თამარაშვილის გამზირისა და ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობა იწყება, რის გამოც, 15 ივნისის 00:00 საათიდან, სამი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, მოძრაობა სრულად აიკრძალება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით. ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლება მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ამავე ქუჩაზე მოძრავ N464 მიკროავტობუსს. ასევე, ჩაკეტილ მონაკვეთზე გადაადგილდებიან საჯარიმო სადგომზე და სასწრაფო დახმარების ობიექტამდე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები. შეზღუდვის პერიოდში, თამარაშვილის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ჩოლოყაშვილის გზატკეცილისა და არსებული გვირაბის გამოყენებით. საპირისპირო…

მეტი...

,,ქვეყანას წარდგენილი აქვს ცხრაპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად იქნება შესრულებული” – კალაძე

„ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა რამდენიმე დღეში ზედმიწევნით იქნება შესრულებული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. დედაქალაქის მერი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ისეთივე ფაქტი არ მოხდება, როგორც ეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოხდა. „მოლაპარაკებების ნაწილი გაწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით. ქვეყანას წარდგენილი აქვს ცხრაპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად იქნება შესრულებული. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას. ჩვენ ყველა ქვეყანაზე – უკრაინა, მოლდოვა, გაცილებით წინ ვართ ყველანაირი სტატისტიკითა და მაჩვენებლით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ…

მეტი...

,,ზურაბ ჯაფარიძეც „ნაცმოძრაობის“ წევრი იყო. რაც არ უნდა სახელები შეიცვალონ, ხალხს კარგად ახსოვს, ვინ რას წარმოადგენს” – კალაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ სახელი არ იყო, კონკრეტული ადამიანები იყვნენ და ყველას თავისი როლი ჰქონდა ამ დიდ უბედურებაში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ჯაფარიძის განცხადებაზე – „დიდი ერთობის შემთხვევაში, შიში ვისაც აქვს, „ნაცმოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში, ამის დაბალანსება მოხდება“ – კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი კომენტარებით აღიარებით ჩვენებებს აძლევენ. „შიში რატომ აქვს მოსახლეობას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა მთავრობაში? ესეც კარგი მაგალითია, რომ თავიანთი კომენტარებით აღიარებით ჩვენებებს იძლევიან. საზოგადოებას ეუბნებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მართალია…

მეტი...

,,ჩვენი ფეხბურთელები აუცილებლად მიიღებენ ღირსების ორდენს” – კახა კალაძე

„სამწუხაროა, რომ ფეხბურთელების და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, როცა ამის დრო მოვა, ფეხბურთელები ღირსების ორდენს აუცილებლად მიიღებენ. „სამწუხაროა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს პრეზიდენტის მხრიდან გამოხმაურება დღემდე არ მოჰყოლია. ჯერ კიდევ თამაშის შემდეგ გაკეთდა განცხადება. აპრილის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალურად მიმართეს პრეზიდენტს. ჩვენი ბიჭები აუცილებლად მიიღებენ ღირსების ორდენს, როცა ამის დრო მოვა. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მეტი...

,,ეს ადამიანები არიან მავნებლები, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ხალხი და ქვეყანა დააზიანონ” – კალაძე

,,თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, არავის მიეცემა ქვეყნის და ხალხის დაზარალების საშუალება”, – ის მედიასთან გამოეხმაურა ბუკა პეტრიაშვილის მოსაზრებას, რომ უმჯობესია, ევროპამ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია დროებით შეუჩეროს. კახა კალაძის განმარტებით, მსგავსი განცხადებები რადიკალური ოპოზიციონერების მხრიდან არ არის პირველი, მიუხედავად ამისა ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და მშვიდობის შენარჩუნებას. „პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის სტატუსი არ მიეღო, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოსწეროდა, რადიკალიზმით იყვნენ დაკავებულები მაშინაც, კანდიდატის სტატუსზე რომ იყო საუბარი. გვახსოვს ზოგმა ოპოზიციონერმა რომ თქვა, რადიკალური პარტიის წარმომადგენლები ბრიუსელში დადიოდნენ და ცდილობდნენ, ქვეყანას…

მეტი...

