საბერძნეთში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გარდაცვლილი 55 წლის მამაკაცია. ის პელოპონესის ნახევარკუნძულზე დაშავდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მეხანძრეები ცეცხლის 45-ზე მეტ კერას ებრძვიან. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 120 მეხანძრე და ათობით ერთეული ტექნიკა.

 

მსგავსი თემები