„ოცნების მორიგი უპრეცედენტო ტყუილი“- პედაგოგები განათლების სამინისტროს მიმართავენ

„მოვითხოვთ, წამყვან-მენტორთა სტატუსის დანამატი შენარჩუნდეს უცვლელად და 500 ლარიანი მატება აისახოს საბაზო ანაზღაურებაზე“- ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელსაც პედაგოგთა ნაწილი ავრცელებს.

მასწავლებლები ამბობენ, რომ ყოფილმა პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითეული პედაგოგის ხელფასი 500 ლარით გაიზრდებოდა, თუმცა მათი ინფორმაციით, ახლა წამყვან-მენტორის დანამატი გახდა 150 ლარი, ხოლო მენტორის – 300. ისინი განათლების სამინისტროსგან მოითხოვენ, რომ 500 ლარიანი მატება აისახოს საბაზო ანაზღაურებაზე.

„2023 წლის 18 დეკემბერს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 500 ლარით და მეტით გაეზრდებოდათ მასწავლებლებს ხელფასი 2024 წლიდან. ამისთვის 160 მილიონი ლარი გამოიყო ბიუჯეტში და თითოეული პედაგოგის ხელფასი გახდებოდა 1700-1800 ლარი და ზევით.  სახელფასო ფორმულის შემუშავებასა და საზოგადოებისთვის გაცნობას იანვრიდანვე დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე ზოგადი განცხადებების მეტი არ გაკეთებულა და ახლა უშუალოდ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საუბრებში აღნიშნავდა, რომ წამყვან-მენტორთა სტატუსის დანამატს არ შეეხებოდნენ, მაგრამ ეს ოცნების მორიგი უპრეცედენტო ტყუილი აღმოჩნდა. წამყვანის დანამატი გახდა 150 ლარი, ხოლო მენტორის – 300.

მოვითხოვთ, წამყვან-მენტორთა სტატუსის დანამატი შენარჩუნდეს უცვლელად და 500 ლარიანი მატება აისახოს საბაზო ანაზღაურებაზე” – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

 

მსგავსი თემები