,,ევროკავშირის ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები დაკავებულები არიან მუქარით და ტერორით” – შალვა პაპუაშვილი

,,კიდევ ერთხელ მივმართავ როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობას, ასევე ზოგადად ევროკავშირს და ევროკომისიას, რომ შეისწავლონ ის შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებულები არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თუ ევროკავშირში იწონებენ ამას და მიაჩნიათ, რომ ესეც არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, ან თუ პასუხისმგებლობას არ იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯულ ფულზე, ესეც გვითხრან, მაგრამ წაყრუება არის მიუღებელი. „ამ ტერორის კამპანიას, რომელიც ახლა მიმდინარეობს ნაცმოძრაობის და ზოგიერთი ენჯეოს კოორდინირებული საქმიანობით, უნდა გაესვას ხაზი. უკვე რა ხანია, ვხედავთ მუქარას, დაშინების მცდელობას,…

მეტი...

როგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსახიობის სიძე, ნიკო ნანიტაშვილი, უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ზურა მკურნალობას საქართველოში, ქავთარაძეზე, ლეჩკომბინატის კლინიკაში განაგრძობს. „უკეთესობა არაფერია, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა, სისხლი სჭირდება და ოჯახის წევრებს, როგორც შეგვიძლია ვაბარებთ სისხლის ბანკში. ხალხის შეწუხება არ გვინდა და ვცდილობთ სანათესავო, რომ ჩვენი სისხლით გავუმკლავდეთ. ქავთარაძეზე, ლეჩკომბინატის სისხლის ბანკში, ნებისმიერ სისხლს იბარებენ და შემდეგ ზურას რომელიც სჭირდება, იმაში ცვლიან“, – ამბობს ნიკო ნანიტაშვილმა.

მეტი...

9 აპრილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩაზე, პავლე ინგოროყვას ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. რეაბილიტაციის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე 15 ივნისის 00:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე, ინგოროყვას ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება. ავტომობილები ჩიტაძის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.

მეტი...

,,პოლიციას კი არა, ეს ხალხი თუ ხელისუფლებაში მოვიდა მთელ საქართველოს მოუწყობს ეგზეკუციას” – პაპუაშვილი გუბაზ სანიკიძეზე

,,პოლიციას კი არა, ეს ხალხი თუ ხელისუფლებაში მოვიდა მთელ საქართველოს მოუწყობს ეგზეკუციას, როგორც ეს მოაწყვეს 2003 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციონერი ამბობს, რომ პოლიციას დიდი რეფორმა ელოდება და შემდეგი მთავრობა უწყებაში ყველას დასჯის. „ჩვენ საქმე გვაქვს ძალასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ფილოსოფიის მატარებელ ხალხთან, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს ადამიანის ღირსება, სახელმწიფო ინსტიტუტები, ქართველი ხალხი. ეს არის ძალა, რომელიც სრულად იყო მარიონეტი გარე ძალების, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო 2003 წელს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქსოვილის მოშლა. მათ საზოგადოებრივი ჯგუფების…

მეტი...

ეროვნულმა ბანკმა მაის-ივნისში იმაზე მეტი დოლარი გაყიდა ვიდრე 2023 წელს მთლიანად

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან – 11 ივნისამდე პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2023 წლის ჯამურ მონაცემს დაახლოებით 2 მილიონით აჭარბებს. ინფორმაციას BPN ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სებ-მა სავალუტო აუქციონზე ამ წლის 16 მაისს – 60 მლნ. დოლარი გაყიდა, 28 მაისს – 48.7 მლნ. დოლარი, 11 ივნისს 60 მლნ. დოლარი. 2023 წლის განმავლობაში საქართველომ 166.750 მლნ დოლარის უცხოური ვალუტა გაყიდა, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე 1.2%-ით ნაკლებია. 2023 წლის 11 ივნისამდე ეროვნულ ბანკს მხოლოდ 17.1 მლნ დოლარი ჰქონდა გაყიდული. შარშან სავალუტო აუქციონზე სებ-მა უცხოური ვალუტის ძირითადი ნაწილი (149.65…

მეტი...

