა სჭირდება. გავამხნევე, ვინაიდან ვიცოდი, რასაც გრძნობდა. ვიცოდით,…

მეტი...

“იმდენი პირადი კითხვაა, რატო?, მეც მაინტერესებს“ – ბუდუ ზივზივაძის მამა

სოციალურ ქსელში ქომაგები აქტიურად წერენ ბუდუ ზივზივძის შესახებ. გულშემატკივრებს აინტერესებთ, თუ რატომ არ გამოჩნდა ზივძივაზე ჩეხეთთან მატჩში. აღნიშნულთან დაკავშირებით წერს, ფეხბურთელის მამაც. „იმდენი პირადი კითხვაა, რატო? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს…იმედია ფეხბურთის მცოდნეები იტყვიან”- დაწერა ზივზივაძის მამამ. ზივზივაძე ჩეხეთთან მატჩში მოედანზე არ გამოუყვანიათ, თუმცა ის სათადარიგოთა სიაში იყო. რაც შეეხება თურქეთთან თამაშს, ნაკრებს ის ბოლო წუთებში შეუერთდა.

მეტი...

„ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ“- კვარაცხელია

ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ნაკრებისთვის ყველაფერს აკეთბს. „რაც შეეხება თამაშს, ძალიან ახლოს ვიყავით მოგებასთან, ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომ არის ის საუკეთესო მეკარე. რაც შეეხება დანარჩენს, ბოლოსაც გამოჩნდა, რომ მოგება შეგვეძლო. ჩვენ ეს ყველაფერი არა მხოლოდ ამ ევროპის ჩემპიონატზე ვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ყველა გუნდთან თამაში შეგვიძლია. სანამ არის შანსის 1%-იც კი, გუნდს მნიშვნელობა არ აქვს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია“- აღნიშნა მან.

მეტი...

„26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!“- კობახიძე

„26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. პრემიერი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდის. „ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია! 26 ჩვენი დღეა. მადლობა ბიჭებს!“ – წერს პრემიერი. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მეტი...

ხარკოვში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 37 ადამიანი, მათგან ორი ბავშვია. ინფორმაციას, ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელ სახლზე დარტყმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს.   რუსეთმა ხარკოვი დაბომბა

მეტი...

დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამარდაშვილი დასახელდა

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.  Opta-ს მიხედვით, მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ივნისს, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი გაიტანა

მეტი...

საქართველოსა და ჩეხეთ შორის მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველო-ჩეხეთ შორის დაპირისპირება ანგარიშით 1:1 დასრულდა.  მეტოქეს გოლი პირველ ტაიმში გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა. მეორე ტაიმში ჩეხებმა ანგარიში გაათანაბრეს. შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობდა.

მეტი...

გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი გაიტანა

საქართველომ ჩეხეთს გოლი გაუტანა. ისტორიული გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძეა. პირველი ტაიმი ანგარიშით, 1:0, საქართველოს სასრგებლოდ დასრულდა.

მეტი...

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა

რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ინფორმაციას ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს. მისი ცნობით, რუსეთის ძალებმა ქალაქის საცხოვრებელ რაიონზე ოთხი დარტყმა მიიტანეს. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმა საავიაციო ბომბებით განხორციელდა.

მეტი...

ჩეხეთ-საქართველოს შორის მატჩი დაიწყო

საქართველო-ჩეხეთს შორის ისტორიულოი მატჩი დაიწყო. მატჩს ათასობით ქართველი ქომაგი ესწრება, მოედანზე ისმის ქართველების შესაძილები და ფრიალებს საქართველოს ეროვნული დროშები. შესრულდა საქართველოსა და ჩეხეთის ჰიმნები. თამაში ჰამბურგში მიმდინარეობს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყო.   ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

მეტი...

ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ჩეხეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ცოტა ხნის წინ დაასახელა. შემადგენლობა ასე გამოიყურება: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე. სათადარიგო შემადგენლობაში არიან, ალთუნაშვილი, ჩაკვეტაძე, გოჩოლეიშვილი, გუგეშაშვილი, გვეელსიანი, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, ქვილითაია, ლობჟანიძე, ლოჩოშვილი, ლორია, შენგელია, სიგუა, ტაბიძე და ზივძივაძე.  

მეტი...

