„ეს პიროვნება ძალიან ჰგავს, მაგრამ ის არ არის“- გაუჩინარებული პროფესორის ცოლი

გაუჩინარებული პროფესორის, გიორგი გახელაძის ცოლი მეუღლის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. ირმა მალაციძე წერს, რომ ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი ვიდეო-მასალის დათვალიერებისას აღმოაჩინა, ძალიან ჰგავდა გახელაძეს, თუმცა ის არ არის.

„ჟურნალისტებს ვთხოვ, ინფორმაცია გიორგის პოვნასთან დაკავშირებით არ გაავრცელონ. ეს პიროვნება ძალიან ჰგავს, მაგრამ ის არ არის. დღეს წერეთლიდან რამდენიმე ზარი იყო, რომ დაინახეს. სავარაუდოდ, ვიღაც დადის, ვინც ძალიან ჰგავს. იმდენად, რომ მეც კი ამერია“- წერს მალაციძე.

ცოტა ხნის წინ, ირმა მალაციძემ დაწერა, რომ პროფესორი ცოცხალი იყო.

„ხალხო, ცოცხალია!“-  პროფესორ გიორგი გახელაძის ცოლი

მსგავსი თემები