,,საქმე გავქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, ქვეყნის ინტერესებს” – პაპუაშვილი

,,საქმე გავქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, ქვეყნის ინტერესებს. ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებთ, ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით და რა კარნახიც მოსდის ამა, თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის რა გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი, ზუსტად ისე იქცევა”, – ამის შესახებ საქარტველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან დაკავშირებით განუცხადა. შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, რატომ არ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა აქამდე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ღირსების ორდენებით დაჯილდოვებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისა და მის მიმართვას. „როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა და მე ჯერ კიდევ 4 აპრილს მივმართეთ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი საფეხბუთო ნაკრების წევრების, ისევე, როგორც სამწვრთნელო…

მეტი...

,,მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღადგინოს პრინციპების ერთგულება” – ნიდერლანდების საგარეო

,,მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას აღადგინოს ამ პრინციპების ერთგულება”, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს. ,,ამ კვირაში საქართველოსთან დროული პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. დიალოგის საშუალებით გაიცა მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, როგორ უარყოფითად აისახება საქართველოში განვითარებული მოვლენები ქვეყნის დემოკრატიაზე, EU-ის გზაზე და ჩვენს პარტნიორობაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღადგინოს ამ პრინციპების ერთგულება,” – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,2 დღის ვადას ვაძლევთ გარემოს დაცვის სამინისტროს” – ,,ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად”

მოძრაობა ,,ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” განცხადებას ავრცელებს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2 დღის ვადას აძლევს, რათა მიიღონ პასუხი, როდის შეძლებს მინისტრი პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრას. ,,ბოლო დღეების განმავლობაში, სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი ქვეუწყება, დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ დრომდე არ გამოხმაურებიან, მოსახლეობა 2 დღის ვადას ვაძლევთ, რა დროშიც უნდა გვითხრან პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეძლებს მინისტრი ჩვენთან შეხვედრას. შეხვედრა საჯარო ფორმატში, შემდეგი კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს კონკრეტული ზომების მიღება”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

კრივოი როგზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 30-ზე მეტი

14 ივნისი კრივოი როგში გლოვის დღედ გამოცხადდა, 12 ივნისს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კრივოი როგში (დნეპროპეტროვსკის ოლქი) საცხოვრებელ უბანზე თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპა, დაშავდა 32 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია. 13 დაშავებული ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ერთის უკიდურესად მძიმე.

მეტი...

წყნეთის გზატკეცილზე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან (ე.წ. ბაგების კუნძულებიდან) ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 ივნისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში, გზის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. ტერიტორიაზე გადაადგილებას საკუთარი ავტომობილებით მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ. სხვა სატრანსპორტო საშუალებები ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის მიმართულებით გადაადგილდებიან თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდის გავლით, ხოლო წყნეთისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით კერძო ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით. წყნეთის გზატკეცილზე და…

მეტი...

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა აგრარულ სექტორში ელექტროენერგიის აქტიური მომხმარებლის როლსა და პერსპექტივებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნუგზარ ბერიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. მან ისაუბრა აგრარულ სექტორში ელექტროენერგიის აქტიურ მომხმარებელსა და მის პერსპექტივებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები. ნუგზარ ბერიძის თქმით საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ სახელმწიფოს, აქვს ვალდებულება მიუერთდეს მე-4 ენერგეტიკულ პაკეტს და მოახდინოს მისი იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში. აღნიშნული საუკეთესო საშუალებაა „ნეტო-აღრიცხვის“ რეგულაციის განსავითარებლად. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ნეტო აღრიცხვის ახალ პერსპექტივებზე. „განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებელი (პროსიუმერი – Produser+Consumer) არის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც…

მეტი...