წვიმას სალვადორში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სალვადორში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას, Associated Press-ი­ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სალვადორის კონგრესმა ქვეყანაში 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლებამ 150 თავშესაფარი მოამზადა, რომელთაგან 82 აქტიურად მუშაობს და დაახლოებით 2582 ადამიანს ემსახურება. მექსიკის სამხრეთსა და ცენტრალურ ამერიკაში ძლიერი წვიმები ტროპიკულმა შტორმმა „ალბერტომ“ გამოიწვია.  

მეტი...

ღაზაში ისრაელის არმიის თავდასხმას 42 ადამიანი ემსხვერპლა

არაბული მედიის ინფორმაციით,  ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად შატის ლტოლვილთა ბანაკში 24 ადამიანი დაიღუპა,18 ადამიანი კი ტუპაჰის უბანში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიის სამიზნე საცხოვრებელი რაიონი გახდა, რომლის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად და ნაწილობრივ განადგურდა. ისრაელის მედია წერს, რომ ღაზაში დარტყმის სამიზნე იყო „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური რაად საადი.  

მეტი...

პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, ასევე  გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით დაზარალებულს სხვადასხვა დროს თანხები გამოსძალა. ასევე, აიძულა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ივნისს დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკაში ასევე ნანახი იქნა სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის ამსახველი უკანონო ჩანაწერები. მიმდინარეობს საგამოძიბო და…

მეტი...

საქართველოსა და ჩეხეთის მატჩამდე ორი საათი რჩება – გულშემატკივრები ემზადებიან

ისტორიული მატჩის დაწყებამდე, ორი საათი რჩება. საქართველო- ჩეხეთს შორის დაპირისპირება თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება. ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ  გერმანიაში ჩასულმა ქართველებმა ჰამბურგის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ქომეგებმა საქართველოს დროშებით ქართული ცეკვებიც შეასრულეს. დიდი სამზადისია თბილისშიც. გულშემატკივრები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გერმანიაში ჩასვლა, ისტორიულ მატჩს მიხეილ მესხის სტადიონიდან მიადევნებენ თავალს.   სტადიონის ადმინისტრატორები ამბობენ, რომ ცხელი ამინდის გამო მაყურებლებს ქუდებს გადასცემენ და მათი მდგომარეობის შემსუბუქებას შეეცდებიან.  

მეტი...

საბერძნეთში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გარდაცვლილი 55 წლის მამაკაცია. ის პელოპონესის ნახევარკუნძულზე დაშავდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მეხანძრეები ცეცხლის 45-ზე მეტ კერას ებრძვიან. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 120 მეხანძრე და ათობით ერთეული ტექნიკა.  

მეტი...

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ივნისს, 12:25 საათიდან 15:35 საათამდე, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს კელბაჯარის რაიონის დასახლება მოლაბაირამლის მიმართულებით, მოპირდაპირედ მდებარე სომხური შეიარაღებული ძალების პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს. განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ამ მიმართულებით შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს. სომხეთის მთავრობა აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს.  

მეტი...

„ეს პიროვნება ძალიან ჰგავს, მაგრამ ის არ არის“- გაუჩინარებული პროფესორის ცოლი

გაუჩინარებული პროფესორის, გიორგი გახელაძის ცოლი მეუღლის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. ირმა მალაციძე წერს, რომ ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი ვიდეო-მასალის დათვალიერებისას აღმოაჩინა, ძალიან ჰგავდა გახელაძეს, თუმცა ის არ არის. „ჟურნალისტებს ვთხოვ, ინფორმაცია გიორგის პოვნასთან დაკავშირებით არ გაავრცელონ. ეს პიროვნება ძალიან ჰგავს, მაგრამ ის არ არის. დღეს წერეთლიდან რამდენიმე ზარი იყო, რომ დაინახეს. სავარაუდოდ, ვიღაც დადის, ვინც ძალიან ჰგავს. იმდენად, რომ მეც კი ამერია“- წერს მალაციძე. ცოტა ხნის წინ, ირმა მალაციძემ დაწერა, რომ პროფესორი ცოცხალი იყო. „ხალხო, ცოცხალია!“-  პროფესორ გიორგი გახელაძის ცოლი

მეტი...

„ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შესახებ „ალდემ“ რეზოლუცია მიიღო“- ჩიხლაძე

„რამდენიმე წუთის წინ, „ალდემ“ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, რომ სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც არიან რუსული კანონის ინიციატორები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომლებიც ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე“- განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ. მისი განმარტებით, ALDE-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაში, განსაკუთრებული აქცენტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთდა. „განსაკუთრებული აქცენტი არის ოქტომბრის არჩევნებზე, რომ მოხდეს ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი და თუ არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული არ იქნება, შესაბამისად, სრულად გადაიხედება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, დაწყებული სავიზო რეჟიმით და საერთოდ, ინტეგრაციის პროცესების დაბლოკვაც შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებული აქცენტი არის,…

მეტი...

„სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს“- ზახაროვა

სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „ასეთი ზომების განხორციელების შემთხვევაში რუსული მხარე ადეკვატურ პასუხს გასცემს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ. აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს. აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს

მეტი...

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 12 რაკეტა და ყველა დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას, უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, X-101/X-555 ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა, 4 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“, „ისკანდერ კ“ ტიპის 1 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 13 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 16 რაკეტა და 13 დრონი გაუშვეს.

მეტი...

აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს

შეერთებული შტატები რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს. ამის შესახებ, “ეხო კავკაზას” ცნობით, აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. მისი განმარტებით, რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებიც აღარ ექნებათ. დაიხურება სავიზო ცენტრის ორივე ფილიალი, ვაშინგტონშიც და ნიუ-იორკშიც. რუსეთის ელჩის თქმითვე, აშშ-ის ადმინისტრაციას თავისი გადაწყვეტილება არ განუმარტავს.  

მეტი...

„ოცნების მორიგი უპრეცედენტო ტყუილი“- პედაგოგები განათლების სამინისტროს მიმართავენ

„მოვითხოვთ, წამყვან-მენტორთა სტატუსის დანამატი შენარჩუნდეს უცვლელად და 500 ლარიანი მატება აისახოს საბაზო ანაზღაურებაზე“- ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელსაც პედაგოგთა ნაწილი ავრცელებს. მასწავლებლები ამბობენ, რომ ყოფილმა პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითეული პედაგოგის ხელფასი 500 ლარით გაიზრდებოდა, თუმცა მათი ინფორმაციით, ახლა წამყვან-მენტორის დანამატი გახდა 150 ლარი, ხოლო მენტორის – 300. ისინი განათლების სამინისტროსგან მოითხოვენ, რომ 500 ლარიანი მატება აისახოს საბაზო ანაზღაურებაზე. „2023 წლის 18 დეკემბერს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 500 ლარით და მეტით გაეზრდებოდათ მასწავლებლებს ხელფასი 2024 წლიდან. ამისთვის 160 მილიონი ლარი გამოიყო ბიუჯეტში და თითოეული პედაგოგის…

მეტი...

მტკვარში ცხედარი იპოვეს

რუსთავში, მტკავარში ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 65 წლამდე მამაკაცია. ის 21 მაისს სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

მეტი...

„ხალხო, ცოცხალია!“-  პროფესორ გიორგი გახელაძის ცოლი

ოჯახის ინფორმაციით, პროფესორი გიორგი გახელაძე ცოცხალია. ამის შესახებ, გახელაძის ცოლმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ხალხო, ცოცხალია! წერეთელზე კამერებში ვნახე! ცუდად ვარ, მეტს ვერ ვიტყვი! ნამდვილად!”- წერს ცოლი. 57 წლის გიორგი გახელაძეს ოჯახი ოთხი დღეა ეძებს.

მეტი...

არკანზასის შტატში სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

არკანზასის შტატში, ერთ-ერთ მაღაზიაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაიჭრა. ინფორმაციას შტატის პოლიცია ადასტურებს. დაშავებულთა შორის პოლიციის ორი ოფიცერია. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 44 წლის მამაკაცი დაჭრილი და დაკავებულია. სამართალდამცველების ცნობით, ის მარტო მოქმედებდა. შემთხვევა ქალაქ ფორდაისში მოხდა. პოლიცია მაღაზიაში სროლის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მივიდა ადგილზე და ეჭვმიტანილს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.  

მეტი...

საქრათველოს ნაკრები დღეს ჩეხეთს დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. 26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა.  

მეტი...