,,ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი შრომის შედეგია, რომელსაც ნაკრების თითოეულმა წევრმა სახელმწიფოს ხელშეწყობით მიაღწია” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. მისივე თქმით, ის პრემიერ-მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდი გერმანიაში, კერძოდ დიუსელდორფში, სადაც შევხვდით ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს. ბიჭებს ვუსურვეთ წარმატებები, მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს. ნაკრების თითოეულმა წევრმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უკვე არის დიდი წარმატება ქართული ფეხბურთისთვის. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ პირველ ეტაპზე, ჯგუფიდანაც გავალთ. ეს არის დიდი შრომის შედეგი, რომელსაც ჩვენმა ფეხბურთელებმა, ნაკრების თითოეულმა წევრმა, სახელმწიფოს…

მეტი...

,,ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე” – კახა კალაძე

,,ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე”, – ასე უწოდა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2015 წლის 13 ივნისს. თბილისის მერმა 9 წლის წინანდელი ტრაგედია მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გაიხსენა. „დღეს 13 ივნისია – ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე. დღე, რომელმაც წაგვართვა ათობით ადამიანის სიცოცხლე და გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით ასევე ათობით ადამიანი გადარჩა. ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი – ათასობით ახალგაზრდა, რომელიც გაერთიანდა და ნუგეშად იქცა მთელი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო და როდესაც გათენდა, სრულიად საქართველო გაერთიანდა და ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდიგვერდ დავიწყეთ…

მეტი...

ბრიტანეთი G7-ის სამიტზე უკრაინისთვის 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ხუთშაბათს, იტალიაში, G7-ის სამიტზე გამოაცხადებს 242 მილიონი ფუნტის (თითქმის 310 მილიონი დოლარი) დახმარების პაკეტს უკრაინისთვის. დახმარება გამოცხადდება, რათა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს უკრაინის გადაუდებელ ჰუმანიტარულ, ენერგეტიკულ და სტაბილიზაციის საჭირობებს, ასევე გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის საფუძვლის ჩასაყრელად. ,,ჩვენ უნდა ვიყოთ გადამწყვეტი და კრეატიული ჩვენს მცდელობებში, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას და დავასრულოთ პუტინის უკანონო ომი ამ კრიტიკულ მომენტში. დიდი ბრიტანეთი რჩება საერთაშორისო რეაგირების წინა ხაზზე, როგორც ჩვენ თავიდანვე ვიყავით. “რამდენი დროც დასჭირდება”-დან უნდა გადავიდეთ “რაც არ უნდა იყოს საჭიროზე”, თუ ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს უკანონო…

მეტი...

საიამ 2105 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში დაღუპული დავით გაბიტაშვილის საქმეზე სტრასბურგს მიმართა

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” 2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში დაღუპული დავით გაბიტაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. დავით გაბიტაშვილი 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 13 ივნისის განვითარებული მოვლენებიდან 9 წლის შემდეგ, გამოძიებას რაიმე კონკრეტული შედეგისთვის დღემდე არ მიუღწევია, რაც მის არაეფექტიანობას უსვამს ხაზს. გაბიტაშვილის ოჯახის წევრებს დღემდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. ,,საჩივარში ხაზგასმულია, რომ სტიქიის დროს სახელმწიფომ გამოიჩინა დაუდევრობა, ერთი მხრივ, ვერ დაიცვა მოსახლეობა სტიქიური უბედურებისგან, როგორც რისკების წინასწარი მონიტორინგით, ისე – საზოგადოების დროული გაფრთხილებით,…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის მშენებლობას მეზობლები აპროტესტებენ