ტრამპი ბაიდენს მცირე უპირატესობით უსწრებს

დონალდ ტრამპი აშშ-ის ექვს გადამწყვეტ შტატში ჯო ბაიდენს მცირე უპირატესობით უსწრებს. ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკული უნივერსიტეტის, „ემერსონ კოლეჯის“ და გამოცემა „ჰილის“ სოციოლოგიურ გამოკითხვაში. გამოცემის ცნობით, სწორედ ეს ექვსი შტატი სავარაუდოდ გადაწყვეტს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს. გამოკითხვების თანახმად, ტრამპი არიზონასა და ჯორჯიაში ბაიდენს 4%-ით პროცენტით უსწრებს, ვისკონსინსა და ნევადაში 3%-ით, პენსილვანიაში 2%-ით, მიჩიგანში კი ტრამპი 1%-ით ლიდერობს.

მეტი...

აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

2024 წლის 1 აგვისტოდან, აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ, ცოფის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, პერიოდულად იცვლება ძაღლების გაყვანის მოქმედი რეგულაციები. მიღებული ახალი წესების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ვეტერინარულ სერტიფიკატთან ერთად, სავალდებულოა, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ შემუშავებული სპეციალური სასერტიფიკატო ფორმის შევსება. აღნიშნული სერტიფიკატის ფორმას ავსებს სახელმწიფო ვეტერინარი, რაც დამოწმებული უნდა იყოს  ხელმოწერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ბეჭდით. CDC-ის სერტიფიკატისთვის სავალდებულო ინფორმაცია მოიცავს: ● მფლობელის ან ძაღლის გადამყვანის, ასევე მიმღების სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერსა…

მეტი...

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყა

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყა, არიან დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში მდებარე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ენერგეტიკოსი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

მეტი...

“ჩეხეთთან თამაში იოლი არ იქნება, შესაძლოა შემადგენლობაში ცვლილებები იყოს” – ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ამბობს, რომ ჩეხეთთან თამაში იოლი არ იქნება. მწვრთნელი შემადგენლობაში ცვლილებას არ გამორიცხავს. სანიოლი ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენებმა ჩეხი ფეხბურთელების როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები კარგად იციან, თუმცა მწვრთნელის თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი “დისციპლინირებულად მოქმედებაა”. სანიოლის თქმით, მიღებული ტრამვის გამო ოთარ კიტეიშვილი ჩეხეთთან წინააღმდეთ თამაშსაც გამოტოვებს. „თურქეთთან განსაკუთრებულად ემოციური შეხვედრა იყო და საინტერესო თამაში ვაჩვენეთ. გუნდმა ენერგია აღიდგინა, მხოლოდ კიტეიშვილი გვაკლია. ეს მატჩი განსხვავებული იქნება, რადგან ჩეხეთი სხვა სტილის მქონე, გამოცდილი გუნდია, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩაატარა და მათთან თამაში იოლი არ იქნება. თურქეთთან ორიენტირებული…

მეტი...

“მან შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს” – ვილი სანიოლი ბუდუ ზივზივაძეზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. მწვრთნელი რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროზე ისაუბრა. ვილი სანიოლი ამბობს, რომ ზივზივაძემ შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მიქაუტაძე კარგად თამაშობს. „ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროზე: რაც შეეხება ბუდუს, არ მგონია ეს შეკითხვა რელევანტური. მან შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს. მიქაუტაძე ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებს. გუნდში კონკურენციაა და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ოპონენტებს ვაკვირდებით და ჩეხეთის შესახებ ბევრი ვიცით. მათ თამაშებს განვიხილავთ და ყველა სუსტი, თუ ძლიერი…

მეტი...

„კოპალაძის განცახდება ელჩობიდან წასვლის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება“- საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობა დატოვა. უწყებაში ამბობენ, რომ კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა და ექვს თვეზე მეტია, საქართველოში იმყოფება. „ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია დაასრულა 2023 წლის 3 დეკემბერს და მას შემდეგ, ექვს თვეზე მეტია, იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი კოპლატაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი საქმიანობის შემდეგ, დღეს უკვე ფორმალურად დაუბრუნა დიპლომატიური პასპორტი…

მეტი...

წალენჯიხა წყალმა წაიღო (ვიდეო)

წალენჯიხა წყალმა წაიღო.  სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან. ძლიერი წვიმის გამო მდგომარეობა საკმაოდ რთულია.

მეტი...