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის მშენებლობას მეზობლები აპროტესტებენ. საუბარია ძველ თბილისში, ასკანის 9 ნომერში მიმდინარე სასტუმროს მშენებლობაზე, რომელიც ნოდარ ბასილაშვილს ეკუთვნის. ადგილობრივების თქმით, მიმდინარე სამუშაოები მიმდებარედ სახლებს აზიანებს. ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს, რომ ორჯერ დაწერა საჩივარი მერიაში, თუმცა უშედეგოდ. ,,კლდე მოჭრა, წამოვიდა წყალი, იქ სჭირდება დრენაჟი. ფანჯარას მიხურავს, საჩივარი ორჯერ დავწერე. ეგრე უთქვამს, მე მყავს მფარველი. არ ვიცი მაგის მფარველი ვინ არის, მთავრობა თუ სხვა ვიღაც, კლდის მოჭრის, საძირკვლის ამოთხრის, ყველაფრის უფლება ჰქონია ამ კაცს. არ ვიცი ვის მივმართო, ძველ თბილისში ახლა, ამ ისტორიულ ქუჩაზე ამის აშენება არანაირად არ შეიძლება”, – ამბობს…

მეტი...

,,აშშ-ის ახალი სანქციების შედეგად, მოსკოვის საფონდო ბირჟამ დოლარებსა და ევროებში ვაჭრობა შეწყვიტა” – გიგი გიგიაძე

,,აშშ-ის ახალი სანქციების შედეგად, მოსკოვის საფონდო ბირჟამ დოლარებსა და ევროებში ვაჭრობა შეწყვიტა”, – ამის შესახებ ინფორმაციას, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე ავრცელებს. ,,ამერიკის მიერ დაწესებული ახალი სანქციების შედეგად, მოსკოვის საფონდო ბირჟამ დოლარებსა და ევროებში ვაჭრობა შეწყვიტა. რუსეთი გასული საუკუნის 90-იანი წლების რეალობას უბრუნდება”, – წერს გიგიაძე.

მეტი...

ფოთში დიალიზის პროგრამის ბენეფიციარებმა აქცია გამართეს

,,ვითხოვთ სიცოცხლეს”, – ამ სახელწოდებით ფოთში, დიალიზის პროგრამის ბენეფიციარებმა აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მიზეზი ადგილობრივ კლინიკაში მათთვის მიწოდებული ინფორმაციაა, რომ ფოთში აღნიშნული განყოფილება დაიკეტება და პაციენტებს პროცედურის ჩატარება სხვა ქალაქებში მოუწევთ. 22 პაციენტი მკურნალობის უფლების უზრუნველყოფას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ რკინიგზასაც გადაკეტავენ. ,,გუშინ გვითხრეს, მოკიდეთ თქვენ ქვეშაგებელს ხელი, წაიღეთ, თავისუფალი ხართო, აწი დიალიზი არ იქნება აქო. რა ვქნათ, ხვალ დიალიზი მაქვს, არ წავალ, შაბათს დიალიზი მაქვს, არ წავალ. გთხოვთ დროზე ადრე არ მომკლათ”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ფოთის მერის მოადგილე, მამუკა პაპასკირი ამბობს, რომ…

მეტი...

9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

2015 წელს, ზაფხულის წვიმა დიდი სტიქიის მიზეზი გახდა. ადიდდა მდინარე ვერე, რის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ყველაფერი 23:35 საათზე დაიწყო. სტიქიას საფუძველი თრიალეთის ქედის კალთებზე ჩაეყარა. წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, დაცურდა კლდის მთლიანი ფენა. სპეციალისტები იხსენებენ, რომ მთას დაახლოებით 1,2 მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა მოწყდა. ჩამოშლილმა მიწამ გზის 650-მეტრიანი მონაკვეთიც წაიღო. ღვარცოფი დედაქალაქისკენ დაიძრა. მას თბილისამდე 10 კილომეტრი აშორებდა. 23:50 – დაძრულმა მასამ მდინარის გამტარი გვირაბი გაჭედა, რომელიც მალევე მდინარემ გაარღვია. გვირაში გაიჭედა ერთი მანქანაც. წყლის მასამ თანდათან მოიმატა, გართულდა მოძრაობა და წყალმაც…

მეტი...

ახალციხეში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ღამით ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ადგილობრივ მედია ,,სამხრეთის კარიბჭესთან” ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი კორპუსის სახურავზე დაახლოებით 00:00 საათზე გაჩნდა. ყეველა მცხოვრები ევაკუირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...